სქესობრივი შეკავება

სქესობრივი შეკავება

სქესობრივი შეკავება, სქესობრივი შეკავების სახეები, სქესობრივი შეკავების რეგულაციის მექანიზმები >>>

სქესობრივი შეკავება (სინონიმები – სქესობრივი აბსტინენცია, სქესობრივი დეპრივაცია), სქესობრივი აქტივობის იძულებითი ან შეგნებული დაქვეითებაა ინდივიდუალურ (კონსტიტუციურ – ასაკობრივი) მოთხოვნილებასთან შედარებით.

განასხვავებენ სქესობრივი შეკავების ორ სახეს. პირველის შემთხვევაში უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ ხდება სქესობრივი აქტივობის გაქრობა (რეფრაქტერული პერიოდი). ჩვეულებრივ დადებითად აღიქმება, როგორც დასვენება ინტენსიური ფსიქო-ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მკვეთრი ემოციური ელფერით. >>>>

გამონაკლისს წარმოადგენს ასთენიზირებული პირები, რომლებიც გამოირჩევიან ვეგეტატიური ლაბილობით (ხშირად დიენცეფალური პათოლოგიისას). მათთვის სქესობრივი აქტის შემდეგ დაკმაყოფილების  გრძნობის ნაცვლად შესაძლოა ფსიქოლოგიური დისკომფორტიც კი აღინიშნებოდეს ნაადრევი ეაკულაციის, პარტნიორის მხრიდან ორგაზმის  არარსებობისას, მისი გულგრილი დამოკიდებულების გამო.

სქესობრივი შეკავების მეორე სახე – იძულებითი სქესობრივი აბსტინენციაა, როდესაც რეფრაქტერული პერიოდის შემდეგ ხდება სქესობრივი მოთხოვნილების აღმოცენება, თუმცა თუმცა სქესობრივი დაკმაყოფილებას  ხელს უშლის გარე ფაქტორები. ამის გამო ვითარდება ნევროზული (გაღიზიანებადობა, ხშირად ნევროტიზაციის ნიშნებით) და შეგუბებითი შემაწუხებელი შეგრძნება მცირე მენჯის მიდამოში, რაც მასტურბაციის პროვოცირებას ახდენს) მოვლენები.

სქესობრივი შეკავება მოზარდებში და რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ახალგაზრდებში ჰიპერსექსუალობის დროს ითვლება სოციალურ ნორმად და ამ ასაკში არ ახდენს მვნე ზეგავლენას ჯანმრთელობასა და სექსუალურ ფუნქციაზე. ამ დროს ერთვება თვითრეგულაციის მექანიზმები – ეროტიული სიზმრები, პოლუციები, მასტურბაციაა, რაც მომატებულ სქესობრივ აღგზნებას აქვეითებს. ეფექტურია ყურადღების გადატანა სქესობრივი ურთიერთობის სფეროდან შემოქმედებით საქმიანობაზე.

მეუღლეებში ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად ყალიბდება სქესობრივი ცხოვრების გარკვეული რითმი, რის გამოც ასეთ დროს იძულებითი სქესობრივი შეკავება ამ რითმის დარღვევას იწვევს. იმ მამაკაცებს, რომელთაც ძალუძთ ყურადღების გადატანა სხვა სფეროზე, შედარებით იოლად გადააქვთ ეს პერიოდი, თუმცა შეიძლება აღინიშნოს ნაადრევი ეაკულაცია, სქესობრივი ცხოვრების აღდგენისას სექსუალური სიძნელეები. ასეთ დროს დიდი როლი აკისრია მეუღლის სწორ დამოკიდებულებას.

სქესობრივი შეკავების შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სქესობრივი კონსტიტუციურ ფაქტორებზე, პიროვნულ თვისებებზე, ტემპერამენტზე, და სხვა. ძლიერად გამოხატული სქესობრივი ლტოლვის  არსებობისას სქესობრივმა შეკავებამ შესაძლოა მავნე ზეგავლენა მოახდინოს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, შრომისუნარიანობაზე. თუმცა ამ დროსაც ერთვება თვითრეგულაციის მექანიზმები და სქესობრივი კონტაქტების შეუძლებლობისას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული მექანიზმების უკუკავშირით მოქმედების შედეგად ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა.

თვითრეგულაციის ერთერთი ფორმაა მასტურბაცია, რომელიც ხანგრძლივი სქესობრივი შეკავებისას ზოგჯერ თავიდან გვაცილებს სქესობრივ სისუსტეს.

ასაკის მატებასთან ერთად სქესობრივი ფუნქციის განმახორციელებელ სისტემაში გარდაქმნები სქესობრივი შეკავებისას უფრო სწრაფად მიმდინარეობს და უფრო მკვეთრადაა გამოხატული. ამიტომაც ხანგრძლივი სქესობრივი შეკავების შემდეგ სქესობრივი ურთიერთობის მცდელობა შესაძლოა დამთავრდეს არა მხოლოდ წარუმატებლობით, არამედ სქესობრივი უძლურებაც კი გამოიწვიოს. ასაკობრივი სქესობრივი ინვოლუცია დროს სქესობრივი ფუნქციის ჩაქრობა შედარებით იოლად გადაიტანება, თუმცა თან ახლავს შემაწუხებელი შეგრძნებები, რამდენადაც სქესობრივი ლტოლვის ასაკობრივი დაქვეითება განაპირობებს ინტერესების გადართვას პირად ურთიერთობებსა და სულიერ ფასეულობებზე.

>>> სქესობრივი დარღვევები


 

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.