სასუნთქი სისტემის სიმსივნეები

სასუნთქი სისტემის სიმსივნეები

სიმსივნე შეიძლება ლოკალიზებული იყოს  როგორც სასუნთქ გზებში, ასევე ფილტვებში, წარმოიქმნას ფილტვებიდან ბრონქებში მეტასტაზირების შედეგად, პირველადად დააზიანოს ალვეოლები ან ბრონქიოლები. >>>>

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს სასუნთქი სისტემის სიმსივნეები სხვებს შორის უფრო ხშირია, განსაკუთრებით მწეველებში და მტვრიან საქარმოებში  მომუშავე პირებში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

დამტკიცებულია  სასუნქი გზების სიმსივნეების კავშირი მოწევასთან. სიმსივნეთა 50% არამწეველებში გამოწვეულია ე.წ. პასიური მოწევით-თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვით.

მრავალი ქიმიური ნაერთების კვამლის ჩასუნთქვა, რომელიც აღიზიანებს სასუნთქი გზების  ლორწოვან გარსს ან  კვამლით, მტვერით, განსაკუთრებით ასბესტით დაბინძურებული ჰაერი,  იწვევს სასუნთქ გზებში ახალწარმონაქმნების გაჩენას.

რადგან ახალწარმონაქმნები ვითარდებიან ფარულად და ხანგრძლივად არ აქვთ სპეციფიკური გამოვლინებები, აუცილებელია ყურადღება მიექცეს შემდეგ ნიშნებს:

  • ხანგრძლივი ხველა;
  •  ფილტვების და სასუნთქი გზების ხშირად განმეორებადი ანთებითი პროცესები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებიან;
  • ხშირი პლევრიტები და ფილტვებში ხიხინი;
  •  ხმის ჩახლეჩა;
  • ჟანგისფერი ნახველის გამოყოფა.

ეს ნიშნები ექიმთან მიმართვის სიგნალია. რაც უფრო ადრეა დაწყებული სიმსივნური პროცესის მკურნალობა, მით უფრო მეტია გამოჯანმრთელების შანსი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები