სექსუალური ინფანტილიზმი

  • თურმანიძის მალამოები

სექსუალური ინფანტილიზმი

სექსუალური ინფანტილიზმი (ლათ. Infantilism – ბავშვური) სექსუალური განვითარების შეფერხებაა. სექსუალური ინფანტილიზმის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადებები (მაგ. ჰიპოთირეოიდული ინფანტილიზმი), სომატური პათოლოგია (საჭმლის მომნელებელი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები), ასევე აღზრდის თავისებურებები. სექსუალური ინფანტილიზმი შეიძლება ზოგადი ინფანტილიზმის  გამოვლინება იყოს. სექსუალური ინფანტილიზმის დროს აღინიშნება ზრდის, ფსიქიკური და სექსუალური განვითარების შეფერხება, ხშირად დამახასაითებელია მეორეული სასქესო ნიშნების სუსტი განვითარება, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა. სექსუალური ინფანტილიზმის დროს გარეგნობა უფრო ახაგაზრდულია რეალურ ასაკთან შედარებით. >>>>>

სექსუალური გამოვლინებები – ლიბიდო, პოლუცია, სპონტანური, ადექვატური ერექცია მკვეთრადაა დაქვეითებული ან საერთოდ არ აღინიშნება. იზოლირებული სექსუალური ინფანტილიზმი (მეორეული სასქესო ნიშნების და სასქესო ორგანოების ნორმალური განვითარების ფონზე) ხშირად ფსიქიკური ინფანტილიზმის  გამოვლინებაა. ეს უკანასკნელი შეინიშნება ფსიქიკური დაავადებების (შიზოფრენია, ეპილეფსია), არასწორი აღზრდის (ჰიპერმეურვეობა მშობლების მხრიდან) დროს. სექსუალური ინფანტილიზმი სასქესო ორგანოებისა  და მეორეული სასქესო ნიშნების  ნორმალური განვითარების დროს ვლინდება სექსუალური ურთიერთობების უუნარობით, თუმცა სექსუალური რეაქციები შეიძლება შენარჩუნებული იყოს.

ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook