ტრანსვესტიზმი

ტრანსვესტიზმი

ტრანსვესტიზმი (ტრანს + ლათ. Vestio – ჩაცმა; სინონიმი – ტრავესტიზმი). საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისაკენ სწრაფვა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ჰომოსექსუალიზმს უკავშირებდნენ, ამასთან აქტიურს – ქალებში და პასიურს – მამაკაცებში. ამიტომაც იმ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალიზმი იდევნებოდა კანონით, ტრანსსექსუალიზმი ამორალურ და დანაშაულებრივ მოვლენად ითვლებოდა. თანამედროვე შეხედულებით ტრანსვესტიზმი – არაერთგვაროვანი მოვლენაა, რამდენადაც საპირისპირო სქესის ტანსაცმლის მორგების მოტივები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. ჭეშმარიტი ტრანსვესტიზმი პერვერსიას წარმოადგენს, რომლის დროსაც მეორე სქესის ტანსაცმელში გამოწყობა სექსუალურ სიამოვნებას იწვევს, მაგალითად  ძლიერ სქესობრივ აღგზნებას იწვევს ქალის თეთრეულის, კაბის, კოლგოტის ჩაცმა. ხშირად საპირისპირო სქესის ტანსაცმლის მორგებას თან ახლავს სარკის წინ საკუთარი სხეულის თვალიერება და ონანიზმი. ტრანსვესტიზმის მოცემული ვარიანტი ფაქტიურად ფეტიშიზმის სახესხვაობას წარმოადგენს, რამდენადაც სქესობრივი დაკმაყოფილება ასეთ სუბიექტებში მჭიდროდაა დაკავშირებული საპირისპირო სქესის ნივთების დაუფლებასა და გამოყენებასთან. >>>>

ჰომოსექსუალური ტრანსვესტიზმის დროს ქალის მსგავსი მამაკაცი – ჰომოსექსუალი იყენებს კოსმეტიკას, ბაძავს ქალის მანერებს, თუმცა ასეთი „ჰომოსექსუალური დედოფალი“ გარდასახვის შედეგად ქალის კარიკატურას უფრო ემსგავსება. მსგავსი მასკარადის ძირითადი მიზანი პოტენციური ჰომოსექსუალი პარტნიორის ყურადღების მიქცევაა.

ტრანსსექსუალიზმის დროს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ინდივიდები უკვე ბავშვობიდან გრძნობენ საკუთარი თავის საპირისპირო სქესისადმი მიკუთვნებას. ამიტომაც იმ სქესის ტანსაცმლის ჩაცმას მიიჩნევენ  ბუნებრივ მდგომარეობად. ტრანსექსუალები ტანსაცმლის ჩაცმასთან ერთად მიისწრაფვიან გარეგნობის შეცვლისაკენაც.

ტრანსვესტიზმის პროფილაქტიკა სწორ სქესობრივი აღზრდასა  და ადრეულ ეტაპებზე ფსიქო-სექსუალური განვითარების დარღვევების დროულ გამოვლენასა და კორექციაში მდგომარეობს. აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ ფსიქოთერაპიული კორექციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სქესობრივი დარღვევები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..