ცხვირ-ხახის კიბო

ცხვირ-ხახის კიბო

ცხვირ-ხახის კიბო წარმოადგენს სპეციფიკურ წარმონაქმნს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება თავის, თავის ტვინის და კისრის სხვა წარმონაქმნებიგან, თავისი განვითარების მექანიზმით, დაავადების მიმდინარეობით და მკურნალობის მეთოდებით. ცხვირ-ხახა-ანატომიური მიდამოა, რომელიც ცხვირის ღრუს უკან მდებარეობს. >>>>

უკანა მხრიდან ცხვირ-ხახა გაყოფილია ძვლოვანი ქსოვილით, რომელიც აფორმირებს თავის ქალას. ასეთი ადგილმდებარეობა აღიქმება ცხვირ-ხახის ღრუში განვითარებული ცხვირ-ხახის კიბოს კლინიკურ სიმპტომებზე. მაგ, ცხვირ-ხახის კიბოს ყველაზე პირველი სიმპტომებია ცხვირის ჯიბეების  დაცობა ერთ ან ორივე მხრიდან, ზოგჯერ აღინიშნება ცხვირიდან სისხლდენები, ცხვირ-ხახის დაზიანებულ მხარეზე ქვეითდება სუნთქვა.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კლინიკური მოვლენები არ შეიძლება ითვლებოდეს ცხვირ-ხახის კიბოს სპეციფიკურ ნიშნებად, რადგან მათი წარმოშობა შეიძლება განპირობებული იყოს ამ მიდამოს სხვა პათოლოგიური დარღვევებით. მაგრამ ექიმთან ამ ჩივილებით მისული პაციენტის პირველადი დათვალიერებისას ეს კლინიკური სიმპტომები უნდა გაითვალისწინოს ექიმმა. ამ სიტუაციაში ექიმის ძირითადი ამოცანაა-ცხვირ-ხახის კიბოს დამტკიცება ან გამორიცხვა.

ადამიანის ცხვირ-ხახა შედგება რამდენიმე ქსოვილის მრავალსახეობისგან, მათ შორის ეპითელური, ძვლოვანი და სხვ. ყოველი მრავალსახეობა შედგება სხვადასხვა უჯრედებისგან, რომლებიც გარკვეულ პირობებში გარდაიქმნებიან ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების კერებად. მოცემული განსხვავებები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მათი ტიპი აღიქმება მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის ხასიათზე. ცხვირ-ხახის კიბო შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის წარმონქმნი. ზოგიერთი კეთილთვისებიანია, ზოგი კი ავთვისებიანია. ავთვისებიან წარმონაქმნებს ახასიათებთ სწრაფი განვითარება და ჩაზრდა ირგვლივ მდებარე ქსოვილებში.

ცხვირ-ხახის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ხშირად არ აღინიშნება. ასეთი სიმსივნეები უფრო ხშირია 18 წლამდე. ყველაზე ხშირია სისხლძარღვოვანი წარმონაქმნები, მაგალითად ანგიოფიბრომა ამ ჰემანგიომა. ცხვირ-ხახის ავთვისებიანი წარმონაქმნები, საკუთრივ ცხვირ-ხახის კიბოა.

ჰისტოლოგიის საფუძველზე გამოირჩევა ცხვირ-ხახის კიბოს 3 სახეობა: ცხვირ-ხახის გარქოვანებული  ბრტყელუჯრედოვანი კიბო, გაურქოვანებელი ბრტყელუჯრედოვანი კიბო და არადიფერენცირებული კიბო. ზოგიერთი მონაცემებით, შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ცხვირ-ხახის გარქოვანებული კიბო ხასიათდება უფრო სწრაფი განვითარებით. როგორც წესი, ცხვირ-ხახის კიბოს ყველა სახეობის მკურნალობის სქემა ერთნაირია. განმსაზღვრელი ფაქტორია წარმონაქმნის ზომა და მეტასტაზების არსებობა.

ცხვირ-ხახის კიბოს ყველა სახეობა წარმოიქმნება ეპითელიუმის უჯრედებისგან, რომლებიც ცხვირ-ხახის ღრუს ამოფენენ. ხშირად ცხვირ-ხახის კიბო შეიცავს ლიმფოციტებს. ამ მიზეზით ადრე მას ეწოდა ლიმფოეპითელიომა.

ცხვირ-ხახაში შეიძლება განვითარდეს ისეთი წარმონაქმნი, როგორიცაა ლიმფომა, რომელიც მიეკუთვნება სისხლმბადი ორგანოების ანომალიების რიცხვს. ასეთი სიმსივნეები ხასიათდებან სპეციფიკური განვითარებით.

ცხვირ-ხახის კიბოს ბრტყელუჯრედოვანი სახეობის გარდა აღინიშნება ონკოლოგიის ისეთი ტიპი, როგორიცაა ადენოკარცინომა და ცილინდრომა. კიბოს სიმსივნის ამ სახეობებს  ნერწყვგამომყოფ  ჯირკვლებში  შეუძლიათ განვითარება, რომლებიც ცხვირ-ხახის ღრუშია განლაგებული. დაავადების მიმდინარეობა და მკურნალობის სქემა მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალურია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..