ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა

დღეისათვის ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა ერთერთი ყველაზე ზუსტი და უსაფრთხო მეთოდია ნაღვლის ბუშტის  სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტირებისათვის. დაავადებებს, რომელთა დიაგნოსტირება ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევით, მიეკუთვნება მწვავე ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის კიბო, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლესტეროზი.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ულტრაბგერითი გამოკვლევა  პრაქტიკულად 100%-ით ავლენს ნაღვლის ბუშტში  ქვების არსებობას, შესაძლებელია განისაზღვროს მათი ზომა, ორგანოს დეფორმაცია. მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაღვლის ბუშტის  პოლიპების  აღმოსაჩენად, რაც ძირითადად გვხვდება ქალებში 30 წლის ზევით. ეკრანზე პოლიპი ოვალური ან მრგვალი ფორმის წარმონაქმნის სახით ჩნდება, რაც არ იძლევა აკუსტიკურ ჩრდილს, მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაღვლის ბუშტის კედელთან და არ იცვლის მდებარეობას სხეულის პოზიციის შეცვლისას. თუ საკონტროლო კვლევისას აღმოჩნდება, რომ პოლიპი ზომაში მომატებულია, აუცილებელია ოპერაციული ჩარევა.

ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

  • ლაბორატორიული და კლინიკური მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებენ სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე
  • ნაღვლის ბუშტის  ადრე არსებული დაავადებების დინამიური დაკვირვება
  • ნაღვლის ბუშტის  ფუნქციის მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის შეფასება
  • სანაღვლე გზების ობსტრუქციის გამოსარიცხად მუცლის ტკივილისა და სიყვითლის დროს
  • ნაღვლის ბუშტის  ქვების დაშლის პროცესის კონტროლი
  • სტაციონარული მეთვალყურეობა პაციენტებზე ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების დროს

ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა საჭიროებს წინასწარ მომზადებას, რაც გულისხმობს საჭმლის მონელების პროცესის ხელშეწყობას, ნაწლავებში აირების დაგროვების თავიდან აცილებას შესაბამისი დიეტითა და მედიკამენტებით. რეკომენდებულია გამწმენდი ოყნა, თუმცა არა უშუალოდ პროცედურის წინ. პროცედურამდე 12 საათით ადრე არ უნდა მოხდეს საკვების მიღება.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.