ლიბიდო

 ლიბიდო

ლიბიდო სქესობრივი ლტოლვაა, სქესობრივი აქტივობის სურვილი, რომელიც ბიოლოგიური (ჰორმონების დონე, როგორიცაა ტესტოსტერონი), ფსიქოლოგიური (ინდივიდუალური თავისებურებები და სტრესული ფაქტორები) და სოციალური (სამუშაო გარემო და ოჯახი) კომპონენტებისაგან შედგება.  ლიბიდო  ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვლინდება, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც მატულობს ორგანიზმში ჰორმონების  დონე. ლიბიდო მნიშვნელოვანი მოტივატორია ინტიმური ურთიერთობებისათვის როგორც ქალში, ისე მამაკაცში, მისი დაქვეითება ან გაქრობა ქმნის პრობლემებს წყვილებს შორის. ლიბიდოზე გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ფსიქოლოგიურმა და ფიზიკური  ფაქტორებმა.

ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ინტიმური ცხოვრების ნაკლებობა, სტრესი, დაღლილობა, დეპრესია და სხვა. ასევე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს  ლიბიდოს სიძლიერეზე გავლენას ახდენს ხმაური და კაშკაშა შუქი. >>>>>

ფიზიკური ფაქტორებიდან  უნდა აღინიშნოს ენდოკრინული მდგომარეობები, ჰიპოთირეოზი, სისხლში ტესტოსტერონის დონე, ანემია, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, რაც მოქმედებს ჰორმონულ ფონზე და იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციაა ცხოვრების სტილის შეცვლა, მავნე ჩვევების თავის დანებება, ვარჯიში, სწორი კვება, ძალიან მნიშვნელოვანია სტრესის მართვის სწავლა.

ფიზიკურ ფაქტორებს მიეკუთვნება მედიკამენტები, მათ შორის ჰორმონული კონტრაცეპტივები, ანტიდეპრესანტები, ოპიოიდები და სხვა.

ლიბიდოს სტიმულაციის მიზნით გამოიყენება აფროდიზიაკები, რომლებიც სქესობრივი ლტოლვის გაძლიერებას იწვევენ მათი ქიმიური შედგენილობის წყალობით.

ქალის ლიბიდო

ქალის ლიბიდო განსხვავდება მამაკაცის ლიბიდოსაგან, მამაკაცი შესაძლოა სქესობრივი ლტოლვას ერთდროულად რამდენიმე ქალის მიმართ შეიძლება განიცდიდეს, ქალი კი მხოლოდ ერთი, მისთვის საყვარელი მამაკაცისადმი. ქალის ლიბიდო პირობითად იყოფა ეროტიულ და  სექსუალურ ფორმებად. ეროტიული ლიბიდო მოიცავს  მამაკაცის მხრიდან ფერებას, სქესობრივი სიახლოვის გარეშე,  სექსუალური ლიბიდო კი უნდა დასრულდეს სქესობრივი აქტით. ქალის ლიბიდო ნარჩუნდება ხანდაზმულ ასაკამდე.

უნდა აღნიშნოს, რომ ქალის ლიბიდო კორელაციაშია მენსტრუალურ ციკლთან, ბევრი ქალბატონს უმძაფრდება სქესობრივი ლტოლვა  ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც დაკავშირებულია ტესტოსტერონის დონის ცვლილებასთან ციკლის პერიოდში. ტესტოსტერონი ადამიანის ორგანიზმში ლიბიდოს მაკონტროლებელი ჰორმონია, რომლის დონის მომატებაც, განაპირობებს ლიბიდოს გაძლიერებას.

ქალებში ლიბიდოს დაქვეითების შემთხვევაში მისი გაღვიძება არცთუ მარტივი საქმეა, რაც გავლენას ახდენს მის სექსუალურ ცხოვრებაზე. ლიბიდოს მომატება სხვადასხვა მეთოდებითაა შესაძლებელი. პირველ რიგში აუცილებელია ძილის მოწესრიგება,  ღამეში არანაკლებ 7 საათისა. მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს  სწორი კვება. თუ ქალი საკმარისი რაოდენობით იღებს თუთიას, ფოსფორს, ვიტამინებს: A, E, C, ეს გააუმჯობესებს მის თვითშეგრძნებას. სასარგებლოა ასევე დილის ვარჯიშები. თუ ძილის მოწესრიგება ვერ ხდება  და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა არაა, ლიბიდოს მომატება მედიკამენტების მეშვეობითაა შესაძლებელი, მათი მიღება ზრდის ეროგენული ზონების მგრძნობელობის მთელი სხეულის ზედაპირზე და პარტნიორს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ქალში სურვილის აღძვრისათვის, გარდა ამისა უფრო მგრძნობიარე და აქტიური ხდება სქესობრივი აქტის დროს საშოს მუსკულატურა, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის სქესობრივ კონტაქტს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სქესობრივი დარღვევები