ჰემანგიობლასტომა

ჰემანგიობლასტომა – შედარებით იშვიათი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შედგება სისხლძარღვებისგან, როგორც წესი წარმოიქმნება ნათხემში, მაგრამ შეიძლება წარმოიქმნას თავის ტვინის ღეროში და ზურგის ტვინში. ჩვეულებრივ გააჩნიათ მკვრივი კისტოზური კომპონენტი. >>>>

ჰემანგიობლასტომის პათოგენეზი:

ჰემანგიობლასტომა შეიძლება განვითარდეს შემდეგი დაავადებების მატარებელ პაციენტებში: ჰიპელ-ლინდაუს დაავადების (ცერებრორეტინალური ანგიომატოზი), თანდაყოლილი აუტოსომურ-დომინატური მდგომარეობისას, როდესაც ვითარდება როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვოსებიანი სიმსივნეები, მათ შორის თვალის ბადურას ანგიომა, პანკრეასის კისტა, ფეოქრომოციტომა და თირკმლოვან-უჯრედოვანი კარცინომა.

ცხოვრების მანძილზე, ასეთ პაციენტებში ვითარდება მრავლობითი სიმსივნეები თავის და ზურგის ტვინში.

არის ჰემანგიობლასტების ორი ფორმა: სოლიდური და კისტოზური. სოლიდური სიმსივნეები მთლიანად შეიცავენ სიმსივნურ უჯრედებს. კისტოზური სიმსივნეები შედგება სოლიდური კომპონენტის მცირე ნაწილისგან, რომელიც დაკავშირებულია სიმსივნის უფრო დიდ კისტოზურ კომპონენტთან. ჰემანგიობლასტომის ნებისმიერი ფორმა აწვება თავის ტვინს და შეიძლება გახდეს ნევროლოგიური სიმპტომების მიზეზი, როგორიცაა თავის ტკივილი, კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევები, ჰიდროცეფალია. იშვიათად ხდება მისი აღმოჩენა სხვა დაავადების შეფასებისას.

ჰემანგიობლასტომის სიმპტომები:

ნათხემის ჰემანგიობლასტომის მქონე პაციენტებში აღინიშნება სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია სიმსივნესთან და წნევასთან, რომელიც განპირობებულია ნათხემზე კისტით ზეწოლით ან ჰიდროცეფალიით. თავის და  ზურგის ტვინის ამ სიმსივნის ჩვეულებრივ სიმპტომებს მიეკუთვნება თავის ტკივილი, კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება.

თავის და ზურგის ტვინის ჰემანგიობლასტომამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობითი ფუნქციის დაქვეითება (სისუსტე), კიდურებში მგრძნობელობის დაქვეითება ან კუჭ-ნაწლავის შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა.

ჰემანგიობლასტომის დიაგნოსტიკა:

ჰემანგიობლასტომა, როგორც წესი, კარგად დიაგნოსტირდება თავის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიასაც შეუძლია ნათხემის და ტვინის ღეროს ჰემანგიობლასტომის დადგენა. ჰემანგიობლასტომის მყარი ნაწილების გამომჟღავნება  შესაძლებელია კონტრასტით მრტ და კტ-ით, როდესაც ამ დროს დაკავშირებული კისტები არ გამომჟღავნდება.

სიმსივნური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.