უმადობა ბავშვებში
საკვებისადმი გულგრილი დამოკიდებულება შესაძლოა ბავშვის პიროვნული თავისებურება იყოს, მაგრამ ზოგჯერ ორგანიზმში არსებულ დისბალანსზე მიუთითებს ხოლმე. ბავშვის მადაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, განსაკუთრებით კი ნერვული და კუჭ-ნაწლავის სისტემები. ცენტრალური ნერვული სისტემა გახლავთ შიმშილის და დანაყრების პროცესების მთავარი მარეგულებელი, გარდა ამისა ის გასტრონომიულ გემოვნებაზეც ახდენს გავლენას. ასე მაგალითად, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ორგანიზმში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც ამაღლებს გამძლეობას სტრესისადმი) რაოდენობას