კალცინოზი

კალცინოზი

კალცინოზი ეს არის კალციუმის გამოკრისტალება  ქსოვილებში ორგანიზმის თხევად გარემოში გახსნილი კალციუმის მარილებისგან. კალცინოზის განვითარებაში მონაწილეობას ღებულობს კალციუმის  ცვლის მარეგულირებელი მრავალი უჯრედშიდა და უჯრედგარეთა ფაქტორი. მათ მიეკუთვნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (თირეოკალციტონინი),  ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონი (პარატჰორმონი), ცილების კოლოიდების ცვლილებები, PH და სისხლში კალციუმის კონცენტრაცია, ადგილობრივი ფერმენტული რეაქციები.

კალცინოზის განვითარებაში ადგილობრივი თუ ზოგადი ფაქტორების უპირატესობის მიუხედავად განარჩევენ მეტასტაზურ, დისტრფიულ და მეტაბოლურ კალციფიკატებს. მეტასტაზური კალციფიკაცია ვითარდება ჰიპერკალციემიის დროს, რომელიც გამოწვეულია მისი დეპოებიდან მობილიზაციითა და ორგანიზმიდან  გამოყოფის შემცირების გამო. ეს მდგომარეობა ვითარდება კალციუმის ცვლის ენდოკრინული დარღვევების დროს  (კალციტონინის უკმარისობა, პარათჰორმონის ჰიპერპროდუქცია). კიროვანი მეტასტაზები აღინიშნება ძვლების დაზიანებების (მრავლობითი მოტეხილობები, ძვლებში სიმსივნის მეტასტაზები, მიელომურიდაავადება,ოსტეომალაცია), ჰიპერპარათირეოოზის, მსხვილი ნაწლავის დაზიანების (ქრონიკული დეზენტერია, სულემით მოწამვლა)  თირკმელის დაავადებების (ქრონიკული ნეფრიტი, პოლიკისტოზი),  და ვიტამინი D-ს ორგანიზმში ჭარბი დაგროვების დროს. ამ მდგომარეობისას  კალციუმის მარილების დეპოზიტები ხშირად გვხვდება კუჭის, ფილტვების, მიოკარდიუმის და არტერიების კედლების ლორწოვან გარსებში. ამის შედეგად ქსოვილებში ვითარდება კიროვანი სტრუქტურები( პეტრიფიკაცია), რომლებიც  შედეგში განიცდიან  გაძვალებას (ჰეტეროტოპული ოსიფიკაცია). პეტროფიკატები საერთოდ ვლინდება ტუბერკულოზურ კაზეოზურ კერებში, ინფარქტის უბნებში, გუმებში, ქრონიკული ანთების კერებში და ა.შ. დისტროფიული კალციფიკაცია ვითარდება გულის მანკების დროს გულის სარქველების ნაწიბუროვან ქსოვილებში, ათეროსკლეროზულ ფოლაქებში, თირკმლის მილაკების უჯრედებში, ხრტილებში, მკვდარ პარაზიტებში.

მეტაბოლური კალციფიკაცია (ინტერსტიციული კალცინოზი, ფსევდოპოდაგრა) გამოწვეულია ბუფერული სისტემების არასტაბიულურების შედეგად მაშინ როდესაც კალციუმის კონცენტრაცია სისხლში და ქსოვილოვან სითხეებში საშუალო დოენსაც კი არ აჭარბებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით როლს და ქსოვილების მომატებულ მგრძნობელობას კალციუმის მიმართ (კალციფიკაცია). განარჩევენ სისტემურ და ორგანულ კალცინოზებს. სისტემური კალცინოზის დროს კალციუმის მარილები ლაგდებაკანში (კანის კალცინოზი), კუნთებში, ნერვებში, სისხლძარღვებში,  და მყესების, ფასციების, აპონევროზების გაყოლებაზე.   შემოსაზღვრული (ადგილობრივი) კალცინოზისთვის დამახასიათებელია მტევნის ან ტერფის თითების კანში ფირფიტების სახით დეპონირება. კანისა და კანქვეშა ქსოვილის მეტაბოლური კალციფიკაცია ვითარდება დერმატომიოზიტის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..