კომპრესიული წინდები

კომპრესიული წინდები – ჩვენებები, უკუჩვენებები, რეკომენდაციები

♦♦ კომპრესიული წინდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>> Compression Socks

კომპრესიული ტრიკოტაჟი უკვე კარგა ხანია გამოიყენება ქვედა კიდურების ვენებთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისა   და  პროფილაქტიკისათვის. გარდა ამისა, მრავალი ადამიანი იყენებს მას, როგორც სპორტულ ინვერტარს, ან როგორც  ჩვეულებრივ ტანსაცმელს.


კომპრესიული ტრიკოტაჟის შერჩევა ჯობს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ექიმი განსაზღვრავს კომპრესიის ხარისხს, დანიშნავს გამოკვლევებს და შედეგების მიხედვით მოგცემთ რეკომენდაციას.

ვარიკოზის მკურნალობაში კომპრესიული წინდები და  გეტრები იმდენად ხშირად არ გამოიყენება, როგორც მაღალყელიანი წინდები და კოლგოტკები, თუმცა ისინი განსაკუთრებით პოპულარულია სპორტსმენებში – ფიზიკური დატვირთვის დროს  კომპრესიული წინდები (გერტრები)  იცავენ ვენებს ტრავმებისა და გადატვირთვისაგან.

კომპრესიული წინდების ხმარება ნაჩვენებია სხვადასხვა  დაავადებებისას, პირველ რიგში კი ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს. კომპრესიული ეფექტის წყალობით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სისხლძარღვის კედლები იძენენ დამატებით საყრდენს, შედეგად მცირდება  ვენების დეფორმაციის რისკი.

კომპრესიული ტანსაცმელი ვენების კედლებზე  ახდენს სპეციალისტების მიერ გათვლილ დოზირებულ  წნევას, აღარ  ხდება სისხლის შეგუბება, ვენები ფუნქციონირებენ ეფექტურად და არ დეფორმირდებიან.

რომელი დაავადებებისა და პათოლოგიური მადგომარეობების დროსაა ნაჩვენები კომპრესიული თეთრეულის ტარება?

  • ვენების ვარიკოზული გაფართოება
  • ვენური უკმარისობა
  • ლიმფოსტაზი
  • პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი
  • ტკივილი და სპაზმები კანჭის მიდამოში
  • ფეხების შუპება
  • სიმძიმე ფეხებში
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ოპერაცის ფეხებზე)

ვინ უნდა ატაროს:

  • მათ, ვინც ნაკლებად მოძრაობს
  • ჭარბწონიანებმა
  • ვინც ბევრს მოგზაურობს
  • სპორტსმენებმა და ტურისტებმა
  • ორსულებმა

კომპრესიული წინდები (გეტრები) ძალიან სასარგებლოა სირბილის დროს, მათთვის ვინც სპორტით და ტურიზმითაა დაკავებული. კომპრესიული ეფექტი აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, ამცირებს ტრავმატიზაციას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე აჩქარებს აღდგენით პროცესებს ვარჯიშის შემდეგ.

კომპრესიული კოლგოტკები ორსულთათვის maternity compression pantyhose ,,ამაზონზე” >>>
კომპრესიული წინდები ორსულთათვის maternity compression socks ,,ამაზონზე” >>>

აბსოლუტური უკუჩვენებებია:

  • აორტოარტერიიტი
  • ათეროსკლეროზი
  • ენდარტერიიტი
  • მაობლიტირებელი თრომბანგიიტი

სიფრთხილით გამოიყენება:

  • ეგზემა
  • დერმატიტი
  • ნეკროზი
  • ჭრილობა
  • მწვავე თრობოფლებიტი
  • კანის ანთებითი და ტროფიკული პათოლოგიები და ინფექციები
  • გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ვენების ანთება სეპტიკური პროცესის ნიშნებით

კომპრესიული წინდები (გეტრები) 3 სახისაა – პროფილაქტიკური, სამკურნალო და სპორტული.

კომპრესიული წინდების (გეტრების) კლასებია:

  • პროფილაქტიკური – კომპრესია 10-15 მმ.ვწყ.სვ – გამოიყენება პროფილაქტიკისათვის, სპორტისა და ტურიზმის დროს. შეგიძლიათ  შეიძინოთ  დამოუკიდებლად.
  • სამკურნალო 1 ხარისხის – კომპრესია 18-22 მმ.ვწყ.სვ – გამოიყენება ვენების სუსტად გამოხატული დაავადებების დროს; უფრო ხშირად ინიშნება ექიმის მიერ, თუმცა შესაძლებელია დამოუკიდებლადაც შეიძინოთ.
  • სამკურნალო 2  ხარისხის – კომპრესია 23-32 მმ.ვწყ.სვ – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებებისას, ვარიკოზის დროს; ინიშნება მხოლოდ სპეციალისტის მიერ;
  • სამკურნალო 3  ხარისხის – კომპრესია 33-46 მმ.ვწყ.სვ – გამოიყენება ვენების მძიმე ფორმის დაავადებების დროს;
  • სამკურნალო  ზეძლიერი   კომპრესია 49  მმ.ვწყ.სვ და ზევით – გამოიყენება სპილოს დაავადების (სპილოვნობა, ელეფანტიაზი) დროს და ლიმფური შეშუპებების  შესამცირებლად.

წინდები გახსნილი და დახურული ცხვირებით – პრინციპული განსხვავება მათ შორის არაა, თუმცა არის შემთხვევები როცა აუცილებელია კომპრესიული წინდები იყოს ღია, ასეთია:

  • პაციენტს აქვს დიდიზომის ფეხი
  • სოკოვანი ინფექცია
  • დეფორმირებული ფეხის თითები

რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის მოდელებს, მათ შორისაც პრინციპული განსხვავება არაა, თუ არ ჩავთვლით დიზაინს.

ორსულებისათვის უფრო რეკომენდებულია კომპრესიული მაღალყელიანი  წინდები, გეტრები, ან კოლგოტკები, და არა მოკლე წინდები (ნაკლებად ეფექტურია). მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებშია მიზანშეწონილი მოკლე წინდების ჩაცმა.

კომპრესიული წინდები უნდა ჩაიცვათ დილით, სანამ ფეხები ჯერ კიდევ არაა შეშუპებული. დაბოლოს, იმისათვის რომ დიდხანს გემსახუროთ, სათანადოდ მოუარეთ – საჭიროა გარეცხოთ ყოველდღე ხელით, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არაუმეტეს 30 გრადუსისა, გავლების შემდეგ მოათავსეთ პირსახოცზე და  მსუბუქად გაწურეთ, გააშრეთ გრილ ადგილზე და ასევე პირსახოცზე მოათავსეთ. გამოიყენეთ თხევადი შამპუნი; არ გააუთოვოთ, არ გარეცხოთ სარეცხის მანქანაში, არ გამოიყენოთ ქიმიური გამხსნელები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

 

Share this...Share on Facebook
Facebook