ქრონიკული მონოციტარული ლეიკოზი

ქრონიკული მონოციტარული ლეიკოზი

ქრონიკული მონოციტარული ლეიკოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება მონოციტოპოეზის უჯრედული ელემენტების მონოკლონური პროლიფერაციით. >>>>

ქრონიკული მონოციტარული ლეკოზის პათოგენეზი

ქრონიკული მოციტარული ლეიკოზი გულისხმობს სიმსივნურ პროცესს, რომელიც ნორმალური ან მომატებული ლეიკოზის დროს ხასიათდება სისხლში და ძვლის ტვინში მონოციტური უჯრედების რაოდენობის მომატებით.

ქრონიკული მონოციტარული ლეიკოზით დაავადებულთა ნაწილში დიდხანს არ აღინიშნება ერითროციტული და თრომბოციტული მორჩების  შემცირება, შესაძლებელია ანემიის გამოვლენა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დაავადების ერთადერთი ნიშანი შეიძლება იყოს.

რადგან პერიფერიულ სისხლში მონოციტების და მონოციტოიდური უჯრედების რაოდენობის მომატება რეაქტიულია, მაგალითად ტუბერკულოზის, ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიისა და კიბოს დროს, ქრონიკული მოციტარული ლეიკოზის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა სისხლის სურათის ხანგრძლივი კონტროლი, სხვა სომატური დაავადებების გამორიცხვა, რომელიც შეიძლება იყოს რეაქტიული მონოციტოზის მიზეზი.

ქრონიკული მოციტარული ლეიკოზით ძირითადად ავადდებიან ასაკოვანი ადამიანები, 50-ზე მეტი წლის, დაავადების იშვიათ ფორმას წარმოადგენს ბავშვებში ციცოცხლის პირველ წელიწადში განვითარებული ქრონიკული მოციტარული ლეიკოზი.

ქრონიკული მონოციტარული ლეიკოზი სიმპტომები:

დაავადების კლინიკური სურათს დიდი ხნის განმავლობაში არ გააჩნია დამახასიათებელი ნნიშნები. უსიმპტომობა განარჩევს ქრონიკულ მონოციტარულ ლეიკოზს რეაქტიული მონოციტოზისგან, რომელიც ნიშნავს მისი განმაპირობებელი პროცესის გამწვავებას (ტუბეკულოზი, კიბო).

როგორც წესი, ანემი ნორმო – ან ჰიპერქრომულია. ელენთის გადიდება აღნიშნულია დაავადებულთა თითქმის ნახევარში, ღვიძლის და ლიმფური კვანძების გადიდება არ აღინიშნება.

დაავადების ჰემატოლოგიური სურათი ისეთივე ღარიბია, როგორც კლინიკური. ძვლისტვინოვანი სისხლწარმოება ამ ლეიკოზის დროს დიდ ხანს არ ირღვევა. ლეიკოციტების და ერითროციტების შეფარდება ნორმასთან ახლოსაა, მაგრამ გამოკვლევისას აღინიშნება ძვლის ტვინის მრავალუჯრედოვანი ჩაზრდა, ხოლო მსხვილი მონონუკლეარული უჯრედები წარმოქმნიან დიდ გროვებს.

ტიპიურ შემთხვევებში მონოციტები არ გამოირჩევიან შენებთ, ამიტომ წლების განმავლობაში მონოციტოზი ასეთ ავადმყოფებში არ ითვლება სიმსივნური პროცესის ნიშნად. გარკვეულ შემთხვევებში მონოციტებს თავისებურება გააჩნიათ: მრგვალი, უხეში სტრუქტურის მქონე ოდნავ შეზნექილი ბირთვი, თითქმის უფერო ციტოპლაზმა ღარიბი მარცვლოვანობით. ზოგჯერ მონოციტებს საოცრად მოხაზული კონტურები გააჩნიათ. ახალგაზრდა ფორმები-პრომონოციტები და მონობლასტები-აღინიშნება ძირითადად დაავადების ტერმინალურ სტადიაში.

ქრონიკული მიელოციტური ლეიკოზით დაავადებულთა სისხლში ხშირად ერთეულებით   გვხვდება წითელი რიგის ბირთვისშემცველი უჯრედები.

დაავადებულთა უმეტესობაში აღინიშნება ედს-ის მნიშვნელოვანი მომატება; ცალკე შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს დაავადების ერთერთი ადრეული ლაბორატორიული ნიშანი.

მინოციტარული ლეიკოზის დროს (მწვავე და ქრონიკული) დაავადებულთა შრატში და შარდში დიდი რაოდენობითაა ლიზოციმი, ზოგჯერ ნორმაზე ათჯერ მეტი. თუ ნორმაში შრატში ლიზოციმის რაოდენობა 4-7 მკგ/მლ-ია, მონოციტარული ლეიკოზის დროს – 40-150 მკგ/მლ-ია, შარდში-24-420 მკგ/მლ-ია და მეტი. ამ ნიშნით შეიძლება მონოციტარული ლეიკოზის გარჩევა სხვა ლეიკოზებისგან და ლეიკემოიდური მონოციტარული რეაქციებისგან, რომელთა დროს შარდში და შრატში ლიზოციმის რაოდენობა მომატებულია, მგრამ არა ამდენად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები