გულმკერდის ბანდაჟი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ გულმკერდის ბანდაჟები, კორსეტები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

გულმკერდის ბანდაჟი

გულმკერდის ორთოპედიული ბანდაჟი შეიძლება იყოს დამჭერი და დამაფიქსირებელი. გულმკერდის პოსტოპერაციული დამჭერი ბანდაჟი, რა თქმა უნდა იქნება ნაკლებად უხეში, ვიდრე დამაფიქსირებელი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფიქსაციის ბანდაჟი ასრულებს საყრდენ ფუნქციას (ჩვეულებრივ ამ ფუნქციას ასრულებს ხერხემალი, გულმკერდი და ნეკნები, რომლებიც შეადგენენ გულმკერდის ჩონჩხის შემადგენლობაში).

გულმკერდის დამჭერ ბანდაჟს ნიშნავენ ხერხემლის და გულმკერის დაზიანებისას დაცილებისა და მოტეხილობების გარეშე, მიოზიტების დროს, ერთი-ორი მეზობელი ნეკნის მოტეხილობის დროს, ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს და ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს, რომელსაც თან ახლავს ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი.


♦♦ გულმკერდის ბანდაჟები, ფიქსატორები  rib cage brace  ,,ამაზონზე” >>

გულმკერდის ფიქსაციის ბანდაჟი და გულმკერდისა და წელის ბანდაჟი მნიშვნელოვნად აქვეითებს გულმკერდის მოძრაობას, რადგანაც თვითონ ბანდაჟის და ჩასადგამების დასამზადებლად გამოიყენება მსუბუქი, მაგრამ საკმაოდ უხეში მასალა. ასეთი ბანდაჟები ნაჩვენებია ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორიცაა – ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, გულმკერის მოტეხილობები, ხერხემლის გულმერდის ნაწილის მოტეხილობები დაცილების გარეშე და ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი, ასევე  გულმკერდის ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ (განსაკუთრებით საქმე ეხება გულმკერდის გაკვეთას).

ასეთი ბანდაჟი ნაჩვენებია პოსტოპერაციულ პერიოდში იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ოსტეოპოროზი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გაცხიმოვნება. ასეთი ბანდაჟების გამოყენებას აქვს რამოდენიმე თავისებურება, მაგალითად, მათ უმეტესობას აქვს ისეთი კონსტრუქცია, რომელიც მოითხოვს სხვის ჩარევას მისი ჩაცმის და საიმედო ფიქსაციისთვის.

ბანდაჟის ჩაცმა რეკომენდებულია დამჯდარ ან დაწოლილ მდგომარეობაში ბამბის ტანსაცმელზე, შეკვრა კი ადგომისას. ასე ბანდაჟი ფიქსირდება მაქსიმალურად კარგად, კანი კი დაცულია ნაკეთობის კიდეებით დაზიანებისგან.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

 

Share this...Share on Facebook
Facebook