სქესობრივი ინვოლუცია

 სქესობრივი ინვოლუცია (ლათ. Involution – ხვეული, გრაგნილის ხვია) სქესობრივი აქტივობის ასაკობრივი ქრობაა, რომელიც პირველ რიგში ვლინდება სასქესო სფეროსადმი ინტერესის თანდათანობითი დაქვეითებით.

სქესობრივი ინვოლუციას თან ახლავს სასქესო ორგანოების სტრუქტურული ცვლილებები, მათი ფუნქციის შესუსტება, ფსიქიკური სფეროს ცვლილებები. სიბერე და სექსი ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ ცნებებად მიიჩნევა და ხანდაზმულ ასაკში მაღალი სქესობრივი აქტივობა გამონაკლისს წარმოადგენს, რაც ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

 სქესობრივი ინვოლუცია  კლიმაქტერული პერიოდიდან იწყება. ქალებში კლიმაქსის დაწყების ასაკი  დაახლოებით 50 წელია, მაგრამ სქესობრივი ლტოლვის შესუსტება მხოლოდ 60 წლის ასაკისათვის შეინიშნება, ზოგჯერ კი უფრო გვიანაც. უფრო მეტიც კლიმაქსის დროს შესაძლოა მკვეთრად მოიმატოს კიდეც, იმაზე მეტად ვიდრე ახალგაზრდობისას აღინიშნებოდა. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნაა, რაც დაკავშირებულია არასასურველი ორსულობის შიშის დაკარგვასთან. 

თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ სქესობრივი აქტივობა მაინც ქვეითდება, უფრო და უფრო იშვიათდება, საშოს სეკრეცია მწირი ხდება, ორგაზმი ხშირად აღარ აღინიშნება ან უფრო ნაკლები სიძლიერისაა.

მამაკაცებში სქესობრივი პოტენციის შესუსტება 45-55 წლის ასაკში შეინიშნება, თუმცა შენარჩუნებულია შვილოსნობის ფუნქცია. მართალია სქესობრივი ლტოლვა მაღალ დონეზეა, მაგრამ რეალური შესაძლებლობები უფრო და უფრო სუსტდება სასქესო ასოს არასაკმარისი ერექციის გამო.

ხანდაზმული  მამაკაცები სქესობრივ სტიმულაციაზე შედარებით ნელა რეაგირებენ, საჭიროებენ ეროგენული ზონებზე უფრო ძლიერ და ხანგრძლივ ზემოქმედებას. აღნიშნულზე ყურადღების მუდმივი  კონცენტრირება კიდევ უფრო აღრმავებს მდგომარეობას და ზოგჯერ სერიოზული ნერვული დარღვევბის მიზეზი ხდება.

ოჯახში შეიძლება შეიქმნას მეუღლეთა სქესობრივი ურთიერთობისათვის არახელსაყრელი სიტუაცია, ან ქალის სექსუალობამ გადააჭარბოს მამაკაცის შესაძლებლობებს. ასეთ შემთხვევაში მთავარი როლი ქალზეა, მან უნდა აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე, რაც ერექციის შესაბამისი დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ექიმების რეკომენდაციით ხანდაზმულ ასაკში დაუშვებელია სქესობრივ ცხოვრებაში ხანგრძლივი შესვენება,  წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სქესობრივი ფუნქცია უფრო სწრაფად შეიძლება დაქვეითდეს.

მეცნიერები თვლიან, რომ მოცემული ასაკი ისე როგორც არასოდეს საჭიროებს რეგულარულ, ზომიერ სქესობრივ ურთიერთობას. სქესობრივი კონტაქტების შენარჩუნება ხანდაზმულ ასაკში ახანგრძლივებს არამარტო სექსუალურ, არამედ პიროვნების ბიოლოგიურ აქტივობასაც.

_______________________________________

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გადასვლა >>>> სქესობრივი დარღვევები

..

 

One thought on “სქესობრივი ინვოლუცია”

Comments are closed.