სექსუალური ბიორითმები

სექსუალური ბიორითმები

სექსუალური ბიორითმები სქესობრივი აქტივობის ინდივიდუალური რითმული ცვლილებებია, რომელიც დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, ასაკობრივ, კონსტიტუციურ თავისებურებებზე და სოციალურ პირობებზე. სქესობრივი აქტივობის პერიოდული მერყეობა განპირობებულია გარემო ფაქტორებით, რომელთა შორის დიდი წილი უკავია დღეღამურ და სეზონურ რითმებს. სექსუალური ბიორითმების რეგულაცია ხორციელდება ნერვული და ენდოკრინული სისტემების მიერ. ეს უკანასკნელი სქესობრივ ფუნქციაზე გავლენას ახდენს ენდოკრინული ჯირკვლების მეშევეობით, იწვევს რა სასქესო ჰორმონების დონის დღეღამურ, სეზონურ და ციკლურ ცვლილებებს. სექსუალური ბიორითმები დამახასიათებელია როგორც ქალის, ისე მამაკაცებისათვის, თუმცა გარეგნულად უფრო გამოხატულია ქალების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის  არსებობასთან. ქალებისათვის დამახასიათებელია სქესობრივი სიახლოვის მკვეთრი სურვილი პრემენსტრუალურ დღეებში და პირიქით სქესობრივი აქტივობის დაქვეითება მენსტრუაციის შეწყვეტიდან პირველ დღეებში. >>>>

მამაკაცში სქესობრივი აქტივობის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური რითმი დაფუძნებულია სპერმის გამომუშავების სიჩქარესთან და დაგროვებასთან, მამაკაცის სასქესო ჰორმონების პერიოდულ, ციკლურ   ცვლილებებთან: ტესტოსტერონის 22-დღიანი ციკლი და ანდროგენების დღეღამურ რიტმთან. თუმცა ქალებთან შედარებით  მამაკაცის სქესობრივი აქტივობა შედარებით მუდმივი და სტერეოტიპულია.

იმ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცის სქესობრივი აქტივობის რითმი უფრო ხშირია ვიდრე ქალის, შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები, ანალოგიური სიტუაცია იქმნება ქალის მომატებული  სქესობრივი აქტივობის დროსაც. ამ შემთხვევაში მამაკაცის ინდივიდუალური რითმთან შეუთავსებელი ხშირი სქესობრივი აქტი შესაძლებელია განაპირობოს ნერვული ცენტრების დამუხრუჭება და ერექციისა და ეაკულაციის დარღვევები. გარდა დღეღამური სექსუალური ბიორითმებისა ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობაში აღინიშნება ასევე სქესობრივი აქტივობის პერიოდული მომატება ყოველ სამი  და შვიდი დღის შუალედებით.

სქესობრივი აქტივობაზე გავლენას ახდენს ასევე ფიზიკური, ემოციონალური და ინტელექტუალური ციკლები. სეზონური სექსუალური ბიორითმები ხასიათდება შედარებით მაღალი სქესობრივი აქტივობით გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში და დაბალი აქტივობით – შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, რაც დაკავშირებულია სეზონურ ნეიროჰუმორულ და ენდოკრინულ გარდაქმნებთან.

სექსუალური ბიორითმების დარღვევები შესაძლოა სასქესო სფეროს დისფუნქციის მიზეზი გახდეს. თავის მხრივ სასქესო ორგანოების დაავადებები, ისევე როგორც სხვა სისტემის პათოლოგიები, რომელთა დროსაც პროცესში ჩართულია ენდოკრინული სისტემა ან აღნიშნება ჰორმონული ცვლილებები, ირღვევა ჰორმონული რითმი და ვითარდება სქესობრივი დისფუნქცია.

ნორმალური სექსუალური ბიორითმის შენარჩუნებას ხელს უწყობს სასქესო სფეროს დაავადებების პროფილაქტიკა, სტრესულ სიტუაციებთან ბრძოლა, სქესობრივი ცხოვრების რეჟიმის რეგულაცია, ინტიმური ურთიერთოებების მონოტონურობისა და ერთფეროვნების თავიდან აცილება, ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორებს შორის. სექსუალური ბიორითმების გაუმჯობესების ძირითად მეთოდს წარმოადგენს აუტოგენური ტრენირება და მართვა. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს საკუთარი სექსუალური რეაქციების  მართვას, ასევე არასასურველი  სქესობრივი ცვლილებების კორექციას. აუტოგენური ტრენირებისა და მართვის მეთოდების დაუფლება ეფექტური საშუალებაა სექსუალური ჯანმრთელობის დარღვევებისას რეაბილიტაციის პროცესში.

 საიტის «კეგელის ტრენაჟორი» სარჩევი:

  1. ვუმბილდინგი
  2. იმბილდინგი
  3. ვუმბილდიგი/ იმბილდინგი
  4. იმბილდინგის ჩვენებები და უკუჩვენებები
  5. კეგელის ვარჯიშები
  6. კეგელის ტრენაჟორი
  7. სექსუალური ბიორითმები

_________________________________