ძილის აპნოე

ძილის აპნოე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ძილის აპნოე ძილის დარღვევის ერთერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. აპნოე გრძელდება 10 წამზე მეტ ხანს, ხშირად აღინიშნება 20-30 წამი, მძიმე შემთხვევებში კი შესაძლოა აპნოეს ხანგრძლივობამ 2-3 წუთამდეც გასტანოს და ღამის ძილის საერთო დროის 60% დაიკავოს.

აპნოეს ფორმები

განასხვავებენ აპნოეს ობსტრუქციულ,  ცენტრალურ და შერეულ ფორმებს.
ობსტრუქციული აპნოეს განვითარებას განაპირობებს ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების შევიწროება ხახის მიდამოს კუნთების რელაქსაციის გამო.
ცენტრალური წარმოშობის აპნოე ვითარდება, როდესაც დარღვეულია სუნთქვის ცენტრალური (ღეროვანი) მარეგულირებელი მექანიზმები, თუმცა ცენტრალური წარმოშობის აპნოე ნორმაშიც გვხვდება, ხშირად ჩაძინებისას და სწრაფი ძილის ფაზაში, თუმცა ჯანმრთელ პირებში არ ახლავს პათოფიზიოლოგიური და კლინიკური გამოვლინებები.

რისკ-ფაქტორები

ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება მამრობითი სქესი, ჭარბი წონა, ადენოიდების ჰიპერტროფია, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის, სედატიური საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების მოხმარება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ანატომიური პრობლემის ან ალერგიის გამოვლინებების გამო.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ძილის აპნოესათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • დღისით მომატებული ძილიანობა (ჰიპერსომნია)
  • ხმამაღალი ხვრინვა, რომელიც უფრო აღინიშნება ობსტრუქციული ფორმის დროს
  • ძილის დროს სუნთქვის შეჩერება, რისი შემჩნევაც ხდება გვერდით მყოფი პირის მიერ
  • ღამით გამოღვიძების ეპიზოდები ქოშინის თანხლებით, რაც უფრო მიუთითებს ცენტრალური ეტიოლოგიის აპნოეზე
  • გამოღვიძებისას პირის სიმშრალე და ყელის ტკივილი
  • დილის თავის ტკივილები
  • ინსომნია
  • ყურადღებისა და მეხიერების  პრობლემები
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება და მიუხედავად ღამის ერთი შეხედვით „სრულყოფილი“ ძილისა, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება

გართულებები

აპნოეს პერიოდში ხდება არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რის გამოც ობსტრუქციული აპნოე  წარმოადგენს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკფაქტორს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია (ავადმყოფთა 40-90% შემთხვევებში), გულის იშემიური დაავადება, ინსულტი,  ფილტვისმიერი ჰიპერტენზია მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობით.
ბავშვებში არანამკურნალებ შემთხვევებში აღინიშნება მომატებული აქტიურობა და ხშირად ისმება ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზი.

დიაგნოსტიკა

ძილის აპნოეს დიაგნოსტირება ხდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომებისა და სადიაგნოსტიკო ტესტების მეშვეობით, როგორიცაა პოლისომნოგრაფია.

მკურნალობა

ძილის აპნოეს მკურნალობა მოიცავს:

  • ცხოვრების წესის შეცვლას (წონის კლება, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის შემცირება და ა.შ. )
  • თერაპიული მოწყობილობების გამოყენებას (სასუნთქ გზებში დადებითი წნევის შემქმნელი აპარატები, ყბის ოერთეზები – ფიქსატორები)
  • მედიკამენტოზურ მკურნალობას (დამოკიდებულია აპნოეს ტიპზე და თანმხლებ დაავადებაზე)
  • ქირურგიულ ჩარევას, რაც მოიცავს: ადენოიდური ქსოვილების, რბილის სასის ნაწილის მოცილებას, სპეციალური იმპლანტების ჩადგმას რბილ სასაში, ყბის რეპოზიციას და ტრაქეოსტომიასაც კი.

ძილის აპნოე – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

😴 ძილის აპნოე – ძილის დარღვევის ერთერთი სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის შეჩერება
🕗 აპნოე გრძელდება 10 წამზე მეტ ხანს, ხშირად აღინიშნება 20-30 წამი, მძიმე შემთხვევებში კი შესაძლოა აპნოეს ხანგრძლივობამ 2-3 წუთამდეც გასტანოს და ღამის ძილის საერთო დროის 60% დაიკავოს
📌 განარჩევენ:
➡️ ობსტრუქციული აპნოე – განპირობებულია ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების შევიწროება ხახის მიდამოს კუნთების რელაქსაციის გამო
➡️ ცენტრალური აპნოე – ვითარდება, როდესაც დარღვეულია სუნთქვის ცენტრალური (ღეროვანი) მარეგულირებელი მექანიზმები
➡️ შერეული აპნოე
💊 ძილის აპნოეს მკურნალობა მოიცავს:
✅ ცხოვრების წესის შეცვლას (წონის კლება, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ალკოჰოლის შემცირება და ა.შ. )
✅ თერაპიული მოწყობილობების გამოყენებას (სასუნთქ გზებში დადებითი წნევის შემქმნელი აპარატები, ყბის ოერთეზები – ფიქსატორები)
✅ მედიკამენტოზურ მკურნალობას (დამოკიდებულია აპნოეს ტიპზე და თანმხლებ დაავადებაზე)
✅ ქირურგიულ ჩარევას, რაც მოიცავს: ადენოიდური ქსოვილების, რბილის სასის ნაწილის მოცილებას, სპეციალური იმპლანტების ჩადგმას რბილ სასაში, ყბის რეპოზიციას და ტრაქეოსტომიასაც კი
💬 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი ძილის აპნოეს შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3azUm5y
#ძილისაპნოე #აპნოე #სუნთქვისშეჩერება #სუნთქვისშეჩერებაძილში #ძილისაპნოესმიზეზები #ძილისაპნოესრისკფაქტორები #ძილისაპნოესნიშნები #ძილისაპნოესკლინიკურისურათი #ძილისაპნოესგართულებები #ძილისაპნოესდიაგნოსტიკა #ძილისაპნოესმკურნალობა #ობსტრუქციულიაპნოე #ცენტრალურიაპნოე #შერეულიაპნოე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია
#გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

___________________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები