მკურნალობა უცხოეთში


ბანდაჟი (ფრანგული სიტყვიდან bandage – შესახვევი) – ელასტიკური შემოსაკრავი სხეულის ნაწილებისათვის სასურველი მდგომარეობის მისაცემად, ან ფიქსაციისათვის.   ბანდაჟის მთავარი და ძირითადი ფუნქციაა  - სხეულის დაზიანებული ნაწილის ფიქსაცია, შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ასრულებს როგორც სამედიცინო, ასევე კოსმეტიკურ (მაკორეგირებელ) ფუნქციას.
(ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი)

ბანდაჟის სახეები. არსებობენ სხვადასხვა ზომის და ფორმის ბანდაჟი. თითოეული მათგანი განკუთვნილია გარკვეული უბნისათვის.

  1. საკეისროს შემდგომი ბანდაჟი
  2. მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი
  3. მშობიარობამდელი ბანდაჟი
  4. ბანდაჟი ორსულთათვის
  5. იდაყვის ბანდაჟი
  6. მუხლის ბანდაჟი
  7. მხრის ბანდაჟი
  8. მაჯის ბანდაჟი
  9.  ბანდაჟი მენჯ-ბარძაყის სახსრისათვის
  10. კისრის ბანდაჟი
  11. წვივ-ტერფის ბანდაჟი
  12. ზურგის ბანდაჟი
  13. ბანდაჟი საშვილოსნოს დაწევის დროს
  14. საზარდულის თიაქრის ბანდაჟი
  15. ჭიპის თიაქრის ბანდაჟი
  16. ჭიპის თიაქრის საბავშვო ბანდაჟი
  17. პოსტოპერაციული ბანდაჟი

რატომ უნდა ვატაროთ ბანდაჟი

გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, ბანდაჟებს ამზადებენ სხვადასხვა მასალისაგან; ისინი შეიძლება იყოს ტრიკოტაჟის, ელასტიურები, ან მეტალის ჩანართებით. მათი ძირითადი დანიშნულებაა – შეამსუბუქოს ტკივილი სხვადასხვა დაავადების დროს, აღადგინოს ორგანოს ან სახსრის ფუნქცია მოტეხილობების, დაჭიმულობისა და ანთებითი პროცესების შემდეგ, თავიდან აგვაცილოს სხეულის ნაწილების დეფორმაციები სხვადასხვა პათოლოგიების დროს; ასევე ხელი შეუწყოს ორგანიზმს ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცხოვრების ჯანმრთელი წესისკენ დასაბრუნებლად.

..

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?>>>  
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? >>> 
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

 

 

Comments are closed.

vaka