სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობა

 სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობა

სქესობრივი დისფუნქციის თერაპია კომპლექსურია, მოიცავს ძირითადი გამომწვევი დაავადების მკურნალობას და  დამოკიდებულია სქესობრივი დარღვევის სახეზე. ასევე მკურნალობის მეთოდის შერჩევისას აუცილებელია ინდივიდუალური თავისებურებებისა და სქესობრივი ფუნქციის ფიზიოლოგიური საფუძვლების გათვალისწინება, მათ შორის სასქესო ჰორმონებისა (ანდროგენები, ესტროგენები)  და ნეიროტრანსმიტერების (დოფამინი – სექსუალური აღგზნების მასტიმულირებელი, სეროტონინი  – მაინჰიბირებელი) როლის. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური მკურნალობის თვალსაზრისით.სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობის მეთოდებია: ფსიქოთერაპია, მედიკამენტოზური თერაპია, ფიტოთერაპია, ფიზიოთერაპია, ნეიროსტიმულაცია, მიოსტიმულაცია, არომათერაპია, რეფლექსოთერაპია, სპეციალური მასაჟები, მენჯის კუნთების გავარჯიშება და განვითარება. >>>>ფსიქოლოგიური ხასიათის სქესობრივი დისფუნქციისას ხშირ შემთხვევაში არ დგება მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება. მაგალითად, ხანგრძლივად სქესობრივი ურთიერთობებისაგან თავის შეკავება ეაკულაცის დარღვევას იწვევს, რაც არ წარმოადგენს პათოლოგიას და ნორმაში მოდის რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე.  ზოგ შემთხვევაში კი ფსიქოთერაპიის შესაბამისი კურსი საკმაოდ დადებით შედეგს იძლევა, ფსიქოლოგიური მეთოდები ხშირად ეფექტურია ლიბიდოს დაქვეითებისას, ფრიგიდულობისას.

რაც შეეხება სქესობრივი დისფუნქციის მედიკამენტოზურ მკურნალობას, ამ   მიზნით გამოიყენება დოფამინის აგონისტები, ადრენობლოკატორები, აზოტის ოქსიდის დონატორები, პროსტაგლანდინები  და ანდროგენები, ნაადრევი ეაკულაცის დროს სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანდიდეპრესანტები, რომლებიც ორგაზმის დაქვეითებასა და ეაკულაცის შეფერხებას განაპირობებს. ერექციული დისფუნქციის დროს ეფექტურია ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ვიაგრა, ლევიტრა, სიალისი.

 

 

სქესობრივი დისფუნქციის მედიკამენტოზური მკურნალობის დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, განსაკუთრებით სასქესო ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპიისას, რადგან სასქესო ორგანოების  ფუნქციის კორეგირება საკმაოდ რთული საკითხია და რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო ღრმავდება პრობლემა.

სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობის მიზნით საკამოდ ეფექტურად გამოიყენება ფიტოთერაპია . მცენარეული საშუალებების მიღება  ხანგრძლივადაა შესაძლებელი და  თავიდან აგვაცილებს გვერდითი ეფექტების განვითარებას, რაც დამახასიათებელია სისტემური მედიკამენტოზური საშუალებების უმეტესობისათვის. სქესობრივი ფუნქციის მასტიმულირებელ მცენარეულ საშუალებებს მიეკუთვნება:  ჟენშენი, სეალექსი, ალოე და სხვა.

სქესობრივი ჯანმრთელობის ხანგრძლივად შენარჩუნებისათვის ეფექტურია ინტიმური კუნთების გავარჯიშება, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას სასქესო ორგანოებში, მონაწილეობენ ერექციისა და ეაკულაცის აქტში, შესაბამისად მათი გაძლიერება  სქესობრივი დისფუნქციის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. მენჯის კუნთების გასავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსს წარმოადგენს კეგელის ვარჯიშები, რომელიც მე-20 საუკუნის გინეკოლოგის არნოლდ კეგელის მიერ იქნა შემუშავებული.

ზოგჯერ სქესობრივი დისფუნქციისას  საკმარისი არაა  კონსერვატიული მკურნალობა და მიმართავენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, მაგალითად ნაადრევი ეაკულაცის დროს მიკროქირურგიული მეთოდი – სასქესო ასოს დენერვაცია, სასქესო ასოს პროთეზირება ერექციული დისფუნქცია ის შემთხვევაში.

სქესობრივი დისფუნქციის დროს მკურნალობის მეთოდის შერჩევა ექიმ -სპეციალისტების, სექსოლოგების, ფსიქოთერაპევტების პრეროგატივაა.

ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

Share this...Share on Facebook
Facebook