სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟი, ფიქსატორი

სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟები, ფიქსატორები ,,ამაზონზე” 


ჩვენება, სახეები და რჩევები შესარჩევად

სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟი, ფიქსატორი – სპეციალური ორთოპედიული მოწყობილობაა, რომელიც საიმედოდ აფიქსირებს მაჯას და იცავს მას ტრავმირებისგან და მაღალამპლიტუდიანი დამაზიანებელი მოძრაობისგან. ასეთი ბანდაჟი ასევე დაგეხმარებათ გადატანილი ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ სწრაფად აღდგენაში და შეამცირებს ხელის სახსროვანი აპარატის ანთებით დაზიანებებს.

გამოყენების ჩვენება

უმეტეს შემთხვევაში სხივ-მაჯის სახსრის კარგი ფიქსაცია ჭირდებათ პროფესიონალურ სპორტსმენებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ შესახსრების მომატებულ დატვირთვასთან, მაგალითად: ძალოსნები, კალათბურთელები, ფრენბურთელები, ჩოგბურთელები, მოკრივეები, ტანმოვარჯიშეები, სათხილამურო სპორტსმენები და სხვა. სპორტის ყველა ეს სახეობა განაპირობებს სახსარში მოძრაობის მუდმივ მომატებას, რაც ადრე თუ გვიან იწვევს მიკროტრავმირებას და ხელს უწყობს მაჯაში დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებების განვითარებას.
მეორე ადგილას მათ შორის, ვისაც ჭირდება სხივ-მაჯის სახსრის ფიქსატორი არიან ადამიანები, რომლებიც მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მთელი დღის განმავლობაში ტვირთავენ სხივ-მაჯის სახსარს. ასეთები ბევრია: მშენებლები და მტვირთავებიადამიანები, რომლებიც ტექსტს კრეფენ კომპიუტერში

  • პიანისტები
  • განათლების სისტემის თანამშრომლები
  • მწერლები
  • მხატვრები
  • ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან რემონტით
  • სხვადასხვა წარმოებებში მომუშავეები
  • მძღოლები
  • მკერავები
  • ხარატები და სხვა.

სახსრის დაზიანების რისკ-ფაქტორების არსებობის ან სპორტით დაკავებისგან დამოუკიდებლად, ბანდაჟის ტარება ნაჩვენებია ადამიანებისთვის, რომლებმაც წარსულში გადაიტანეს მაჯის ნებისმიერი სახის ტრავმა, რადგანაც ეს წარმოადგენს ართროზის განვითარების სერიოზულ ფაქტორს.

ტრავმატოლოგ-ორთოპედები მაჯის ტრავმის შემთხვევაში სხივ-მაჯის სახსრის სამკურნალოდ აუცილებლად ამატებენ ორთეზს. ხშირად იყენებენ მოდელებს, რომლებიც აფიქსირებენ I თითის მაჯა-ფალანგების სახრებსაც, რადგანაც როგორც წეის ასეთ შემთხვევებში ელასტიური ბანდაჟი არასაკმარისია – საჭიროა უხეში ფიქსაციის უზრუნველყოფა, რათა შეიზღუდოს არასასურველი მოძრაობები.

ანალოგიურ ორთეზს იყენებენ სხივ-მაჯის სახსარზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგაც. ეს საშუალებას იძლევა შემცირდეს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, მინიმუმამდე დავიდეს შესაძლო გართულებები და სწრაფად დაუბრუნდეს პაციენტი ადრინდელ საქმიანობას. ძალიან ხშირად უხეში ფიქსაციის ორთეზები ცვლიან თაბაშირის ნახვევს, რაც ძალიან მოსახერხებელია პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც.
სხივ-მაჯის სახსრის ფიქსაცია ასევე გამოიყენება ართროზების და მაჯის არეში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ელემენტების ანთებითი დაზიანების მკურნალობისთვის – რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, ტენდინიტი, სხივ-მაჯის სახსრის ართრიტები, ხელის პარეზი და დამბლა. ასეთი დამატებითი სტაბილიზაცია დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, შეამცირებს ტკივილს და შეშუპებას, დაიცავს ადამიანს არასაჭირო მოძრაობისგან.
მნიშვნელოვანია! მიუხედავად იმისა, რომ სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟს არ აქვს ტარების უკუჩვენებები, მისი არჩევა აუცილებელია ექიმთან ერთად, ეს განსაკუთრებით ეხება ფიქსატორის არა პროფილაქტიკური, არამედ სამკურნალო მიზნით გამოყენებას.
საქმე იმაშია, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ბანდაჟის განსაკუთრებული ტიპი და შესაბამისი ზომა.

ბანდაჟის სახეები

დასაწყისისთვის აუცილებელია გაერკვეთ თუ რა არის ორთეზი და რა ბანდაჟი. მაშასადამე, ბანდაჟი ეწოდება ნაკეთობას, რომლიც საფუძველსაც შეადგენს მჭიდრო და ელასტიური ქსოვილი. მისი ძირითადი ფუნქციაა – კომპრესია. მას ნიშნავენ სახსრის დაზიანების პროფილაქტიკისთვის ან მსუბუქი ტრავმების დროს; ტარება რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის ვარჯიშის დროს და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მუშაობის დროს აქვთ რისკ-ფაქტორები.

ორთეზი – თავის მხრივ არის სრულყოფილი ბანდაჟი. ელასტიური ქსოვილის გარდა მის შემადგენლობაში შეიძლება შეგვხვდეს დამატებითი მასტაბილიზებელი ელემენტები, მაგალითად, სამედიცინო ფოლადისგან დამზადებული უხეში რკალი, სხვადასხვა პლასტმასის და მეტალის ფუნქციონალური აღჭურვილობა (კომპრესიის ხარისხის და შესაძლო მოძრაობების მოცულობის რეგულირებისთვის). ორთეზების ძირითადი ფუნქციაა – მისი სტაბილურობა. ყველაზე ხშირად მათ იყენებენ სერიოზული ტრავმების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში.
ასევე არსებობს ნაკეთობები, რომლებიც მათ შორის მდებარეობს და შეუძლებელია მკვეთრი საზღვრის გავლება – ორთეზი თუ ბანდაჟი. მათ საფუძველს შეადგენს მყარი ქსოვილი, მაგრამ დამატებულია ფუნქციონალური ელემენტები – შესაკრავები, ღილაკები. ძირითადი ფუნქციაა – სახსრის აუცილებელი ფუნქციონირების და დაცვის უზრუნველყოფა. ისინი ძირითადად გამოიყენება ართროზების და ართრიტების დროს.
ასევე არსებობს ფიქსატორები მხოლოდ მაჯის არისთვის და ისეთებიც, რომლებიც მოიცავენ მაჯის დიდ თითს.

სტაბილიზაციის ხარისხის მიხედვით განახვავებენ სხივ-მაჯის სახსრის ფიქსატორების 3 ძირითად ტიპს:

  • მაქსიმალური სტაბილიზაციისთვის და დაცვისთვის, როდესაც შეზღუდულია ნებისმიერი მოძრაობა. ზუსტად ამ ჯგუფს მიეკუთვნება ორთეზები. მათ შეუძლიათ შეცვალონ თაბაშირის სახვევი.
  • საშუალო ხარისხი ფიქსაციისთვის, როდესაც საჭიროა გარკვეული მოძრაობის შეზღუდვა, მაგრამ არა ყველასი და უზრუნველყოფს ხელის ფუნქციონირებას. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნაკეთობები ბანდაჟსა და ორთეზს შორის.
  • ბაზისური სტაბილიზაციისთვის, როდესაც აუცილებელია სახსრის მხოლოდ მხარდაჭერა და დაცვა პროფილაქტიკური მიზნით. მას მიეკუთვნება ჩვეულებრივი ელასტიური ბანდაჟები.

როგორ შევარჩიოთ საჭირო ზომა?

ორთოპედიული ნაკეთობის შერჩევისას აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ზომას, ვინაიდან ისინი სხვადასხვანაირია. თუმცა, გაყიდვაში არის უნივერსალურების, ეს განსაკუთრებით ეხება უხეშ ორთეზებს, რომელთა ზომაც რეგულირდება შესაკრავების და ღილაკების მიხედვით.
მაგრამ თუ გჭირდებათ ჩვეულებრივი ბანდაჟი, ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს; დიდი ზომის ყიდვის შემთხვევაში ის არ შეასრულებს მის კომპრესიულ ფუნქციას, პატარა კი დაგაზიანებთ დაარღვევს რა მიკროცირკულაციას და დინებას.
აუცილებელია სანტიმეტრით გაზომოთ სხივ-მაჯის სახსრის გარშემოწერილობა 2 ძვლის არეში. შედეგის შესაბამისად შეირჩევა საჭირო ზომა.

სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟის ზომების ცხრილი

ზომა
მაჯის გარშემოწერილობა, სმ
XS
15-მდე
S
15-17
M
17-19
L
19-22
XL
22-26
XXL
26-ზე მეტი

ყიდვისას ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თუ რომელი ხელისთვისაა აუცილებელი საყრდენი, ისინი შეესაბამება ცალკეულად მარჯვენა და მარცხენა ზედა კიდურს.

ფიქსატორის შერჩევის კრიტერიუმები

კარგი სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟის შერჩევის ალგორითმი შემდეგია:

  • სპეციალისტის კონსულტაცია და მისი რჩევები ნაკეთობის შესარჩევად, აუცილებელი თანმიმდევრობით უნდა იყოს მითითებული ფიქსატორის სახე (უხეში, საშუალო ან ბაზისური ფიქსაციისთვის);
  • ყიდვის დროს გაითვალისწინეთ ფასი და მწარმოებელი კომპანია; ძვირადღირებული – არ ნიშნავს კარგს; უნდა იყიდოთ ცნობილი ფირმის პროდუქტი, რომელიც ამზადებს სხვადასხვა ასორტიმენტის ორთოპედიულ ნაკეთობებს მრავალი წელია (შეგიძლიათ წინასწარ გადახედოთ მისი პროდუქციის შესახებ შეფასებებს).
  • შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ ბანდაჟის მასალა – ის უნდა იყოს ნატურალური, მდგრადი, ჰიპოალერგიული, ადვილად რეცხვადი და არ უნდა დაკარგოს ფორმა გარეცხვის დროს.
  • საჭიროა გაითვალისწინოთ ესთეთიკური თვისებებიც; ყოველთვის ხომ ვერ შეძლებთ ტანსაცმლის ქვეშ დაფარვას; ასევე რეკომენდებულია შეიძინოთ მუქი ფერის, ღია ფერები ადვილად ბინძურდება.
  • უნდა იყიდოთ მხოლოდ თქვენი ზომის ბანდაჟი, რომელიც წინასწარ უნდა მოიზომოთ.
  • ყიდვის წინ აუცილებელია ორთეზის მოზომება, რათა იგრძნოთ კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს; ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ნაკერები, ღილაკები და შესაკრავები არ ედებოდნენ კანს.
  • ბოლოს უნდა შეამოწმოთ თითოეული ფუნქციონალური ელემენტის გამართულობა, წაიკითხოთ ინსტრუქცია და მიიღოთ გარანტია პროდუქტის შესახებ.

მაჯის ფიქსატორი – ძალიან სასარგებლო მოწყობილობაა, განსაკუთრებით თუ გაქვთ სხივ-მაჯის სახსრის დაზიანების რისკ-ფაქტორები. ამიტომ, უმჯობესია გქონდეთ ასეთი დამცავი და არ ინერვიულოთ შესაძლო დაავადების გამო. იხ. ბანდაჟი


სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟი, ფიქსატორი – სპეციალური ორთოპედიული მოწყობილობაა, რომელიც საიმედოდ აფიქსირებს მაჯას და იცავს მას ტრავმირებისგან და მაღალამპლიტუდიანი დამაზიანებელი მოძრაობისგან.
🩹 ასეთი ბანდაჟი ასევე დაგეხმარებათ გადატანილი ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ სწრაფად აღდგენაში და შეამცირებს ხელის სახსროვანი აპარატის ანთებით დაზიანებებს.
🧑‍🎤 უმეტეს შემთხვევაში სხივ-მაჯის სახსრის კარგი ფიქსაცია ჭირდებათ პროფესიონალურ სპორტსმენებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ამ შესახსრების მომატებულ დატვირთვასთან.
🖇 მეორე ადგილას მათ შორის, ვისაც ჭირდება სხივ-მაჯის სახსრის ფიქსატორი არიან ადამიანები, რომლებიც მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მთელი დღის განმავლობაში ტვირთავენ სხივ-მაჯის სახსარს.
🔘 ასეთები ბევრია: მშენებლები და მტვირთავებიადამიანები, რომლებიც ტექსტს კრეფენ კომპიუტერში.
👉 შეიტყვეთ მეტი სხივ-მაჯის სახსრის ბანდაჟზე – https://bit.ly/3Uv9bJP
#სხივმაჯისბანდაჟი #მაჯისბანდაჟი #მაჯისფიქსატორი #ბანდაჟი #ფიქსატორი #მაჯისფიქსაცია #მაჯისმოტეხილობა #მაჯისტრავმა #ხელისმოტეხილობა #ბანდაჟისპორტსმენებისთვის #ორთოპედია #ორთოპედიულიპროდუქცია #ბანდაჟებიგამოწერით #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბანდაჟი / გამოწერა / დიდი არჩევანი / აქციები
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)