პოსტოპერაციული ბანდაჟი ბავშვებისთვის

პოსტოპერაციული ბანდაჟი ბავშვებისთვის

საბავშვო პოსტოპერაციული ბანდაჟი რეკომენდებულია ქირურგული ჩარევის შემდგომი სარეაბილიტაციო პროცესების შესამსუბუქებლად.

გამოყენების ჩვენება:

  • მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ბავშვის აღდგენის პერიოდის გამარტივება და დაჩქარება.
  • თიაქრის და სხვა პოსტოპერაციული გართულებების განვითარების თავიდან აცილება.
  • მუცლის კუნთების დაცილების ნიშნების კლინიკური გამოვლენა.
  • მუცლის წინა კედლის სისუსტის გამოხატული პათოლოგია.

წინააღდეგჩვენება:

  • კანზე „გაღიზიანების“ ნიშნების გამოხატული არსებობა, ჩირქგროვები, ასევე ღრმულები, ჭრილობები და კანის სხვა დაზიანებები ბანდაჟის ტარების სავარაუდო ადგილებში.
  • ალერგიული რეაქციები, ე.ი. ინდივიდუალური აუტანლობა იმ ნედლეულის, რომლისგანაც არის დამზადებული მოცემული საშუალება.
  • სხვა წინააღმდეგჩვენებები, რომლებიც გამოვლინდა პირადი მკურნალი სპეციალისტის მიერ ბავშვის სპეციალური დათვალიერების შემდეგ.

როგორ ჩავიცვათ და ვატაროთ ასეთი ბანდაჟი?

ბავშვისთვის ბანდაჟის შესაბამისი ვარიანტის შერჩევაში დაგეხმარებათ მკურნალი სპეციალისტი. ნაკეთობის ზომა ასევე შეირჩევა ექიმთან კონსულტაციის დროს.

ჩაცმა რეკომენდებულია მაქსიმალურად მოდუნებულ მდგომარეობაში, დაწოლილ მდგომარეობაში. სასურველია ბავშვის გაღვიძების შემდეგ მაშინვე. ამასთანავე, კონსტრუქციის ტარების დრო პრაქტიქულად არ არის შეზღუდული (ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით).

ოპერაციის შემდეგ საბავშვო ბანდაჟის შეძენა რეკომენდებულია პრაქტიკულად მაშინვე ქირურგიული ჩარევის შემდეგ ბავშვის სწრაფი აღდგენისთვის. მაშასადამე, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს რეაბილიტაციის პერიოდი და ბავშვის ორგანიზმის წინასწარი დაცვა შესაძლო ტრავმებისგან (ნაწიბურების გაგლეჯა, თიაქრის განვითარება და სხვა).

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

 

Share this...Share on Facebook
Facebook