თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა

რას წარმოადგენს თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემა

დაავადება გვხვდება უპირატესად  ადრეული ასაკის ბავშვებში და ხასიათდება ფილტვის ქსოვილის წილის, იშვიათად სეგმენტის მოცულობის მნიშვნელოვანი გაზრდით, რაც ვითარდება რესპირაციულ ნაწილში  წნევის მომატების შედეგად.
დაავადებას რამდენიმე სინონიმი გააჩნია: წილოვანი, ობსტრუქციული, ჰიპერტროფიული,  გიგანტური ემფიზემა, ზეგამჭვირვალე ფილტვები და ა.შ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

რა ახდენს თანდაყოლილი წილოვანი  ემფიზემის  პროვოცირებას?

თანდაყოლილი ემფიზემის განვითარების მიზეზები არაა საბოლოოდ დადგენილი. მკვლევარების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საფუძვლად უდევს  მე-3-5 გენერაციის ბრონქების ხრტილების განვითარების დეფექტები, რაც იწვევს ბრონქების გამავლობის დარღვევასა და სარქვლოვანი მექანიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს შესაბამისი  წილის მკვეთრ გადაბერვას. 

სიმპტომები

თანდაყოლილი ემფიზემის პირველი ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს უკვე სიცოცხლის პირველივე დღეებში. ახალშობილს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, დისპნოე, მშრალი ხველა, კანისა ლორწოვანი საფარველის ციანოზი. ძუძუთი კვების დროს ვითარდება ასფიქსიის შეტევები.
სუნთქვითი უკმარისობა პროგრესირებადია.
გულმკერდის შესაბამისი ნაწილი კასრის მსგავსადაა შებერილი, სუნთქვითი მოძრაობები მკვეთრად შესუსტებულია, დაზიანების მხარეს აღინიშნება ტიმპანიტი, გულის მოყრუების საზღვრები გადანაცვლებულია ჯანმრთელ მხარეს.

თუ ფილტვის დაზიანებული უბანი მცირეა და არ იწვევეს ჰაერგამტარი გზებსა და ფილტვის პარენქიმაზე ზეწოლას, სუნთქვითი უკმარისობაც შედარებით სუსტადაა გამოხატული, ვლინდება მხოლოდ დატვირთვისას და არ იქცევს მშობლებისა და ექიმების ყურადღებას.
ასეთ შემთხვევბში თანდაყოლილი ემფიზემის დიაგნოსტირება შედარებით მოგვიანებით ხდება, ზოგ შემთხვევაში უკვე მოზრდილ ასაკში.
რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს აღინიშნება მომატებული გამჭვირვალობა,  ემფიზემის უბანში ფილტვის სურათის გაღარიბება.
ცვლილებები უხშირესად ვითარდება ზემო ნაწილში ან მოიცავს ფილტვის ნახევარს.
კოლაბირებული მეზობელი უბნები წარმოქმნის შუასაყარში სოლისებრ ჩრდილს.
აღინიშნება შუასაყრის  ორგანოების ცდომა ჯანმრთელ მხარეს, დაზიანების მხარეს დიაფრაგმა გამსხვილებულია და სუნთქვაში არ მონაწილეობს. 

დიაგნოსტიკა

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ისეთ  დაავადებებთან, რომლებიც მსგავს კლინიკური სურათსა და რენტგენოლოგიურ  ნიშნებს  გვაძლევენ, კერძოდ კი გიგანტური კისტები, მაკლეოდის სინდრომი, სარქვლოვანი პნევმოთორაქსი და დიაფრაგმის თიაქარი. 

მკურნლობა

თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის ყველა ფორმის ერთადერთ რადიკალურ და ეფექტურ მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს  დაზიანებული წილის ან მთლიანად ფილტვის რეზექცია. პედიატრიული დაავადებები