მკურნალობა უცხოეთში


როგორ შევარჩიოთ ბოთლი

უდავოა, რომ ბავშვისთვის იდეალურ საკვებს დედის რძე წარმოადგენს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც საჭირო ხდება ბავშვის ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე გადაყვანა. ერთადერთი საშუალება ასეთ შემთხვევაში ბავშვის ბოთლიდან გამოკვებაა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ბოთლის სწორად შერჩევა.

ბოთლის შერჩევისას უნდა გვახსოვდეს ორი ძირითადი რამ: უნდა იყოს უსაფრთხო და მოსახერხებელი როგორც ბავშვისათვის, ისე დედისთვის.

ბოთლის მასალა

ბოთლები შესაძლებელია დამზადებული იყოს შუშის ან პლასტმასისაგან. თითოეულს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

შუშის ბოთლი:

<< ბავშვის შუშის ბოთლები ,,ამაზონზე”:

დადებითი მხარეები

    • უფრო გამძლეა
    • იტანს სტერილიზაციასა და მაღალ ტემპერატურას
    • იოლად ირეცხება

უარყოფითი მხარეები

    • მნიშვნელოვნად მძიმეა, რის გამოც ბავშვისათვის ძნელია დამოუკიდებლად დაჭერა
    • შესაძლებელია გატყდეს

პლასტმასის ბოთლი:

<< ბავშვის პლასტმასის ბოთლები ,,ამაზონზე”:

დადებითი მხარეები

    • არ ტყდება
    • მცირე მასისაა

უარყოფითი მხარეები

    • ნაკლებად გამძლეა
    • დროთა განმავლობაში ბოთლის კედლები იცვლის ფერს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბოთლის გამოცვლა

ბოთლის ფორმა

დღეისათვის ბევრი სხვადასხვა ფორმის ბოთლი არსებობს, როგორც სწორი, ისე ბოთლები მოხრილი სარქველით. ამ უკანასკნელის შექმნისას მწარმოებლებმა ბავშვის ინტერესები გაითვალისწინეს, თუმცა მოვლის თვალსაზრისით დედებისათვის სწორი ბოთლი ბევრად მოსახერხებელია. როდესაც ბავშვი დაიწყებს დამოუკიდებელი კვების მცდელობას, უმჯობესია შეარჩიოთ ბოთლი, რომელიც შუა ნაწილშია შევიწროებული.

რაც შეეხება ბოთლის ყელს, აქაც პრაქტიკული კუთხით, მოვლის თვალსაზრისით უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ფართოყელიანი ბოთლებს, ამასთან ასეთ ბოთლებს ნაკრებში მოყვება დიდი ზომის საწოვარები, რაც ასევე ქმნის ბუნებრივი კვების მსგავს პირობებს პატარასათვის. დღეისათვის აწარმოებენ ასევე ვიწროყელიან ბოთლებს მოსახსნელი ძირით, რაც აიოლებს მათ გარეცხვას.

ანტიკოლიკური დაცვა

ყველაზე დიდი უსიამოვნება ბოთლიდან კვების დროს ჰაერის გადაყლაპვაა, რაც აპროვოცირებს კოლიკასა და ამოქაფებას. დღეისათვის მწარმოებლები გვთავაზობენ ბოთლებს ანტიკოლიკური დაცვით, რასაც უზრუნველყოფს ვენტილაციური ან სარქვლოვანი სისტემა, უშლის რა ხელს ჰაერის ბუშტუკების მოხვედრას კუჭში.

Dr. Brown’s Original Bottle Newborn Feeding Set - დოქტორ ბრაუნის ორიგინალური ბოთლების კომპლექტი ახალშობილის კვებისათვის ,,ამაზონზე”:

ბოთლის საწოვარა

ბოთლის საწოვარის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ზომა და ნახვრეტების რაოდენობა. თუ ხვრელი ზედმეტად დიდია, ბავშვი სწრაფად წოვს, არ ატანას ძალას და შედეგად შერეული კევბის დროს შესაძლოა უარი თქვას ძუძუთი კვებაზე. და პირიქით, თუ ნახვრეტი საკმაოდ წვრილია, თქვენს პატარას დიდი ძალისხმევა სჭირდება  და საბოლოოდ შეიძლება მობეზრდეს და მშიერი დარჩეს. საწოვარას ხვრელის ზომა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და ასევე საკვების სისქეზე.

რაც შეეხება საწოვარას მასალას, გამოიყენება ლატექსი და სილიკონი.

<<  სილიკონის საწოვარა ,,ამაზონზე”: >>
<< ლატექსის საწოვარა ,,ამაზონზე”: >>

ლატექსის საწოვარა ნატურალური მასალისგან არის დამზადებული, შეიცავს ცილებს, ამიტომ ახასიათებს ალერგიული აქტივობა. ასევე შედარებით რბილია, ხანგრძლივი წოვისას ჯირჯვდება და იცვლის ფორმას, უჩნდება მიკრონახეთქები, ამიტომ მუდმივად უნდა შევამოწმოთ საწოვარას მთლიანობა.


სილიკონის საწოვარა შედარებით მაგარია, ინერტული მასალისაგანაა დამზადებული, რის გამოც არ იწვევს ალერგიურ რეაქციას, არ შედის ნერწყვთან ქიმიურ კონტაქტში, არ იცვლის ფორმას.

პედიატრები გვირჩევენ კბილების ამოსვლამდე  სილიკონის, შემდეგ კი ლატექსის საწოვარა გამოვიყენოთ.

ბოთლის მოცულობა

ახალშობილისათვის გამოდგება 100-150 მლ-იანი ბოთლები, უფროსი ასაკისათვის კი 250-260მლ. უფრო მოსახერხებელია გამოვიყენოთ ბოთლი, რომელზეც არის შკალა მილილიტრებშიც და გრამებშიც. 

მწარმოებელი ფირმა

ბოთლის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ცნობილ მწარმოებლებს, რომელთა ლაბორატორიებშიც ხდება პროდუქციის უსაფრთხოების შემოწმება.

სასარგებლო რჩევები

  • ახალი ბოთლი აუცილებლად უნდა გასტერილდეს, სტერილიზატორის არარსებობის შემთხვევაში, ადუღეთ დეტალები 5-7 წუთის განმავლობაში

  • ბოთლი გარეცხეთ აუცილებლად სპეციალური ბოთლის სარეცხი ჯაგრისით, რომელსაც შეცვლით ყოველ 3-4 თვეში ერთხელ

  • შეამოწმეთ, საიმედოდაა თუ არა საწოვარა მორგებული ბოთლის ყელს. ინტენსიური შენჯღრევისას სითხე არ უნდა ჟონავდეს

  • თუ ბავშვს დამოუკიდებლად სურს წოვა, შეგიძლიათ შეიძინოთ ბოთლები მოსახსნელი სახელურებით

  • ყურადღება მიაქციეთ მილიმეტრების შკალას. უმჯობესია იყოს ამოტვიფრული, რადგან საღებავის შემთხვევაში ხშირი გამოყენებისას შესაძლოა წარწერა გაფერმკრთალდეს.

  • ასევე დღეისათვის ხელმისაწვდომია ბოთლები ტემპერატურის ინდიკატორით, რომელიც გამცნობთ, რომ  ბოთლში საკვები ბავშვისათვის ოპტიმალური ტემპერატურისაა.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

Comments are closed.

vaka