ტანსაცმელი ორსულებისთვის თვეების მიხედვით

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულობისას ქალის ფიგურა მუდმივად იცვლება, შესაბამისად საჭირო ხდება გარდერობის შეცვლა. ეს ეხება როგორც ტანსაცმელს, ასევე ფეხსაცმელებს. ქვემოთ მოყვანილი ,,კალენდარი“ დაგეხმარებათ ოპტიმალურად შეარჩიოთ საჭირო ტანსაცმელი და  თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.

ორსულობის 1 – 2 თვე

აპ პერიოდში არ არის საჭირო მაღაზიებში სიარული და ,,სპეციალური“ ტანსაცმლის ძებნა – ჯერ კიდევ ადრეა. ორსულობის ადრეულ პერიოდში დაწყებული ჰორმონალური ცვლილებები სარძევე ჯირკვლების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდას იწვევს. ამიტომ, მაქსიმუმი რაც ამ პერიოდისათვის დაგჭირდებათ  ახალი კომპლექტია.

  1. ორსულის თეთრეული ამაზონზე

ორსულობის 3 – 4 თვე

ჯერ კიდევ  შეგიძლიათ უარი არ თქვათ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ტანსაცმელზე. ორსულობის მეორე ტრიმესტრიდანაც ნუ იჩქარებთ თქვენი გარდერობის მთლიანად შეცვლას. ამ პერიოდშიც შეგიძლიათ იხმაროთ ე. წ. ,,გარდამავალი ტანსაცმელი“ – თავისუფალი კაბები, ჰაროვანი ბლუზები და ა. შ.
და თუკი მაინც გადაწყვეტთ რაიმე ახლის შეძენას, საუკეთესო არჩევანი იქნება შარვალი ორსულებისთვის. ოპტიმალურია

  1. სპეციალური ჯინსები რბილი ელასტიკური ქამრით
  2. შორტები

მე-5 თვე

ამ პერიოდში მკერდი იზრდება და საჭირო ხდება ბიუსჰალტერის  შეძენა. მთავარია ის კარგად იკავებდეს სარძევე ჯირკვლებს და ამავდროულად არ იყოს ზედმეტად მჭიდრო და მოჭერილი.
ბიუსჰალტერის შეძენისას გახსოვდეთ – საუკეთესოა ბამბისა და ელასტიკური მასალისაგან დამზადებული თეთრეული; ბიუჰალტერს არ უნდა ჰქონდეს ჩადგმული სიმაგრეები.
მკერდი ორსულობის მატებასთან ერთად იზრდება და ამიტომ აირჩიეთ მოდელი მრავალდონიანი შესაკრავით. თუკი მომავალ დედას პატარა ზომის მკერდი აქვს, კარგი ალტერნატივაა ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული (ელასტიკური ბოჭკოებით)  ტოპი. ორსულთა ბიუსჰალტერი

მე-6 თვე

გადახედეთ ფეხსაცმლის კარადას.
ორსულის ფეხსაცმელი უნდა იყოს დაბალი, მყარ ქუსლზე.
მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილები ზურგის არეში, გარდა ამისა მაღალია წაქცევისა და ტრავმირების რისკი.
ორსულის ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს რბილი ტყავისაგან (სასურველია ნატურალური), ზომით –  ფართო, თავისუფალი, ვინაიდან ხშირად ფეხები შეშუპებულია.

მე-7 თვე

ორსულობის მე-7 თვიდან უმეტეს დროს სახლში ატარებთ და აუცილებლად დაგჭირდებათ მოხერხებული საშინაო ტანსაცმელი.
ცხადია, სახლშიც ლამაზად და მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეთ.
მომავალი დედების საშინაო ტანსაცმლის ასორტიმენტი საკმაოდ მრვალფეროვანია.
ეს შეიძლება იყოს როგორ  ფაქიზი, მაქმანიანი, ასევე მოხერხებული სპორტული ტანსაცმელი, გაითვალისწინეთ ასევე – ღამის პერანგები და პიჟამოები

მე-8 თვე

ამ პერიოდში ორსულის მუცელი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. შესაბამისად მატულობს დატვირთვა ზურგისა და პრესის კუნთებზე.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბანდაჟის ტარება.
არსებობს ასეთი ბანდაჟების რამოდენიმე ტიპი.
ყველაზე მოხერხებული და მარტივია ქამრის ტიპის მოდელები. იცმევა ქვედა საცვლის ზევიდან და ამდენად იგი  ჰიგიენურია. 
მშობიარობამდელი ბანდაჟი

მე-9 თვე

გადაწყვიტეთ, რომელი ტანსაცმელი უნდა წაიღოთ სამშობიაროში და რა უნდა ჩაიცვათ სამშობიაროდან გამოწერისას. მშობიარობის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით მოხერხებულია თავისუფალი, ღრმად ამოჭრილი ზედატანი, რომელიც ხელს არ შეგიშლით ბავშვის კვებისას.
დაგჭირდებათ ასევე ხალათი, ან სპორტული ტანსაცმელი.

სამშობიაროდან გამოწერისას გაითვალისწინეთ, რომ ეს ერთგვარი მცირე ,,ფოტოსესიაა“ , ამიტომ აირჩიეთ ტანსაცმელი ერთ, სასურველია,  პასტელურ ტონში, და არა ჭრელი სამოსი.

მშობიარობის შემდეგ

პირველ რიგში დაგჭირდებთ  საშინაო ტანსაცმელი და ბავშვის კვებისათვის გათვალისწინებული თეთრეული.
ეს წინასწარ უნდა გქოდეთ მომარაგებული. რაც შეეხება ტანსაცმელს, რომელიც დაგჭირდებთ ბავშვის გასეირნებისას, ცხადია სეზონის მიხედვით უნდა აარჩიოთ.
თბილ პერიოდში გამოგადგებთ, როგორც ორსულობამდე, ასევე ორსულობის დროს შეძენილი ნივთები. ზამთრის პერიოდში ოპტიმალურია თბილი შარვალი და.
გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ნივთები გამოგადგებთათ არაერთი სეზონი, ამიტომ შეეცადეთ იყოს ხარისხიანი. ქურთუკი ორსულთათვის


ტანსაცმელი ორსულთათვისFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობისას ქალის ფიგურა მუდმივად იცვლება, შესაბამისად საჭირო ხდება გარდერობის შეცვლა. ეს ეხება როგორც ტანსაცმელს,ასევე ფეხსაცმელებს.
📅 ქვემოთ მოყვანილი ,,კალენდარი“ დაგეხმარებათ ოპტიმალურად შეარჩიოთ საჭირო ტანსაცმელი და თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.
📌 ორსულობის 1-2 თვე
📎 ამ პერიოდში არ არის საჭირო მაღაზიებში სიარული და ,,სპეციალური“ ტანსაცმლის ძებნა – ჯერ კიდევ ადრეა. ორსულობის ადრეულ პერიოდში დაწყებული ჰორმონალური ცვლილებები სარძევე ჯირკვლების მხოლოდ უმნიშვნელო ზრდას იწვევს.
📌 ორსულობის 3-4 თვე
👗 ორსულობის მეორე ტრიმესტრიდანაც ნუ იჩქარებთ თქვენი გარდერობის მთლიანად შეცვლას. ამ პერიოდშიც შეგიძლიათ იხმაროთ ე. წ. “გარდამავალი ტანსაცმელი” – თავისუფალი კაბები, ჰაროვანი ბლუზები და ა. შ.
📌 ორსულობის მე-5 თვე
👙 ამ პერიოდში მკერდი იზრდება და საჭირო ხდება ბიუსჰალტერის შეძენა. მთავარია ის კარგად იკავებდეს სარძევე ჯირკვლებს და ამავდროულად არ იყოს ზედმეტად მჭიდრო და მოჭერილი.
👉 ტანსაცმელი ორსულებისთვის თვეების მიხედვით – https://bit.ly/3BPRY5o
#ტანსაცმელი #ტანსაცმელიორსულებისთვის #ტანსაცმელიორსულებისთვისთვეებისმიხედვით #ორსულობა #ფეხმძიმობა #ჩაცმა #მოდა #რაჩავიცვათორსულობისას #ქალისფიგურა #ორსულთაკალენდარი #ორსულთატანსაცმელი #ორსულთატანსაცმელიამაზონზე #როგორშევარჩიოთტანსაცმელი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>

.