როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? – მომხმარებლის რეგისტრაცია

თურმანიძის მალამო

როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? – მომხმარებლის რეგისტრაცია

გაიარეთ რეგისტრაცია ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონის” – ის ვებ-გვერდზე; საამისოდ:

1. შედით ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონის” ვებ-გვერდზე www.amazon.com 

2. მაუსი მიახლოვეთ მარჯვნივ წარწერას Your Account

3. ჩამოშლილ ფანჯარაში დააკლიკეთ Start here -ზე:

რეგისტრაცია ამაზონზე

4. გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ:

თქვენი სახელი,  გვარი (როგორც პირადობაში გიწერიათ)
ელფოსტის მისამართი – იგულისხმება ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ შექმნილი ელექტრონული ფოსტა შექმენით ის, რათა გაიაროთ რეგისტრაცია. (არ აქვს მნიშვნელობა რომელ მისამართზე შექმნით ფოსტას, მაგ: mail.ru, gmail.com, yahoo.com თუ სხვა).  გარდა რეგისტრაციისა, მომავალში ელექტრონული ფოსტაზე მოგივათ გზავნილი ნივთის შეძენის, თანხის ჩამოჭრისა და შენაძენის შესახებ.

შეიყვანეთ პაროლი (არანაკლებ 6 სიმბოლიანი და ძლიერი)
განმეორებით ჩაწერეთ პაროლი
დააკლიკეთ ღილაკზე Creat  your Amazon account (თქვენი Amazon ანგარიშის შექმნა)



ამის შემდეგ  ,,ამაზონიდან” თქვენს ელ.ფოსტაზე მიიღებთ სპეციალურ კოდს, რომელსაც აკოპებთ, ჩაწერთ ცარიელ ველში და აკლიკებთ ღილაკზე Verify და ამით თქვენი რეგისტრაცია ,,ამაზონზე” დასრულებულია.


შემდეგ ეტაპზე, რაც უკვე აუცილებელია ნივთის შესაძენად, მოგიწევთ შეავსოთ საბანკო ბარათის მონაცემები და მისამართი. ამისათვის მაუსი მიიტანეთ მარჯვენა ზედა კუთხეში ისრით მითითებულზე

და გამოსულ ფანჯარაში დააკლიკეთ  Account -ზე.

გადახვალთ განყოფილებაში Your Account.

აქ მარცხენა ნაწილში დააკლიკეთ Your Payments -ზე; გადახვალთ თქვენი გადახდის ოპციებზე.

გამოსულ ფანჯარაში მოძებნეთ დააკლიკეთ ღილაკზე – Add a crdit or debit card და შეავსეთ ბარათის მონაცემები


მომდევნო ეტაპი მისამართის დამატებაა, ამისათვის შედიხართ კვლავ განყოფილებაში Your Account და აკლიკებთ  Your addresses -ზე:



გამოსულ ფანჯარაში უნდა ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი (ლათინური ასოებით),  ასევე მისამართი,  რომელსაც მოგანიჭებთ გადამზიდი კომპანია  მათთან დარეგისტრირებისას. ბოლოს დააკლიკებთ ქვევით ღილაკზე Add address

ამაზონს შეკვეთა მიაქვს გადამზიდი კომპანიის ამერიკულ მისამართზე და შემდეგ უკვე გადამზიდს ჩამოაქვს საქართველოში, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ – ამანათის წონის ან მოცულობის მიხედვით. გადამზიდ კომპანიას ირჩევთ თქვენი სურვილით და რეგისტრირდებით მის Web-გვერდზე.  აქვე ავღნიშნავთ, რომ მეტი  დაცულობისათვის, სასურველია აიღოთ ცალკე ბარათი ონლაინ შესყიდვებისათვის.


აქვე გთავაზობთ საინტერესო ვიდეოს: – როგორ გამოვიწეროთ ამაზონიდან? როგორ ავარჩიოთ სწორად გამყიდველი, ვისგან ვიყიდოთ? იხ.:   https://www.youtube.com/watch?v=30-6KUTxFF4

♦ როგორ გავყიდოთ ქართული საქონელი ,,ამაზონზე”

.

Share this...Share on Facebook
Facebook