ელენთის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ელენთის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ელენთის ულტრაბგერითი კვლევის მიზანია, მისი ზომის, ფორმის განსაზღვრა, ელენთის ქსოვილის სტრუქტურის შეფასება, სხვადასხვა წარმონაქმნის აღმოჩენა. ელენთის ულტრაბგერითი კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ელენთის ტრავმის, განვითარების მანკზე ეჭვის მიტანისას, ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა მწვავე ვირუსული ჰეპატიტი, სიფილისი, ინფექციური მონონუკლეოზი, ასევე ელენთის ულტრაბგერითი კვლევის ჩვენებებია ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ლეიკოზები, ელენთის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი).

ელენთის ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს: ელენთის ინფარქტი, აბსცესი, განვითარების მანკი, კისტა, სპლენომეგალია, ახალწარმონაქმნები და დეგენერაციული პროცესები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988