რატომ ტირის ახალშობილი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


ყველა ბავშვი ტირის. თუმცა, თუ მოზრდილი ბავშვის ტირილის მიზეზის გაგება ადვილია, ახალშობილის პირიქით.

ტირილის ძირითადი მიზეზები

ახალშობილის ტირილის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია მისთვის მთავარ მოთხოვნილებებთან და პრობლემებთან, ესენია: შიმშილი, ტკივილი, შიში, წყურვილი, დისკომფორტი, გადაცივება ან გადახურება, გადაღლა, ურთიერთობის სურვილი. ზოგჯერ მშობლები ვერ ხვდებიან რატომ ტირის მათი შვილი. მაგრამ, ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად, დედა თანდათან იწყებს ტირილის გარჩევას ინტონაციის, ხანგრძლივობის და ხმის სიმაღლის მიხედვით.

როგორ გავიგოთ ბავშვის ტირილის მიზეზი

ყველაზე ძლიერი გამაღიზიანებელი ნებისმიერი ადამიანისთვის არის შიმშილის გრძნობა, ტკივილი და შიში. ამიტომ, ახალშობილის ყველაზე ხმამაღალ და გაბმულ ტირილს გავიგებთ ზუსტად ამ მიზეზების გამო.

  • ტირილი შიმშილის დროს – ხმამაღალია, ხანგრძლივი, ინტენსივობა თანდათან იზრდება და გადაიზრდება ყვირილში. მშიერი ბავშვი მაშინვე დაიწყებს ძუძუს მოძებნას, როგორც კი ხელში აიყვანთ.
  • ტირილი ტკივილის გამო – როგორც წესი ჩივილის ხასიათისაა, ინტენსივობა არ იცვლება. თუ ტკივილი უცებ აღმოცენდა, ტირილიც ძლიერი და ღრიალის მსგავსია.
  • ტირილი შიშის გამო – იწყება უეცრად, ხმამაღალია, ზოგჯერ ისტერიული. შეიძლება ასევე უცებ შეწყდეს.

„მომხმობი“ ტირილი – ეს არის პატარას მცდელობა გაუწყონ თავისი პრობლემების შესახებ. ის არახმამაღალი და არახანგრძლივია, მეორდება შუალედების შემდეგ. ბავშვი ტირის რამოდენიმე წამი, შემდეგ კი ელოდება თქვენს რეაქციას. თუ მოთხოვნა უპასუხოდ დარჩება, ტირილი მეორდება და ყოველ გამეორებასთან ერთად უფრო ხმამაღალი ხდება.

რატომ ტირის ახალშობილი თუ არ შია და არაფერი ტკივა?

  • თუ ბავშვი დისკომფორტს გრძნობს სველი საფენის გამო, ტირილი იქნება წუწუნის მსგავსი, თვითონ კი მოუსვენარი და გამოხატავს უკმაყოფილობის ნიშნებს.
  • თუ ბავშვს სცივა, ტირილი გადაიზრდება სლოკინში; კანი ფერმკრთალი და შეხებით ცივია.
  • თუ ბავშვს სცხელა, ტირილის თან ახლავს სახის შეწითლება, კანი ცხელი აქვს და ხელ-ფეხს იქნევს.
  • თუ ბავშვი გადაღლილია, ის ჭირვეულობს, ტირილის მისი გართობის ყოველი მცდელობისას, არ წყნარდება დარწევით.
  • როცა ბავშვს ურთიერთობა უნდა ტირის, ისე თითქოს ეძახის დედას და წყნარდება, როდესაც გაიგებს მოახლოებული ნაბიჯების ხმას.

როდესაც იცით ტირილის ძირითადი მიზეზები, ბავშვის დამშვიდება ადვილია. შეიძლება პრობლემა გაჩნდეს ტკივილის გამო ტირილის დროს, ამ დროს მთავარია მოითმინოთ და მშვიდად მოიქცეთ.

ბავშვი ტირის ბანაობის დროს

  • ცივი ან ცხელი წყალი – ბანაობის წინ აუცილებელია წყლის ტემპერატურის შემოწმება, უნდა იყოს 36-37 გრადუსი
  • ეს პროცედურა აშინებს – შეეცადეთ ბანაობის დროს მშვიდი ხმით ესაუბროთ და ყურადღება გადაატანინოთ
  • თქვენ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული და თქვენი შიში მას გადაედება – დაწყნარდით, ხოლო თუ ძალიან გეშინიათ ვინმეს სთხოვეთ დახმარება
  • კანზე რამე დაზიანება აქვს

ბავშვი ტირის კვების დროს

  • ჭამის დროს გრძნობს ტკივილს. ეს ხდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების (სტომატიტი), ინფექციების (ყელის ან ყურის ანთება), კბილების ამოჭრის დროს.
  • პატარას არ მოსწონს გემო. რძის გემო იცვლება, როდესაც დედა იკვებება მძაფრი სუნის და გემოს მქონე პროდუქტებით, რაც არ არის რეკომენდებული მათთვის. ზოგჯერ ძუძუს თავზე რჩება რძისგან დარჩენილი ფუფხი, ამიტომ კვების წინ უნდა გაისუფთავოთ.

ბავშვი ტირის ძილში

  • მოშივდა
  • ცუდი სიზმარი ნახა
  • მოუხერხებელ პოზაში წევს
  • სტკივა
  • იგრძნო, რომ დედა მასთან არაა

გარდა ამისა, ბავშვები ტირიან მოშარდვის და ნაწლავების დაცლის დროს. ამ დროს ყვირილი მოწმობს შარდგამომყოფი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე. მიზეზი აუცილებლად უნდა გაიგოთ, ამისათვის მიმართეთ პედიატრს. ლიტ:  http://razvitie-krohi.ru/razvitie-rebenka-do-goda/novorozhdennyiy-rebenok-plachet.html


რატომ ტირის ახალშობილირატომ ტირის ახალშობილი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 ყველა ბავშვი ტირის. თუმცა, თუ მოზრდილი ბავშვის ტირილის მიზეზის გაგება ადვილია, ახალშობილის პირიქით.
📌 ახალშობილის ტირილის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია მისთვის მთავარ მოთხოვნილებებთან და პრობლემებთან, ესენია:
✔️ შიმშილი;
✔️ ტკივილი;
✔️ შიში;
✔️ წყურვილი;
✔️ დისკომფორტი;
✔️ გადაცივება ან გადახურება;
✔️ გადაღლა;
✔️ ურთიერთობის სურვილი
🛑 ყველაზე ძლიერი გამაღიზიანებელი ნებისმიერი ადამიანისთვის არის შიმშილის გრძნობა, ტკივილი და შიში.
🖇 ამიტომ, ახალშობილის ყველაზე ხმამაღალ და გაბმულ ტირილს გავიგებთ ზუსტად ამ მიზეზების გამო:
➡ ტირილი შიმშილის დროს – ხმამაღალია, ხანგრძლივი, ინტენსივობა თანდათან იზრდება და გადაიზრდება ყვირილში. მშიერი ბავშვი მაშინვე დაიწყებს ძუძუს მოძებნას, როგორც კი ხელში აიყვანთ;
➡ ტირილი ტკივილის გამო – როგორც წესი ჩივილის ხასიათისაა, ინტენსივობა არ იცვლება. თუ ტკივილი უცებ აღმოცენდა, ტირილიც ძლიერი და ღრიალის მსგავსია;
➡ ტირილი შიშის გამო – იწყება უეცრად, ხმამაღალია, ზოგჯერ ისტერიული. შეიძლება ასევე უცებ შეწყდეს;
👉 გაიგეთ მეტი ბავშვის ტირილის მიზეზების შესახებ – https://bit.ly/3DBBChY
#ახალშობილი #ტირილი #ახალშობილისტირილი #რატომტირისახალშობილი #ბავშვისტირილისმიზეზები #შიმშილი #გაღიძიანებადობა #ძილისსაჭიროება #ხელშიაყვანისსაჭიროება #კბილებისამოჭრა #კოლიკა #ბავშვისსაფენები #გაზებისდაგროვება #წყურვილისშეგრძნება #გადაციება #გადახურება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ბმები:


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?

როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.