ფსორიაზი და მისი მკურნალობა

ფსორიაზი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ფსორიაზიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3
ფსორიაზის დროს გამოსაყენებელი დანამატები
შამპუნები ფსორიაზის დროს
კრემები ფსორიაზის დროს
ტანის დასაბანი საშუალებები ფსორიაზის დროს 


ფსორიაზი (psoriasis) – კანის ავტოიმუნური ანთებითი დაავადება, ქრონიკული დერმატოზი, რომელიც მიმდინარეობს კანის, ზოგჯერ კი სახსრებისა და ფრჩხილების დაზიანებით; გადამდები არაა.
ფსორიაზი კანის ერთ-ერთი  ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მიეკუთვნება ქრონიკულ დაავადებებს, მიმდინარეობს წლების განმავლობაში, რეცივიდებისა და რემისიების მონაცვლეობით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ცნობილი არ არის. განსაკუთრებით გავრცელებულია ფსორიაზის წარმოშობის ვირუსული, მემკვიდრეობითი, ნევროგენული თეორიები. პათოგენეზში გარკვეული როლი ენიჭება იმუნოლოგიურ, ფერმენტაციულ და სხვა ბიოქიმიურ დარღვევებს. დაავადება აღინიშნება ნებისმიერ ასაკში; არაკონტაგიოზურია.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ტიპიურ შემთხვევებში ხასიათდება მონომორფული პაპულოზური გამონაყრის გაჩენით, რომელიც ლოკალიზებულია ძირითადად კიდურების გამშლელ ზედაპირზე (განსაკუთრებით იდაყვზე და მუხლებზე), ტანზე, თავის თმიან ნაწილზე.
წარმოადგენს დიამეტრით 2 – 3 მმ – დან 1 – 2 სმ – მდე, ვარდისფერი – წითელი ფერის მრგვალი მოხაზულობის, მკვეთრად შემოსაზღვრულ პაპულებს, რომლებიც მცირედ სცილდებიან კანის ზედაპირს, დაფარულნი არიან ვერცხლისფერ – თეთრი ქერქებით.
პაპულების წაფხეკისას ვლინდება 3 დიაგნოსტიკური ფენომენი: 1. სტეარინული ლაქა; 2. ტერმინალური აპკები; 3. სისხლიანი ცვარი. პაპულები გამოირჩევიან ექსცენტრული ზრდით, რაც იწვევს ბალთების წარმოქმნას, რომლებიც ერწყმიან დაზიანების ფართო უბნებს.
ფსორიაზისათვის დამახასიათებელია კებნერის ფენომენი (იზომორფული რეაქციის სიმპტომი), როდესაც ტრავმის ან ნაკაწრის ადგილზე ჩნდება დაავადებისათვის დამახასიათებელი ფსორიაზული პაპულები. ფსორიაზის მიმდინარეობაში განასხვავებენ შემდეგ სტადიებს:

  • პროგრესირებადი
  • სტაციონარული
  • რეგრესული

პროცესის პროგრესირების დროს პაპულების ირგვლივ ჩნდება წითელის ფერის არშია, მატულობს ახალი გამონაყარი; კებნერის ფენომენი (იზომორფული რეაქცია) დადებითია, სუბიექტურად აღინიშნება ქავილი.

სტაციონარული პერიოდი

სტაციონარულ პერიოდში ახალი ელემენტები არ ჩნდება; კანზე უკვე არსებული პაპულები აღარ მატულობენ.
პროცესის რეგრესირებისათვის დამახასიათებელია შეფერვის ინტენსივობის შესუსტება, გამონაყრის გაწოვა;
ბალთების გაწოვა ჩვეულებრივ იწყება ცენტრალური ნაწილიდან, რის გამოც ფსორიოზული ელემენტები იძენენ რგოლისებრ ან გირლანდისებურ ფორმას.
გამომშრალი გამონაყრის ადგილებზე რჩება დროებითი დეპიგმენტაცია (ფსევდოლეიკოდერმია). არასრული რემისიის პერიოდებში კანის საფარველის ცალკეულ უბნებზე შესაძლებელია დარჩეს ერთეული ,,მორიგე ბალთები”.

კლინიკური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ფსორიაზის რამდენიმე სახესხვაობას.

ექსუდაციური ფსორიაზი

არაიშვიათად წარმოიქმნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში და გამოირჩევა გამოხატული შეშუპებითა და ფსორიაზული პაპულების სიმკვეთრით, მათ ზედაპირზე მოყვითალო ფერის ქერქებ – ქერცლების წარმოქმნით, ექსუდატით გაჟღენთის გამო. ფსორიაზის განსაკუთრებით მძიმე სახესხვაობაა ფსორიაზული ერითროდერმია და ართროპათიული ფსორიაზი.

ფსორიაზული ერითროდერმია

დროს პათოლოგიურ პროცესში ჩართულია მთლიანი (ან თითქმის მთლიანი) კანის საფარველი. კანი გაჭიმულია, უხეში, ინფილტრირებული, წითელი ფერის, უხვი მსხვილი და წვრილპლასტური აქერცვლით ზედაპირზე.
აღინიშნება ლიმფური კვანძების გადიდება, სუბფებრილური ტემპერატურა; ირღვევა ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, აღინიშნება ცვლილებები სისხლში (ლეიკოციტოზი, ედსის მომატება), შარდში (პროტეინურია). ერითროდერმიის განვითარებას ხელს უწყობს არარაციონალური, გამაღიზიანებელი თერაპია ფსორიაზის პროგრესირების სტადიაში.

ართროპათული ფსორიაზი

ხასიათდება უპირატესად მტევნისა და ტერფის წვრილი სახსრების დაზიანებით, იშვიათად სხივ – მაჯის, ტერფ – წვივის, მალთაშორისი და სხვ. თან ახლავს მკვეთრი ტკივილი და სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და დეფორმაციები.
რენტგენოლოგიურად ვლინდება ხელის თითების დისტალური ფალაგების ლიზისი და სახსრების ცლილებები. სისხლშილეიკოციტოზი, ედსის მომატება, ჰიპერგამაგლობულინემია. სახსრების დაზიანება შესაძლოა შერწყმული იყოს კანის დაზიანებასთან, ან დარჩეს იზოლირებული მრავალი წლის განმავლობაში.
ყველა ამ ფორმის დროს შესაძლებელია ფრჩხილების დაზიანება, მათი შემღვრევა და გასქელება, ონიქოგრიფოზის განვითარებამდე. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული ტალღისებური მიმდინარეობა.
ფსორიაზს ახასიათებს პროცესის სეზონურობა – გაუარესება ზამთრის პერიოდში, და მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ზაფხულობით (ზამთრის ტიპი) და იშვიათად – პირიქით (ზაფხულის ტიპი).
ფსორიაზის ტიპიური კლინიკური სურათის დროს დიაგნოსტირება რთული არ არის. დამახასიათებელია ფსორიოზული ტრიადა: (სტეარინული ლაქა, ტერმინალური აპკები, წერტილოვანი სისხლდენა). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პაპულოზურ სიფილისთან.

მკურნალობა

დიეტა ცხოველური ცხიმების და ნახშირწყლების გამორიცხვით, ცხარე საკვების, ალკოჰოლის აკრძალვა. ფსორიაზის პროგრესირების სტადიაში – ანტიჰისტამინური პრეპარატები და ჰიპომასენსიბილიზირებელი საშუალებები;
სტაციონარულ სტადიაში – ავტოჰემოთერაპია, ულტრაიისფერი დასხივება. ასევე, კურორტული მკურნალობა, მზის აბაზანები და ზღვაში ბანაობა. უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ფოტოქიმიოთერაპია, ჰემოსორბცია, პლაზმაფერეზი. ანისა და ვენერიული დაავადებები 


ფსორიაზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ფსორიაზი – კანის ავტოიმუნური ანთებითი დაავადება, ქრონიკული დერმატოზი, რომელიც მიმდინარეობს კანის, ზოგჯერ კი სახსრებისა და ფრჩხილების დაზიანებით
🔎 ფსორიაზის მიმდინარეობაში განასხვავებენ შემდეგ სტადიებს:
➡️ პროგრესირებადი – პაპულების ირგვლივ ჩნდება წითელის ფერის არშია, მატულობს ახალი გამონაყარი;
➡️ სტაციონარული – ახალი ელემენტები არ ჩნდება. კანზე უკვე არსებული პაპულები აღარ მატულობენ. დამახასიათებელია შეფერვის ინტენსივობის შესუსტება, გამონაყრის გაწოვა;
➡️ რეგრესული;
👉 გადადი ლინკზე და შეიტყვე მეტი ფსორიაზის შესახებ – https://bit.ly/3yXmfNH
#ფსორიაზი #ფსორიაზისსიმპტომები #ფსორიაზისნიშნები #ფსორიაზისსახეები #ფსორიაზისსტადიები #ფსორიაზისმკურნალობა #ვულგარულიფსორიაზი #ფსორიაზულიერითროდერია #ინვერსიულიფსორიაზი #გუტატურიფსორიაზი #პუსტულარულიფსორიაზი #ექსუდაციურიფსორიაზი #ართროპათულიფსორიაზი #ფსორიაზისაწყისეტაპზე #ფსორიაზისტიპები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

სოც ქსელები: 1 ,

FB-Page
FB-group