ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 8%-ში გვხვდება, ამ ორგანოს ავთვისებიანი წარმონაქმნები კი შეადგენს ონკოლოგიური დაავადებების 3%-ს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ  ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით და კეროვანი და დიფუზური დაზიანებების გამოვლენა 100%-ით ხდება, გასაგებია რამდენად მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება გააჩნია. ამასთან ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას, აბსოლიტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა პაციენტისათვის.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ორგანოს ზომა, ფორმა, გამოვლინდეს სტრუქტურული ცვლილებები (ჩიყვი, კისტები, სიმსივნე, ადენომა), ამასთან შეფასდეს ახლომდებარე ლიმფური კვანძები მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია ავთვისებიანი სიმსივნების დროს.

ფარისებრი ჯირკვლისულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

– კისრის მიდამოში ამოზნექილი, მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა;
– ისეთი ჩივილები, როგორიცაა: მოხრჩობის შეგრძნება, ხშირი, უმიზეზო ხველა, ნერვული დარღვევები, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
 – ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
 – ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რაც ისინჯება პალპაციისას;
 – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (კვანძოვანი ჩიყვი, კიბო) რეციდივი;
– სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება;
– ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიშნები: ძლიერი წონის კლება, მომატებული ოფლიანობა, ტაქიკარდია, სისუსტე, ხელების კანკალი და ა.შ

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები:

 – კვანძოვანი და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი  – კვანძოვანი ჩიყვის დროს ულტრაბგერითი გამოკვლევით აღინიშნება მკვრივი,  ჯანმრთელი ქსოვილისაგან მკვეთრად შემოსაზღვრული უბანი. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი კი ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ზომების გადიდებით მისი სტრუქტურის შეცვლის გარეშე;
– ჰიპოთირეოზი  – შემცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ზომები;
 – ფარისებრი ჯირკვლის კისტა, რომელიც ულტრაბგერითი კვლევაზე ვიზუალიზდება როგორც  მკვეთრი საზღვრების, ერთგვაროვანი სტრუქტურის  მქონე ღრუ;
– თირეოიდიტითირეოიდიტის დროს ხშირად ვითარდება კვანძოვანი ჩიყვი  და მისთვის დამახასიათებელი ექოსკოპიური სურათი;
 – ფარისებრი ჯირკვლისსიმსივნე – კეთილთვისებიანი სიმსივნე ვლინდება მაღალი სიმკვრივის უბნების სახით, რომელიც შემოსაზღვრულია ნორმალური ქსოვილისაგან, ავთვისებიანი სიმსივნის დროს კი აღინიშნება შეცვლილი უბნის არამკვეთრი საზღვრები.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის დოპლეროგრაფია. ფარისებრი ჯირკვლის სისხლმომარაგების ხასიათი ორგანოს ფუნქციური  მდგომარეობას განსაზღვრავს. დოპლეროგრაფიის შედეგები მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე საშუალებას იძლევა შეფასდეს თერაპიის ეფექტურობა და მოხდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შერჩევა.

______________________________________

  1. ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
  2. ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
  3. ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
  4. თემატურად მომიჯნავე სტატიები
  5. საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
  6. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..