ნარცისიზმი

ნარცისიზმი (ბერძ. narkissos – ნარცისი, მითოლოგიური ყმაწვილი, რომელსაც შეუყვარდა საკუთარი ანარეკლი წყალში; სინონიმები – აუტოფილია, აუტოეროტიზმი) სქესობრივი აღგზნების სახე, როდესაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა საკუთარი შიშველი სხეულის მზერით, ცალკეული ორგანოების, მათ შორის სასქესო ორგანოების, ხშირად შეწრყმულია ონანიზმთან. ნარცისიზმი როგორც სექსუალური დევიაცია, სქესობრივი აქტივობის სხვა ფორმების ჩამნაცვლებელი, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, უკიდურესად იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ ეპიზოდის სახით გაიელვებს სექსუალური გადახრების ფორმირების პროცესში. მასტურბაცია შეიძლება განვიხილოთ ნარცისიზმის გამოვლინებად მხოლოდ მაშინ, როდესაც თან ახლავს საკუთარი სხეულით ტკბობის შეგრძნება. ნარცისიზმის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეული ასაკიდან თანატოლებისაგან იზოლაციას, როდესაც შესწავლის ობიექტს წარმოადგენს  მხოლოდ საკუთარი სხეული.

ნარცისიზმის განვითარება შეიძლება განაპირობოს ისეთი ფსიქოპათოლოგიური ნიადაგის არსებობამ, როგორიცაა მაგალითად ისტერიული ფსიქოპათია. ნარცისიზმის გარდამავალი ელემენტები შეიძლება აღინიშნებოდეს ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული 14-18 წლის ასაკში. ამ დროს აღინიშნება საკუთარი სხეულის, სასქესო ორგანოების სარკეში თვალიერება, საკუთარი სხეულის ალერსი, ფოტოგრაფირება, სურათების შედგომი დათვალიერებით ტკბობა. მამაკაც-ნარცისისტებს უმძაფრდებათ სქესობრივი შეგრძნებები საკუთარი ერეგირებული სასქესო ასოს დანახვისას.

სქესობრივი დარღვევები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..