ქრონიკული ლიმფოლეიკოზი

ქრონიკული ლიმფოლეიკოზი

ქრონიკული ლიმფოლეიკოზი – ლიმფური ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. სიმსივნის უჯრედები ძირითადად წარმოდგენილია მწიფე ლიმფოციტებით. გვხვდება საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ პირებში. ლიმფურ კვანძებში, ელენთაში და ღვიძლში მატულობს ლიმფოციტების რაოდენობა. >>>>

ქრონიკული ლიმფოლეიკოზი – პათოლოგიური ანატომია

ძვლის ტვინი წითელი ფერისაა ყვითელი უბნებით. სხეულის ყველა მიდამოს ლიმფური კვანძები გადიდებულია, ერთიანდებიან დიდ რბილ ან მკვრივ გროვებად. დიდდებიან ნუშურები, კუწ-ნაწლავის ლიმფური ფოლიკულები. გადიდებული ღვიძლი, თირკმელები და ელენთა. ლეიკემიური ინფილტრაცია აღინიშნება შუასაყრის ორგანოებში, მიოკარდიუმში, სეროზულ და ლიმფურ გარსებში.

ქრონიკული ლიმფოლეიკოზი – კლინიკური სურათი

რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლში ლიმფოციტების მომატება, თანდათან კისერზე, იღლიებში, შემდეგ შუასაყარში, მუცლის ღრუში  დიდდება ლიმფური კვანძები. აღინიშნება ყველა ლეიკოზისთვის დამახასიათებელი არასპეციფიკური მოვლენები: მომატებული დაღლილობა, სისუსტე, ოფლიანობა. ქრონიკული ლიმფოლეიკოზით დაავადებულებში ხშირად აღინიშნება კოღოს ნაკბენის ადგილებში გამოხატული ინფილტრაცია. მრავლობითი ნაკბენების შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ინტოქსიკაცია. ქრონიკული ლიმფოლეიკოზის გართულება შეიძლება იყოს ექსუდაციური პლევრიტი. არც თუ ისე იშვიათად თავის ტვინის ნერვები მეშვიდე წყვილის ლიმფოციტური ინფილტრაცია. ამ დროს ქვეითდება სმენა, ყურებში ხმაური ჩნდება. ანტისხეულების დაბალი ტიტრების არსებობის გამო იმუნიტეტი მკვეთრად დაქვეითებულია. ხშირად ჩნდება სტაფილოკოკური ინფექციები (ანგინა, ბრონქოპნევმონია). დამახასიათებელია ავტოიმუნური რეაქციების, განსაკუთრებით ჰემოლიზური და თრომბოციტოპენური მდგომარეობის განვითარება. დაავადებულები ხშირად კვდებიან ინფექციის, სისუსტის მომატების, ავტოიმუნური ხასიათის შესუსტების, ანემიის გამო. ქრონიკული ლიმფოლეიკოზის ტერმინალურ სტადიაში აღინიშნება არა ბლასტური კრიზი, არამედ სარკომული ზრდა ლიმფურ კვანძებში. უკანასკნელნი მკვეთრად იზრდებიან, იძენენ ქვისებრ სიმკვრივეს, ახდენენ ზეწოლას მეზობელ ორგანოებზე. აღინიშნება შეშუპება და ტკივილი. სხეულის ტემპერატურა მატულობს.

ქრონიკული ლიმფოლეიკოზი – სისხლის და ძვლის ტვინის სურათი

დაავადების დასაწყისში ლიმფოციტოზი სისხლის ფორმულაში აღწევს 40-50%-ს, შემდეგ თანდათან მატულობს 80-90%-მდე. მაგრამ  ლიმფოციტების ასეთი მაღალი მაჩვენებლის  მიუხედავად სისხლში ანემია არ აღინიშნება, თრომბოციტების რაოდენობა ნორმალურია ან უმნიშვნელოდ დაკლებულია. ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დამახასიათებელი ნიშანია-პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების ნახევრად დაშლილი ბირთვები. ძვლის ტვინის პუნქტატში მომატებულია ლეიკოციტების რაოდენობა.

ქრონიკული ლიმფოლეიკოზი – მიმდინარეობა

დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად სტადიებად: დაწყებითი სტადია, შემობრუნებული კლინიკური მოვლენების სტადია და ტერმინალური. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისას შეადგენს 3-5 წელს, ზოგჯერ მიმდინარეობს 10-15 წელს, იშვიათად 20-25 წელი. დაავადებულები კვდებიან გართულებების გამო. დიაგნოზი დგინდება სისხლის სურათით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვლის ტვინის პუნქტატს. დიფერენიულ დიაგნოზს ატარებენ ლიმფოგრანულომატოზთან და ლიმფოსარკომომატოზთან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები