ბარძაყის ფიქსატორი

ბარძაყის ფიქსატორი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ ბარძაყის ფიქსატორები და ბანდაჟები ,,ამაზონზე” >>


ბარძაყის ფიქსატორი მიეკუთვნება სამედიცინო ხასიათის ორთოპედიულ ნაკეთობას. მას ატარებენ სხვადასხვა დაჭიმულობების პროფილაქტიკისთვის  და სერიოზული ვარჯიშებისას მიღებული მოტეხილობების დროს, ან პოსტოპერაციულ პერიოდში სწრაფი აღდგენის მიზნით.

რისთვის არის საჭირო?

ბარძაყი ითვლება საკმაოდ მყიფე ადგილად. მისი მოტეხვა ძალიან ადვილია, ტრავმის მკურნალობა კი საჭიროებს წელიწადზე მეტ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბარძაყი საკმაოდ დიდი სახსარია, აუცილებელია მისი განსაკუთრებული მოვლა. თუ მიიღეთ ბარძაყის ტრავმა, მზად იყავით შეიძინოთ სპეციალური ბანდაჟი ან ფიქსატორი. დღეისათვის აფთიაქებში შესაძლებელია ამ პროფილაქტიკური და დამცავი საშუალებების ფართო ასორტიმენტის მოძებნა.
ექიმები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ უხეში ბანდაჟების სახეებს. მათ შეუძლიათ შეცვალონ თაბაშირი ან არტაშანი. არსებობს რბილი და უხეში ბანდაჟის და ფიქსატორების ტიპები.
თუ რომელი ავირჩიოთ, დამოკიდებულია ტრავმის სახესა და ექიმის რეკომენდაციაზე. ბარძაყის ფიქსატორი აუცილებელია შემდეგი კატეგორიის პაციენტებისთვის:

განმეორებითი ტრავმის მაღალი რისკით. ესენი ძირითადად არიან სპორტსმენები.

  • ბარძაყის სახსრის რთული აგებულებით.
  • ბარძაყის დიდი არის დაზიანების მქონე პაციენტები.
  • რბილი ხრტილოვანი ქსოვილების დროს, რომლებიც ერთმანეთთან ხორცდება და ნელა აღდგება.

ბარძაყის ფიქსატორები და ბანდაჟები მზადდება სხვადასხვა სახის. საჭიროა თითოეული მათგანის დაწვრილებით განხილვა.

1. ცალმხრივი უხეში ფიქსატორი

ასეთი ნაკეთობა შედგება 2 ნაწილისგან, რომელთაგან ერთი მაგრდება წელზე, მეორე კი ბარძაყზე. ნაწილებს ერთმანეთს შორის აქვთ სპეციალური კავი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მოძრაობის კორექტირება. ფეხის ნებისმიერი მოძრაობა გაკონტროლდება სწორედ ამ კავით. თითოეული პაციენტისთვის ასეთი ფიქსატორის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის მოცულობაზე. სწორი ფიქსატორის შეძენა შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ბარძაყის ასეთ ფიქსატორს იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:

  • ენდოპროტეზირების შემდეგ ან ოპერაციული ჩარევის აღდგენის დროს;
  • ბარძაყის მოტეხილობა ან ტრავმა, მყესების გაგლეჯა;
  • ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ან ცდომა.

მოცემული ფიქსატორის დახმარებით შესაძლებელია ბარძაყის სრული ან ნაწილობრივი მოსვენების მიღწევა. მისი ძირითადი ფუნქციები მდგომარეობს შემდეგში:

  • ამცირებს ძლიერ ტკივილებს, საიმედოდ აფიქსირებს სახსარს;
  • ამცირებს დატვირთვას დაზიანებულ ნაწილზე.

ასეთი ფიქსატორი დაკომპლექტებულია სამაგრებით, ქამრებით და სხვა დამატებითი მოწყობილობებით. ეს ყველაფერი კი საჭიროა ფიქსაციის ხარისხის რეგულირებისთვის.

2. ორმხრივი უხეში ფიქსატორი

მას იყენებენ ბარძაყის ყელის ოსტეოსინთეზის შემდეგ. ოპერაცია სერიოზულია, ამიტომ მის შემდეგ საჭიროა ფეხის სრული უმოძრაობა. მზადდება მეტალისგან ან მყარი პლასტმასისგან. ამგვარ ფიქსატორს ნიშნავს მხოლოდ ექიმი, ამიტომ არ ღირს მკურნალობის დამოუკიდებლად დანიშვნა და მისი შეძენა. აღდგენის მთლიანი პერიოდის განმავლობაში ფიქსატორი არ დაუშვებს მოტეხილობას ან ცდომას. იმისათვის, რომ ბარძაყში მუდმივად ცირკულირებდეს სისხლი, ფიქსატორი აღჭურვილია სპეციალური ლილვაკებით (გორგოლაჭებით), რომლებიც აკეთებენ მცირე მასაჟსაც. რბილი ქსოვილის ჩანართების გამო ბანდაჟი არ ეხახუნება კანს.

3. ბავშვის ფიქსატორები

მათ ექიმები უნიშნავენ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს. მისი დახმარებით შესაძლებელია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის და ცდომის გასწორება. საბავშვო ორთოპედიული ფიქსატორები იყოფა შემდეგ ტიპებად:

  • უხეში
  • უხეში დამატებითი ფიქსაციით
  • კომბინირებული
  • ქსოვილის ბანდაჟი.

ბარძაყის საბავშვო ფიქსატორი შეირჩევა ექიმის მიერ ზომისა და ძალის მიხედვით.

4. ბანდაჟი მსუბუქი ფიქსაციით

მზადდება მსუბუქი ელასტიური ქსოვილისგან. მისი წყალობით შეიძლება სისხლის მიწოდების გაუმჯობესება, სახსრის გახურება და ძლიერი ტკივილების შემცირება.

ასეთ ფიქსატორს იყენებენ:

  • დაზიანებების მკურნალობისთვის;
  • ფეხზე დიდი დატვირთვის დროს, კუნთების ანთების დროს;
  • დაჭიმულობებისას; კუნთის არასწორი მუშაობის გამოსასწორებლად.

ბანდაჟის დასამზადებელ მასალაში შედის რეზინი და პოლიურეთანი. დღეისათვის გაყიდვაში ბევრია ბამბისა და ტრიკოტაჟისგან დამზადებული ბანდაჟები. განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ნეოპრენისგან დამზადებული ბარძაყის ფიქსატორი. ის მიეკუთვნება საშუალო ხარისხის ფიქსატორებს. მისი ტარება შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით. ძირითადად, ასეთი ბანდაჟები კანს ეხმარება ისუნქოს და არ ეხახუნება მას. არ არის საჭირო მათი წინასწარ მოწყობა და შეიძლება დამოუკიდებლად ყიდვა.

ბარძაყის ნეოპრენის ფიქსატორი

ის იყიდება შორტების სახით, რომლებიც მოერგება ქალებსაც და მამაკაცებსაც. ასეთი ბანდაჟი კარგად იჭერს არა მხოლო ბარძაყს, ასევე დუნდულებსაც. ის ქმნის კარგ კომპრესიას და სწორ ფიქსაციას. მსგავსი შორტების დახმარებით შეიძლება ფიგურის კორექცია, სპორტით ან ვარჯიშებით დაკავება; ასევე ხელს უწყობს სხეულის წონის შემცირებას და ეს ყველაფერი მასალის წყალობით. ნეოპრენის ბანდაჟს იყენებენ დაჭიმული მყესების დასაცავად და პროფილაქტიკისთვის. ადამიანებს, რომლებიც ძლიერ არიან ფიზიკურად დატვირთულნი, ასეთი ბანდაჟი აუცილებლად ესაჭიროებათ.

ოსტეოსინთეზი და ბარძაყის ფიქსატორი

ოსტეოსინთეზი – ეს არის ბარძაყზე ჩატარებული სერიოზული ოპერაცია მისი მოტეხილობის შედეგად. ოპერაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ  ექიმები აგროვებენ ბარძაყის ძვლის ყველა დეტალს და აფიქსირებენ ერთმანეთთან.
მათ გასამაგრებლად იყენებენ სპეციალურ ფიქსატორს ბარძაყის ყელის ოსტეოსინთეზისთვის, რომელიც იდგმება შიგნით და ემაგრება თვითონ ძვალს. ეს ეხმარება ნაწილაკებს სწრაფად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ასეთ ფიქსატორებად გამოყენება სპეციალური მეტალის ღერძები მაბლოკირებელი მექანიზმებით.
ამ ოპერაციის შემდეგ ფეხი უნდა იყოს სრულიად უმოძრაოდ, ამიტომ ბარძაყზე იცმევენ დამატებით ბანდაჟს, რომელიც აკავებს ფეხის ყველა მოძრაობას, მაგრამ ამავდროულად  არ აძლევს შეშუპების საშუალებას.

როგორ შევარჩიოთ ფიქსატორი?

ბარძაყის ფიქსატორს არჩევენ ინდივიდუალური დანიშნულების მიხედვით. უფრო სერიოზული აღსადგენი კომპლექსებისთვის საჭიროა სპეციალური ბანდაჟები, უხეში სამაგრებით. თუ ბარძაყის ფიქსატორი გჭირდებათ ვარჯიშებისა და სპორტისთვის, უნდა შეარჩიოთ რბილი და ელასტიური ფიქსატორები, რომლებიც დამზადებულია ნეოპრენისგან, ბამბისგან ან ტრიკოტაჟისგან.
ბანდაჟის შეძენის დროს უნდა დაათვალიეროთ ის და შეაფასოთ გარეგნულად. არ უნდა იყოს გატეხილი ან დაჭიმული. უმჯობესია შეიძინოთ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, რომლებიც ყიდიან ორთოპედიულ საქონელს. თუ საჭიროა მცირე მკურნალობა ან ბარძაყის კუნთის აღდგენა, უნდა შეიძინოთ ბარძაყის ფიქსატორი.
ინსტრუქცია, რომელიც მოყვება თითოეულ ფიქსატორს, დაგეხმარებათ შეაფასოთ მისი მიმართულება, მოვლის და გამოყენების პირობები. ქსოვილისგან დამზადებულ ჩვეულებრივ ფიქსატორს იცვამენ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე.
რთული კონსტრუქციის ფიქსატორებს იცვამენ საავადმყოფიში ექიმის დახმარებით. ასეთ ფიქსატორებთან მიმართებაში ორთოპედები თვითონ განსაზღვრავენ დატვირთვის ძალას და ბარძაყის უმოძრაობის ინდექსს. ყველა ფიქსატორი საჭიროებს მოვლას.
ქსოვილისაგან დამზადებული ბანდაჟის გარეცხვა შეიძლება სარეცხ მანქანაში, მისი თვისებები არ დაიკარგება. უხეში ფიქსატორები უბრალოდ იწმინდება ქსოვილებით.
ასეთ ნივთებს ინახავენ მზის სხივებისგან მოშორებით. ბარძაყის ფიქსატორები და ბანდაჟები ითვლება ყველაზე პროგრესულ სამკურნალო მასალად. მათი დახმარებით ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი გაცილებით კარგად და სწრაფად მიმდინარეობს.
თუ გჭირდებათ ბანდაჟები მოტეხილობის, დაჭიმულობის და ვარჯიშების შემდეგი დაზიანებების პროფილაქტიკისთვის, უნდა აარჩიოთ  ნეოპრენისგან დამზადებული შორტები ან სახვევები. იხ. ბანდაჟი


ბარძაყის ფიქსატორილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ბარძაყის ფიქსატორი მიეკუთვნება სამედიცინო ხასიათის ორთოპედიულ ნაკეთობას.
⭕️ მას ატარებენ სხვადასხვა დაჭიმულობების პროფილაქტიკისთვის და სერიოზული ვარჯიშებისას მიღებული მოტეხილობების დროს, ან პოსტოპერაციულ პერიოდში სწრაფი აღდგენის მიზნით.
🔎 ბარძაყის ფიქსატორს არჩევენ ინდივიდუალური დანიშნულების მიხედვით. უფრო სერიოზული აღსადგენი კომპლექსებისთვის საჭიროა სპეციალური ბანდაჟები, უხეში სამაგრებით.
🖇 თუ ბარძაყის ფიქსატორი გჭირდებათ ვარჯიშებისა და სპორტისთვის, უნდა შეარჩიოთ რბილი და ელასტიური ფიქსატორები, რომლებიც დამზადებულია ნეოპრენისგან, ბამბისგან ან ტრიკოტაჟისგან.
👩‍⚕️ რთული კონსტრუქციის ფიქსატორებს იცვამენ საავადმყოფიში ექიმის დახმარებით. ასეთ ფიქსატორებთან მიმართებაში ორთოპედები თვითონ განსაზღვრავენ დატვირთვის ძალას და ბარძაყის უმოძრაობის ინდექსს.
🩹 ბარძაყის ფიქსატორები და ბანდაჟები ითვლება ყველაზე პროგრესულ სამკურნალო მასალად. მათი დახმარებით ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი გაცილებით კარგად და სწრაფად მიმდინარეობს.
👉 გაიგეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/40htzz8
#ფიქსატორი #ბანდაჟი #ბარძაყისფიქსატორი #ბარძაყისფიქსატორისჩვენებები #ბარძაყისფიქსატორისუპირატესობები #ბარძაყისფიქსატორისსახეები #თეძოსჩანაცვლებითიოპერაცია #ბარძაყისდაზიანება #საზარდულისდაზიანება #თეძოსტკივილი #თეძოსტენდონიტი #რადიკულიტი #ბარძაყისბურსიტი #ელასტიურიფიქსატორი #ბარძაყისბანდაჟი #თეძოსდაჭიმულობა #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბანდაჟი / გამოწერა / დიდი არჩევანი / აქციები
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)