ფსორიაზი (ქიცვისებრი ლიქენი)

ფსორიაზი ( ქიცვისებრი ლიქენი)
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფსორიაზი (ქიცვისებრი ლიქენი) – დაუდგენელი ეტიოლოგიის  ქრონიკული მორეციდივე დერმატოზი, რომლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს პაპულები (ფოლაქები);
ხასიათდება ფსორიოზული ტრიადით. ქრონიკული, ჩვეულებრივ მორეციდივე დაავადებაა. გვხვდება საკმაოდ ხშირად. ეტიოლოგია უცნობია. დაავადება შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ხშირად 15 – 25 წლის განმავლობაში.


ფსორიაზის (ქიცვისებრი ლიქენის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

♦ ომეგა-3
♦ ფსორიაზის დროს გამოსაყენებელი დანამატები
♦ შამპუნები ფსორიაზის დროს
♦ კრემები ფსორიაზის დროს
♦ ტანის დასაბანი საშუალებები ფსორიაზის დროს


სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება იწყება მწვავედ, ჯანმრთელ კანზე ღია ვარდისფერი, ქინძისთავის ზომიდან ოსპის ზომით დამთავრებული, წვრილი, კვანძოვანი ელემენტების გაჩენით, რომლებიც სწრაფად იფარებიან ვერცხლისფერი – თეთრი ქიცვებით.
იზრდებიან რა პერიფერიისკენ, კვანძები ხშირად ერთმანეთს ერწყმიან, წარმოქმნიან საკმაო სიდიდის მსხვილკუწუბისებური მოხაზულობის კერებს. ცალკეულ შემთხვევებში დაზიანება ატარებს უნივერსალურ ხასიათს, ვითარდება ფსორიაზული ერითროდერმია.
ფსორიაზის დროს ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა კიდურების გამშლელი ზედაპირები, განსაკუთრებით იდაყვის და მუხლის სახსრების მიდამოები, თავის თმიანი ნაწილი.

ფსორიაზის სტადიები

განარჩევენ დაავადების მიმდინარეობის 3 სტადიას: პროგრესული, სტაციონალური, რეგრესული.
პროგრესულ სტადიაში ხდება ახალი გამონაყრის გაჩენა და უკვე არსებულის ზომებში გაზრდა. ნაკაწრების ადგილებში ასევე ჩნდებიან გამონაყრის ელემენტები.
სტაციონალურ სტადიაში ხდება პროცესის სტაბილიზაცია, გამონაყრის ახალი ელემენტები არ ვითარდებიან.
რეგრესულ სტადიაში ხდება ელემენტების უკუგანვითარება.

დიაგნოსტიკა

ფსორიაზის დიაგნოსტიკაში აფხეკის მეთოდით შესაძლებელია ე.წ ფსორიაზული ტრიადის აღმოჩენა, ე.ი ფსორიაზისთვის ძალიან დამახასიათებელი 3 სიმპტომი: სტეარინული ლაქის სიმპტომი, რომლის დროსაც ქერცლები, რომლებიც ფარავენ გამონაყრის ელემენტს, იშლებიან წვრილ ნაწილებად, რომელიც მოგვაგონებენ კანზე დაცემული გამდნარი სტეარინის წვეთს.
შემდგომი აქერცვლის შემთხვევაში ვლინდება მსხვილი აპკის ფორმის ფოლაქის გლუვი ზედაპირი, ე.წ. ტერმინალური აპკის (ფირფიტის) სიმპტომი. ამ უკანასკნელის მოცილების შემდეგ ვითარდება წერტილოვანი სისხლდენის სიმპტომი სისხლიანი ნამის სახით.

რეციდივი

ფსორიაზის დროს, ფრჩხილები, მრავლობითი წერტილოვანი ჩაღრმავებების გამო, მოგვაგონებენ სათითეს. ფსორიაზის რეციდივები უხშირესად აღინიშნება შემოდგომა – ზამთრის პერიოდში (ზამთრის ფორმა), იშვიათად ზაფხულობით (ზაფხულის ფორმა).
ცალკეულ რეციდივებს შორის შუალედი ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე თვე. ფსორიაზული ერითროდერმია ხასიათდება კანის შეწითლებით, მისი შეშუპებით, ქავილით. ნაფხანებმა შესაძლოა ხელის შეუწყონ მეორადი ინფექციის განვითარებას.
ერთ – ერთ ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს ართროპათიული ფსორიაზი, როდესაც პროცესში, კანის გარდა, ერთვებიან სახსრები, უპირატესად მტევნების და ტერფების. ძლიერმა ტკივილებმა, მადეფორმირებელმა პოლიართრიტმა, შემდგომში ანკილოზებმა შესაძლოა გამოიწვიონ ინვალიდობა.

ფსორიაზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ფსორიაზი (ქიცვისებრი ლიქენი) – დაუდგენელი ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე დერმატოზი, რომლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს პაპულები (ფოლაქები)
⭕️ დაავადება იწყება მწვავედ, ჯანმრთელ კანზე ღია ვარდისფერი, ქინძისთავის ზომიდან ოსპის ზომით დამთავრებული, წვრილი, კვანძოვანი ელემენტების გაჩენით, რომლებიც სწრაფად იფარებიან ვერცხლისფერი – თეთრი ქიცვებით

🔎 განარჩევენ დაავადების მიმდინარეობის 3 სტადიას:
➡️ პროგრესული – ხდება ახალი გამონაყრის გაჩენა და უკვე არსებულის ზომებში გაზრდა
📎 ნაკაწრების ადგილებში ასევე ჩნდებიან გამონაყრის ელემენტები;
➡️ სტაციონალური – ხდება პროცესის სტაბილიზაცია, გამონაყრის ახალი ელემენტები არ ვითარდებიან;
➡️ რეგრესული – ხდება ელემენტების უკუგანვითარება
👉 შეიტყვეთ მეტი ფსორიაზის მიმდინარეობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3wzyEqL
#ფსორიაზი #რაარისფსორიაზი #ფსორიაისმიზეზები #რაიწვევსფსორიაზს #ფსორიაზისნიშნები #ფსორიაზისსიმპტომები #ფსორიაზისსტადიები #ფსორიაზისდიაგნოსტიკა #ფსორიაზსიმკურნალობა #ფსორიაზისრეციდივი #ოჯახურიისტორია #სიმსუქნე #მოწევა #ფიზიკურისტრესი #ემოციურისტრესი #აივინფექცია #მორეციდივესტრეპტოკოკი #ქიცვისებრილიქენი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

გამოგვყევით სოც. ქსელებში: 1 ,