ბანდაჟი ფეხზე არსებული ძვლოვანი წანაზარდისთვის

ბანდაჟი ფეხზე ძვლოვანი წანაზარდისთვის

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦♦ კორექტორები ფეხზე ძვლოვანი წანაზარდისთვის ,,ამაზონზე


ბანდაჟი ფეხზე არსებული ძვლოვანი წანაზარდისთვის: რომელი ავირჩიოთ?

არსებობს 2 ტიპის კორექტორები:

  • ღამის – ყველაზე უხეში, რომელთა შეთავსებაც ფეხსაცმელთან რთულია, მაგრამ მათი სარგებელი მაქსიმალურად მაღალია (იცვამენ ღამით 8-9 სთ-ით, ძირითადი მოქმედება – დიდი თითის თანდათანობითი დაბრუნება თავის ადგილას);
  • დღის – უფრო მსუბუქი ან რეგულირებადი სახსაროვანი  აქსესუარები, რომელიც გთავაზობთ მაქსიმუმ კომფორტს ფეხსაცმლის გამოყენების დროს (მთავარი ამოცანა – ტკივილის შემცირება მოძრაობის დროს; ბანდაჟების ყველაზე ფართო ჯგუფი მიეკუთვნება განმზიდველების კატეგორიას).

ორთოპედები ხშირად გვირჩევენ სახსაროვან ფიქსატორებს, რეგულირების შესაძლებლობით და დამატებითი გასამაგრებლებით, რადგანაც ისინი იდეალურად მიესადაგება ტერფის თავისებურებებს, ამავე დროს ხელს უწყობს დეფექტის ალაგებას.

კლასიფიკაცია მასალის მიხედვით

ორთოპედიული ბანდაჟები შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან და პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული მათი ეფექტურობა:

  • პლასტმასის ბანდაჟები ფეხზე ძვლოვანი წანაზარდისთვის – ფეხსაცმლისთვის მოუხერხებელია, მზადდება ღამის მონაკვეთისთვის. მათი კონსტრუქცია მასიურია სხვა ნაკეთობებთან შედარებით, უხეშია და მოუხერხებელი სიარულისთვის. შემადგენლობაში შედის არტაშანი, რომელიც დაცილებულ თითებს იჭერს უძრავ მდგომარეობაში და ქამარი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება დაჭიმვა.  ბანდაჟი ასევე გამოიყენება ოპერაციული ჩარევის შედეგების შესანახად.
  • სილიკონის ფიქსატორები – მსუბუქი, მოსახერხებელი, მინიმალური დისკომფორტით, გამოსაყენებლად მიესადაგება ნებისმიერ ფეხსაცმელს. მაგრამ, კონსტრუქციები არსებობს როგორც ეფექტური, ასევე აბსოლუტურად უვარგისი. თუ არ არის თითებშორისი საყრდენი, საფარველს არ შეუძლია გაჯანსაღება, მხოლოდ დაცვა ფეხსაცმლის ხახუნისგან. ოპტიმალური ფორმაა – მთლიანი ჩანართი მჭიდრო თითებშორისი საყრდენით და ფეხზე ძვლოვანი წანაზარდის არეში. ბანდაჟის ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია.
  • ქსოვილოვან ბანდაჟებს ფეხზე ძვლოვანი წანაზარდისთვის აქვთ წინდების ფორმა შიდა ჩანართებით და გამყოფებით. მათი ეფექტურობა აღნიშნულია დაავადების მხოლოდ პირველ ეტაპებზე.
  • კომბინირებული ნაკეთობები – მოსახერხებელი, რეგულირებადი კონსტრუქციებია.  მათ შემადგენლობაში არის მაგარი პლასტმასის ელემენტები და მსუბუქი სილიკონიც. საკმაოდ ეფექტურებია და ძვირიც.
  • პროტექტორები და ბალიშები. მზადდება სილიკონისგან და ახდენს ტერფის მდებარეობის კორექტირებას სიარულის დროს. მზადდება ჰიპოალერგიული მასალისგან, რომელიც თავიდან აცილებს კორძების, სოკოვანი ინფექციების ჩამოყალიბებას. ბალიშებზე ჩამაგრებულია გამყოფი. ეფექტურია მხოლოდ ვალგუსური დეფორმაციების პროფილაქტიკისთვის.

პათოლოგიის შუა სტადიის დროს ყველა ფიქსატორი, სახსროვანი  და კომბინირებულის ზოგიერთი სახის გარდა, უვარგისია. სილიკონის ჩანართები, რომლებიც არ აფიქსირებენ ძვლის და დიდი თითის მდებარეობას, ასევე გამოუსადეგარია უბრალო დისკომფორტის აცილების თვალსაზრისითაც.
კარგი ფიქსატორი ემსახურება რამოდენიმე მიზანს: ახდენს დიდი თითის მდებარეობის ნორმალიზებას, ხსნის ზეწოლას დანარჩენი თითებისგან, იცავს მაზოლებისა და კოჟრებისგან, აქრობს ტკივილს და ეხმარება ანთებითი პროცესებისგან გათავისუფლებაშიც კი.

დეტალურად სახსროვანი ბანდაჟების შესახებ

მაკორექტირებელი ტიპის (სახსროვანი კორექტორი) კლასიკური ორთოპედიული ბანდაჟი ფეხზე ძვლოვანი წანაზარდისთვის მიეკუთვნება ყველაზე ეფექტური აქსესუარების კატეგორიას ვალგუსური დეფორმაციისთვის. მას შეუძლია შეაჩეროს და გამოასწოროს ვალგუსური დეფორმაცია. კონსტრუქციაში შედის:

  • დიდი ბანდაჟი – რბილი მასალა წებოვანი ლენტით, კარგად ატარებს ჰაერს, იცმევა ფეხზე და ფიქსირდება კომფორტულ მდგომარეობაში;
  • პატარა ბანდაჟი – იმეორებს დიდი ბანდაჟის კონსტრუქციას, მაგრამ პატარა ზომებისაა და იცმევა დიდ თითზე;
  • სახსროვანი ბალიშებით – ემაგრება ორივე ბანდაჟს და განაპირობებს წანაზარდზე მჭიდრო მოდებას და მის ფიქსაციას, სახსრები უზრუნველყოფს მოძრაობას;
  • წვეთის ფორმის დასაფენი – იჭერს თაღს მეტატარსალური ძვლის ქვეშ და ანაწილებს დატვირთვას სიარულის პროცესში.

ფეხზე წანაზარდის მაკორექტირებელი ბანდაჟი შედის უნივერსალური მოწყობილობების ჯგუფში. ის მიესადაგება ნებისმიერი ფორმის ტერფს, რადგანაც ადვილად ერგება საჭირო ზომას და ძვლის მდებარეობას.

განმზიდველი ბანდაჟის თავისებურებები

ფეხზე ძვლოვანი წანაზარდის განმზიდველი ფიქსატორი შექმნილია თითზე დატვირთვის მოსახსნელად და დეფორმაციის შესაჩერებლად. დღის ბანდაჟები ხშირად მზადდება ელასტიკური ლენტისგან, იცმევა დიდ თითზე და ფიქსირდება ქუსლზე. ქსოვილოვანი ბანდაჟი ექვემდებარება გარეცხვას და ეხმარება ტერფის ჰიგიენის შენარჩუნებაში.

ბანდაჟების გამოყენების პლიუსები

ფეხზე ძვლოვანი წანაზარდის ფიქსატორი ეხმარება, თუ შერჩეულია სწორად და გამოიყენება დეფორმაციების პირველ ეტაპზე. ამ შემთხვევაში მისი პლიუსები ვლინდება მაქსიმალურად:

  • აცილებს ოპერაციის აუცილებლობას, გვთავაზობს უსაფრთხო და კომფორტულ მკურნალობას;
  • პროფილაქტიკური საშუალების როლში მარტივი ბანდაჟები უბრალოდ იდეალურია, ისინი 100%-ით იცავენ მაზოლებისა და კოჟრებისგან;
  • ფეხის ორთოპედიული ბანდაჟი აქრობს დაღლილობას, ზედმეტ დატვირთვას, ხელს უშლის ბრტყელტერფიანობის, ანთების და ბურსიტის განვითარებას;
  • ბანდაჟის გამოყენება არ მოითხოვს უნარებს და ინსტრუქციების წაკითხვასაც კი.

თუმცა, ფეხზე ძვლოვანი წანაზარდის ბანდაჟს აქვს წინააღმდეგჩვენებაც: პოდაგრა, წყლულები და ჭრილობები, ოპერაციული ნაწიბურები, ასევე სოკოვანი ინფექციის არსებობა და სისხლის მიმოქცევის გაუარესება. ასევე არ იქნება ეფექტური ვალგუსური დეფორმაციის ბოლო სტადიებში, როდესაც წანაზარდი გამოირჩევა დიდი ზომით.

შეუძლია თუ არა ბანდაჟს დახმარება?

ფეხზე ძვლოვანი წანაზარდის ფიქსატორებზე შეფასებებს აზიარებენ ინტერნეტში და როგორც ყველა სხვა აზრი, იყოფა 2 ჯგუფად: დადებითი და უარყოფითი. არიან გულგრილებიც, რომლებმაც ვერ შეაფასეს საშუალების ეფექტურობა. მაგრამ, თუ ფიქსატორი შეირჩევა სწორად, პროცესში მონაწილეობს ექიმი-ორთოპედი, მაშინ მისი ეფექტურობა იქნება შესამჩნევი:

  • ეხმარება ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობაში დასვენების ან მოძრაობის დროს;
  • იცავს კოჟრებისა და კანის სხვა წარმონაქმნებისგან;
  • ზოგიერთი სახე მიესადაგება ვიწრო ფეხსაცმელს, რომელზეც უარის თქმა უჭირთ ქალებს ვალგუსური დეფორმაციის დროსაც კი;
  • ბანდაჟის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის;
  • გამოყენებული მასალა ყოველთვის ჰიპოალერგიულია, არ იწვევს სოკოს განვითარების პროვოცირებას და სხვა უსიამოვნო შედეგებს;
  • ხარისხიანი ფიქსატორები იჭერს თითებს სწორ მდგომარეობაში და ანაწილებს დატვირთვას;
  • ისინი ამცირებენ ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკს და თაღის გაღრმავებას;
  • ბანდაჟი არ იწვევს რეციდივს.

სხვა დადებით მომენტებს შორის ექიმებიც და პაციენტებიც აღნიშნავენ, რომ ფეხის ფიქსატორების გამოყენება არ მოითხოვს ექიმის მუდმივ ზედამხედველობას. ვალგუსის ასეთი მეთოდით მკურნალობა სახლის პირობებში ადვილია. იხ. ბანდაჟი


ბანდაჟი ფეხისთვისFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩹 ბანდაჟი ფეხზე არსებული ძვლოვანი წანაზარდისთვის
🔎 არსებობს 2 ტიპის კორექტორები:
➡️ ღამის – ყველაზე უხეში, რომელთა შეთავსებაც ფეხსაცმელთან რთულია, მაგრამ მათი სარგებელი მაქსიმალურად მაღალია.
📎 იცვამენ ღამით 8-9 სთ-ით, ძირითადი მოქმედება – დიდი თითის თანდათანობითი დაბრუნება თავის ადგილას;
➡️ დღის – უფრო მსუბუქი ან რეგულირებადი სახსაროვანი აქსესუარები, რომელიც გთავაზობთ მაქსიმუმ კომფორტს ფეხსაცმლის გამოყენების დროს.
📎 მთავარი ამოცანა – ტკივილის შემცირება მოძრაობის დროს; ბანდაჟების ყველაზე ფართო ჯგუფი მიეკუთვნება განმზიდველების კატეგორიას;
📌 ბანდაჟი:
✔️ ეხმარება ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობაში დასვენების ან მოძრაობის დროს;
✔️ იცავს კოჟრებისა და კანის სხვა წარმონაქმნებისგან;
✔️ ბანდაჟის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის;
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://bit.ly/3KQORzk
#ბანდაჟი #ბანდაჟები #ბანდაჟითითებისთვის #ბანდაჟიძვლოვანიწანაზარდისთვის #ძვლოვანიწანაზარდი #ღამისბანდაჟი #დღისბანდაჟი #ბანდაჟისუპირატესობები #დიაბეტურიწყლული #ფეხისთითისდაზიანება #სოკოვანიდაავადება #ფეხისწყლული #ფრჩხილისჩაბრუნება #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბანდაჟი / გამოწერა / დიდი არჩევანი / აქციები
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)