პიოსპერმია

  • თურმანიძის მალამოები

პიოსპერმია (ბერძ. pyon – ჩირქი + სპერმა), სპერმაში ჩირქის არსებობა. სპერმას აქვს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობა აქვს და არცთუ იშვიათად მყრალი სუნი. პიოსპერმიისას სპერმაში აღინიშნება ლეიკოციტები, მიკროორგანიზმები, დაშლილი უჯრედები და ა.შ. პიოსპერმია ხშირად შერწყმულია ჰემოსპერმიასთან, ოლიგოსპერმიასთან, ტერატოზოოსპერმიასთან. პიოსპერმიის დროს ჩირქს წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს სასქესო ორგანოების ნებისმიერი უბანი, მაგრამ უფრო ხშირად ურეთრა, სათესლის ბუშტუკები,  დანამატი, წინამდებარე ჯირკვალი. 

მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილი ტოქსინები (შხამიანი ნივთირებები), მავნე ზეგავლენას ახდენს სპერმატოზოიდებზე, ზრდის პათოლოგიური ფორმების რაოდენობას,  და ამცირებს მოძრაობისუნარიანობას, რაც ბუნებრივია აქვეითებს სპერმის განაყოფიერების უნარს. პიოსპერმია ყოველთვის მამაკაცის სასქესო სფეროს ანთებითი პროცესის მიმანიშნებელია, რომლის დროსაც აუცილებელია უროლოგიური კვლევა და მკურნალობა.

სქესობრივი დარღვევები


ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

Share this...Share on Facebook
Facebook