საერთო ცილა

საერთო ცილა ორგანიზმის ცილოვანი ცვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის ქვეშაც იგულისხმება სისხლის შრატში არსებული ცილების სუმარული კონცენტრაცია. საერთო ცილა კონცენტრაცია  შრატში დამოკიდებულია ძირითადად ორი ცილოვანი ფრაქციის – ალბუმინისა და გლობულინების სინთეზსა და დაშლაზე. ალბუმინი სინთეზირდება ღვიძლში, გლობულინები კი ლიმფოციტებში.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


სისხლის პლაზმის ცილების ფუნქციები:

  • კოლოიდურ-ოსმოსური (ონკოზური)  წნევის შენარჩუნება
  • სისხლის შედედებაში მონაწილეობა
  • სისხლის pH-ის  მუდმივობის შენარჩუნება (წარმოადგენს სისხლის ბუფერული სისტემის ნაწილს)
  • სატრანსპორტო ფუნქცია – ლიპიდების, ბილირუბინის, სტეროიდული ჰორმონების გადატანა
  • იმუნურ რეაქციებში მონაწილეობა – იმუნოგლობულინები, ოფსონინები, მწვავე ფაზის ცილები
  • ცილოვანი რეზერვის შექმნა (შიმშილობის დროს ცილები იშლება ამინომჟავებამდე, რომლებიც გამოიყენება სხვა საჭირო ცილების სინთეზისათვის თავის ტვინში, მიოკარდიუმში და სხვა საციცოხლო მნიშვნელობის ორგანოებისათვის
  • სისხლის კათიონების დონის შენარჩუნება

საერთო ცილის გამოკვლევის ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ინფექციები
  • კოლაგენოზები
  • თირკმლებისა  და ღვიძლის  პათოლოგიები
  • ონკოლოგიური დაავადებები
  • კვებითი დარღვევები
  • თერმული დამწვრობა

საერთო ცილის დონეზე გავლენა შეიძლება მოახდინოს სხეულის მდებარეობამ და ფიზიკურმა აქტივობამ. საერთო ცილის შემცველობა, ისევე როგორც მისი ფრაქციების, წარმოადგენს ძალზედ მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ პარამეტრს მთელი რიგი დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლიზმის დარღვევებთან.

ფიზიოლოგიური ჰიპოპროტეინემია შესაძლებელია აღინიშნებოდეს ადრეული ასაკის ბავშვებში, ქალებში ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით მესამე სემესტრში), ლაქტაციის დროს, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმისას. საერთო ცილის ცრუ მომატებული დონე შეიძლება აღინიშნოს წინამხრის ვენაზე ჟგუტის ხანგრძლივი მოჭერისას. სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობის შეცვლა ვერტიკალურით ზრდის საერთო ცილის დონეს 30 წუთის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით, აქტიური ფიზიკური დატვირთვა – 10%-მდე.

ანალიზის აღება უნდა მოხდეს უზმოზე 8-11 საათამდე, რეკომედნებულია შიმშილი არანაკლებ 8 საათისა და არაუმეტეს 11 საათისა, სითხე მხოლოდ წყალი ჩვეულ რეჟიმში, გამოკლევის წინა დღეს თავი უნდა ავარიდოთ საკვებით დატვირთვას.

ჰიპერპროტეინემია – საერთო ცილის მომატებული დონე

  • დეჰიდრატაცია (დიარეა ბავშვებში, ქოლერა, ღებინება ნაწლავური გაუვალობის დროს, მასიური დამწვრობები) – შედარებითი ჰიპერპროტეინემია
  • მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები
  • აუტოიმუნური პათოლოგიები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი  და ა.შ)
  • ონკოლოგიური დაავადებები პათოლოგიური ცილების ჰიპერპროდუქციით – პარაპროტეინემია   (მიელომური დაავადება, ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიური)
  • ჰიპერგლობულინემია, მონო- და პოლიკლონალური გამაპათია

ჰიპოპროტეინემია – საერთო ცილის დაქვეითებული დონე

ცილის დაქვეითებული სინთეზით განპირობებული

  • საკვებით არასაკმარისი ცილის მიღება (შიმშილი, პანკრეატიტი, ენტეროკოლიტი, სიმსივნეები, ოპერაციული ჩარევები)
  • მალაბსორბციის სინდრომი
  • ღვიძლის  დაავადებები (ციროზი, ჰეპატიტი, კარცინომა, სიმსივნური მეტასტაზები ღვიძლში, ტოქსიკური დაზიანება

ცილის მომატებული დაკარგვა

  • მწვავე და ქრონიკული სისხლდენა, ნეფროზული სინდრომი, გლომერულონეფრიტი, მასიური დამწვრობები

ცილების გაძლიერებული კატაბოლიზმი

  • ხანგრძლივი ჰიპერთერმია
  • ტრავმები
  • თირეოტოქსიკოზი
  • თერმული დამწვრობები და დამწვრობითი დაავადება
  • ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა
  • ონკოლოგიური დაავადებები

ცილების გადანაწილება

  • ცილების სისხლძარღვოვანი კალაპოტიდან გადმოსვლა და ექსუდატისა და ტრანსუდატის წარმოქმნა

ჰიპერჰიდრატაცია

  • სისხლის შემცვლელების მასიური გადასხმა

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.