იმბილდინგის ჩვენებები და უკუჩვენებები

იმბილდინგის ჩვენებები და უკუჩვენებები

იმბილდინგი, იმბილდინგის ჩვენებები  და უკუჩვენებები, იმბილდინგი და ორსულობა, იმბილდინგი და ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები >>>

სამედიცინო თვალსაზრისით იმბილდინგი განიხილება არა როგორც მხოლოდ მენჯის კუნთების ტრენირების პროცესი, არამედ სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობის მეთოდი გინეკოლოგიაში.

იმბილდინგიიმბილდინგი აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ამცირებს ვენურ შეგუბებას მცირე მენჯის ღრუში, ხელს უწყობს ექსუდაციური და ინფილტრაციული პროცესების უკუგანვითარებას, გარდა ამისა ყოველივე ეს მიმდინარეობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატების, სისხლის ოქსიგენაციისა და ჟანგვა – აღდგენითი რეაქციების გაუმჯობესების ფონზე. >>>>

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო მეთოდს იმბილდინგსაც გააჩნია ჩვენებები და უკუჩვენებები.

იმბილდინგი დადებით გავლენას ახდენს სასქესო ორგანოების დაწევის, ქრონიკული ანთებითი პროცესების, მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესების დორს, ქრონიკული მენჯისმიერი ტკივილების დროს, შარდის გამოყოფის დარღვევებისა და სქესობრივი დისფუნქციის დროს.

იმბილდინგის ზოგად უკუჩვენებებს წარმოადგენს:

იმბილდინგი და ორსულობა 

ორსულობა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და არა დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ორსულობის პერიოდში იმბილდინგი განაპირობებს შორისის კუნთების გამაგრებას, რაც ხელს უწყობს მშობიარობის პროცესის გაიოლებას, ასევე წარმოადგენს შეგუბებითი პროცესების პროფილაქტიკურ საშუალებას. ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას იმბილდინგი არ ახდენს უარყოფით გავლენას.

მშობიარობის შემდგომ იმბილდინგი  განაპირობებს გადაჭიმული მენჯის ფსკერისა და მუცლის პრესის  კუნთების გამაგრებას, ნაწლავებისა და შარდის ბუშტის  ფუნქციის გაუმჯობესებას.

იმბილდინგის უკუჩვენებები ორსულობისას:

იმბილდინგი და ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები 

 ანთებითი დაავადებების დროს იმბილდინგი განაპირობებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ეწინააღმდეგება გართულებების, მათ შორის შეხორცებების განვითარებას, ასტიმულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, განაპირობებს მუცლის პრესისა და მენჯის ფუძის კუნთოვან – იოგოვან აპარატის გამაგრებას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს.

იმბილდინგის ჩვენებები:

ნებისმიერ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს იმბილდინგის ჩვენებებისა და უკუჩვენებების განსაზღვრა.

 საიტის «კეგელის ტრენაჟორი» სარჩევი:

  1. ვუმბილდინგი
  2. იმბილდინგი
  3. ვუმბილდიგი/ იმბილდინგი
  4. იმბილდინგის ჩვენებები და უკუჩვენებები
  5. კეგელის ვარჯიშები
  6. კეგელის ტრენაჟორი
  7. სექსუალური ბიორითმები

_____________________________________