ბანდაჟი სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს

ბანდაჟი სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროსბანდაჟი სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს – ეს არის სპეციალიზირებული ელასტიკური თეთრეული, კონსტრუქტირებული იმ გათვლით, რომ სწორი ნაწლავი სტაბილურად დაფიქსირდეს და არ შეეძლოს გარეთ გამოვარდნა. ამას ხელს უწყობს რბილი აპლიკატორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ნაწლავის საჭირო ადგილზე გაჩერებას.

გარეგნულად ბანდაჟი ცოტათი განსხვავდება ჩვეულებრივი ქვედა თეთრეულისგან, რაც მის ტარებას უფრო კომფორტულს ხდის. ის იქმნება ქსოვილისგან, რომელიც სრულიად შეესაბამება სამედიცინო ჩვენებებს.

ისევე როგორც სხვა ბანდაჟები შინაგანი ორგანოების დაწევისთვის, სწორი ნაწლავის დამჭერი ბანდაჟიც ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ. რა თქმა უნდა, ეს არ არის პანაცეა – თუ დაავადება საკმაოდ შორსწასულია, აუცილებელია მედიკამენტოზური ან ქირურგიული ჩარევა. მაგრამ, ქალებსა და მამაკაცებში სწორი ნაწლავის გამოვარდნის ადრეულ სტადიებზე მისი ეფექტურობა მთლიანად დამტკიცებულია. სწორი ნაწლავის გამოვარდა შეიძლება მოხდეს ბევრი მიზეზით, მათგან აღსანიშნავია:

  • ხშირი ყაბზობა
  • მშობიარობა
  • ნევროლოგიური დაავადებები
  • მძიმე ფიზიკური შრომა
  • ნაწლავის ინფექციური დაავადებები
  • მენჯის ფსკერის კუნთების დაზიანება
  • გენეტიკური (მემკვიდრეობითი) წინასწარგანწყობა.

უშუალოდ შინაგანი ორგანოების დამჭერი ბანდაჟი (კერძოდ სწორი ნაწლავის) არის ოპტიმალური გზა, რომელიც გამოიყენება ამ უსიამოვნო დაავადების კონსერვატიული მკურნალობისას, რომელიც იწვევს უამრავ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემას.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი დიაგნოზი როგორიცაა სწორი ნაწლავის გამოვარდნა, გვხვდება საკმაოდ იშვიათად, მას თვლიან მძიმე დაავადებად (ბოლო სტადიებზე). გვხვდება როგოც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც. უმეტეს შემთხვევაში ავადმყოფი კარგავს შრომისუნარიანობას.

ქალებში გვხვდება ასევე – რექტოცელე – დაავადება, რომელიც განპირობებულია სწორი ნაწლავის წინა კედლის საშოში გამობერვით. დაავადება ხშირია მოხუცებულობით ასაკში. ვითარდება უკანა ტანის ამწევი კუნთების კონის გაცალკევებითა და სწორნაწლავ – საშოს ძგიდის ქსოვილების დასუსტების შედეგად.

ბანდაჟი სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს ეხმარება ნეგატიური გამოსავალის თავიდან აცილებაში – დამაფიქსირებელი თეთრეულის დროული ტარება ამცირებს დაავადების შემდგომი განვითარების, ან მისი რეციდივის რისკს. ბანდაჟის შეძენამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.    იხ. ბანდაჟი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


 

Share this...Share on Facebook
Facebook