აკნე – ლიპიდური ცვლის დაავადება

აკნე , პოსტების სარჩევი :
          აკნე
          მუწუკები და მათი მკურნალობა
          ფეისმჭამლები და სქესობრივი მომწიფება გოგონებში 
          დიეტა აკნეს დროს
          ლანგის აკნე
საიტზე www.medgeo.net აკნე მოხსენიებულია 100-მდე პოსტში. მათ საძიებლად ისარგებლეთ საიტის  https://drugs.medgeo.net/ ქვემო ნაწილში განთავსებული სერჩით. 

აკნეაკნე (ფერიმჭამელა, acne, comedone) — თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია. იგი უმეტესად წარმოიქმნება  პუბერტულ პერიოდში. აკნე  ხასიათდება  ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით.
აკნეს  ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა. ეს იწვევს კანის ცხიმის შემდგომ შეგუბებას  სადინარებში და ხელს უწყობს იქ არსებული ჩირქმბადი მიკრობების აქტივაციას, ანთების განვითარებასა და პუსტულიზაციას. აკნეს განვითარების პროცესი ჩვეულებრივ ლოკალიზებულია სახეზე (შუბლი, ცხვირის ფრთები, ნიკაპი, ლოყები), აგრეთვე კეფაზე, ზურგზე, გულმკერდზე; ვლინდება უპირატესად კვანძოვანი ან ჩირქგროვის ხასიათის, მწვავედ ან ქვემწვავედ მიმდინარე ანთებითი გამონაყარის სახით.

რას გვთავაზობს ამაზონი აკნეს საწინააღმდეგოდ?

ყიდვისას, ამაზონზე გადადით წინამდებარე გვერდის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში თქვენს ეკრანზე გამოსხივდება ფასები რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ. ზოგჯერ 60 %-საც.
♦♦  მუწუკების გამოსადენი ინდივიდიალური ინსტრუმენტები ამაზონზე
♦♦  აკნეს საწინააღმდეგო საპნები  ამაზონზე>>  acne treatment soap
♦♦ აკნეს საწინააღმდეგო მალამოები ამაზონზე >>
♦♦ აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ამაზონზე >>

1. აკნეს დროს გამოსაყენებელი მალამოები

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო – მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას, მალამო მზადდება ვაზელინისა და სხვა ქიმიური ელემენტების გარეშე. ეს ის რეცეპტი და შემადგენლობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე წარმატებით იყენებდნენ. თურმანიძის მალამო

2. მუწუკების გამოსადენი სპეციალური, ინდივიდუალური მოხმარების  ინსტრუმენტები

მკითხველთა ყურადღება გვინდა მივაპყროთ, რომ მუწუკების (აკნეს) გამოდენა უნდა მოხდეს სპეციალური ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებლად ინდივიდუალური, პირადი მოხმარების უნდა იყოს.   თქვენი გემოვნების და შესაძლებლობების მიხედვით ისინი შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზიიდან.  ♦♦  ინსტრუმენტები ამაზონზე >>

3. აკნეს დროს გამოსაყენებელი საპნები

ცალკე უნდა აღინიშნოს სპეციალური, აკნეს საწინააღმდეგო საპნები. მათ განსაკუთრებით ხშირად იყენებენ, როცა მუწუკები (აკნე) უხერხულ, ან ინტიმურ ადგილებში უჩნდებათ, ასევე აკნეს გართულების პერიოდებში. აკნეს საწინააღმდეგო საპნების გაცნობა და გამოწერა შეგიძლიათ ინტერნეტ – მაღაზიებიდან: ♦♦  აკნეს საწინააღმდეგო საპნები  ამაზონზე>>  acne treatment soap

4. აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, დღეს აკნეს საწინააღმდეგო სხვა უამრავი საშუალება არსებობს –  შრატები, ლოსიონები, სპეციალური პლასტირები, გელები, სკრაბები და სხვ. მათი შერჩევა და გამოწერა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზიებიდან:
♦♦ აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ამაზონზე >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >> Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

აკნეს განვითარების მიზეზები

აკნეს განვითარების  მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი  სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა.

რატომ ჩნდება აკნე ?  

აკნეს გაჩენის ზუსტი მიზეზი დადგენილი არაა, მაგრამ ასახელებენ აკნეს განვითარების ხელშემწყობ შემდეგ ფაქტორებს :
➤ გენეტიკური მიდრეკილებები
➤ ორგანიზმში ტესტოსტერონის მომატება. დამახასიათებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის
➤ჰორმონულია დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია)

სებორეა
შაქრიანი დიაბეტი
ინფექციური დაავადებები
ავიტამინოზი
ნერვული გადაღლილობა
ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
შეკრულობები
ჰიპოვიტამინოზები
ენდოკრინოპათიები
კანის არასაკმარისი ჰიგიენა.
➤ ზოგიერთს აკნე უვითარდება ორსულობის დროს
➤ ზოგ წყაროში მიზეზად სახელდება კონტრაცეფტიკების არასწორი გამოყენებაც

ასაკობრივი რისკ-ჯგეფები

აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ეს იწვევს  კომედონების გაჩენას.
მეორე რიგისა, მენოპაუზის პერიოდი.

კლინიკური სურათი

აკნე ხასიათდება გამონაყრის ელემენტების ევოლუციური პოლიმორფიზმით. კომედონების (ცხიმიანი საცობები) ფუძეში წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან სხვადასხვა სიდიდისა და სიღრმის ჩირქგროვებად. ზოგიერთ შემთხვევაში დაჩირქება იწყება კანის ღრმა შრეებიდან და იწვევს რბილი, ნახევარსფეროსებრი კვანძების წარმოქმნას. პუსტულების შემცველობა შრება, წარმოქმნის ქერქებს, რომელთა მოძრობის შემდეგ რჩება მოლურჯო-ვარდისფერი ლაქები ან ნაწიბურები. ღრმა ფერისმჭამელები მტკივნეულია.

განვითარების მიმდინარეობა

აკნეს განვითარების საწყის ეტაპზე წარმოიქმნება მიკროკომედონები, არსებობს დახურული, ე.წ. თეთრი და დახურული (შავი) კომედონები. შემდეგ ეტაპზე კომედონებში, ბაქტერიების გამრავლება იწყება. ეს ანთებითი ელემენტები არის ფერისმჭამლები (აკნე). კომედონის ადგილას წარმოიქმნება 2-5 მმ დიამეტრის ვარდისფერი კვანძი – პაპულა. შემდგომ, პაპულის მწვერვალზე ჩნდება  კონუსისებრი პუსტულა. პუსტულის შიგთავსი, ჩირქოვანი ექსუდატი, ან ხმება და ქერქს აჩენს, ანდა იხსნება და კანის ზედაპირზე გამოდის. უკუგანვითარების შემდეგ პუსტულის ადგილას რჩება პიგმენტური ლაქა, ან პატარა ნაწიბური. ამდენად პატარა ფერისმჭამელამაც კი, შეიძლება კანზე ნაწიბური სამუდამოდ დაგიტოვოთ.

აკნეს სახესხვაობები:

ა) თეთრი ფერიმჭამელა (აკნე) – ,,მეფეტვია” – თეთრი ფერის, წვრილი, კვანძებია (დახურული კომედონები), რომლებიც განლაგებულია კანზე, უპირატესად ყვრიმალის ძვლების მიდამოში და იშვიათად ცხვირის ფრთებზე. თეთრი ფერიმჭამელა (დახურული კომედონი) კანის დახშული ფორებია, მცირედი ზომის ხვრელით. მათი მოცილება სამედიცინო ჩარევის გარეშე რთულია.
ბ) შავი ფერიმჭამელა (აკნე) – შავი წერტილების სახითაა (ღია კომედონები) და წარმოადგენს კანის გაფართოებულ, დახშულ ფორებს. როგორ წესი, ღია კომედონი  შავი ან მოყავისფრო-რუხი ფერისაა, რაც განპირობებულია კანის ფორებში ცხიმის ქიმიური ცვლილებით. მათი მოცილება შეუძლია ექიმს, ან კოსმეტოლოგს.
გ) ჩვეულებრივი ანუ მოზარდის ფერიმჭამელა (აკნე) – კვანძოვანი ხასიათის ანთებითი წარმონაქმნია, რომელიც განლაგებულია სახის, ბეჭთაშუა მიდამოს, გულმკერდის, კისრის კანის თმიან – ცხიმოვანი ფოლიკულების მიდამოში.
დ) აკნეს (ფერიმჭამელას) კისტოზური ფორმა – ღრმა, მტკივნეული, ჩირქით ავსებული ღრუებია; მათ შემდგომ ხშირად რჩება ნაწიბურები.

სიმძიმის მიხედვით, განასხვავებენ აკნეს 3 ხარისხს:

1. მსუბუქი – ღია ან დახურული კომედონები, ანთების გარეშე, როდესაც სახეზეა გამონაყრის დაახლოებით 10 ელემენტი;
2. საშუალო – როდესაც სახეზეა გამონაყრის 10 – დან 40 -მდე ელემენტი;
3. მძიმე – გამონაყრის 40 -ზე მეტი ელემენტია სახის კანზე, ამასთან ჩირქოვან-ანთებითი.

მკურნალობა:

აკნეს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა. აკნეს მიზეზებს ადგენს ექიმი-დერმატოლოგი.  ექიმი კოსმეტოლოგი კი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. შეიძლება თუ აკნეს მიზეზი ჰორმონული დარღვევები აღმოჩნდა, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნეს დროს მიმართავენ კანის ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, ლოსიონით, რომლებიც კომედონების საწინააღმდეგო, ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.

კვება აკნეს დროს:

ტრადიციულად თვლიან, რომ აკნესაგან  სწრაფად გათავისუფლებისათვის, სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად,   სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს კვებას. უნდა აღინიშნოს, ბოლო დროს გაჩნდა კვლევები, რომლებიც უარყოფენ  აკნეს მკურნალობასა და კვებას შორის კავშირს.
ტრადიციულად ითვლება, რომ აკნეს დროს, უპირველეს ყოვლისა –საჭიროა მკაცრი გასახდომი დიეტებისაგან თავის შეკავება. აკნეს გავრცელებას ხელს უწყობს  მჟავე, მწარე, ცხარე, წიწაკიანი საკვები, კრემიანი ტკბილეული, შოკოლადი, შებოლილი საკვები, კარტოფილი, შემწვარ–მოხრაკული. აკნესაგან განკურნებას ხელს უწყობს რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, კვერცხის   მიღება. ..იხ. აგრეთვე >>

აკნეს პროფილაქტიკა

➤ ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი რძის ნაწარმით, ხილით, ბოსტნეულით. მარილის შემცირებაც არ იქნება ურიგო.
➤ ხელი არ ახლოთ გამონაყარს – გამორწყვისას კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
➤ დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.
➤ გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც აქვს წარწერა “non comedogenic”.
➤ ერიდეთ მზის სხივებს – ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.

ვის უნდა მივმართოთ აკნეს სამკურნალოდ? დერმატოლოგს თუ კოსმეტოლოგს?

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა. მიზეზებს ადგენს ექიმი-დერმატოლოგი.  რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა, ექიმი- კოსმეტოლოგი კი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ.

პროგნოზი:

კეთილსაიმედოა; ჩვეულებრივ 20-25 წლის ასაკში აღინიშნება სპონტანური გამოჯანმრთელება. ღრმა ფორმების შემდეგ რჩება ნაწიბურები. პროფილაქტიკა ითვალისწინებს სებორეის მკურნალობას.

აკნეს მკურნალობა, როცა ექიმთან ვერ მიდიხართ

რეალურად, აკნეს გამო ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას. ახალგაზრდები გარდამავალ ასაკში – მით უმეტეს. ჩვენ უამრავი  თხოვნა მოგვდის მივაწოდოთ მასალები, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში.რჩევები, რომლებსაც სპეციალისტები გვთავაზობენ ასეთია:

➤ხშირად დაბანამ შეიძლება აკნიანი კანი გააღიზიანოს, ამიტომ დღეში მაქსიმუმ ორჯერ დაიბანეთ
➤დაზიანებული ადგილი მოიბანეთ რბილი საპნით და თბილი წყლით. ძალიან ცხელმა ან ცივმა წყალმა შეიძლება გააუარესოს აკნე
➤არ ეცადოთ შავთავა გამონაყარის გაწმენდა ან გამორწყვა. ამან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა და ასევე დატოვოს მუდმივი ნაიარევი (შრამი)
➤მოერიდეთ ზედმეტი კოსმეტიკის გამოყენებას. გამოიყენეთ წყალზე დამზადებული პროდუქტები, რომლებსაც უწერიათ რომ არის “non-comodogenic”რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქტმა
წესით არ უნდა დაბლოკოს კანის ფორები
➤მოიშორეთ კოსმეტიკა ძილის წინ
➤თუ გაქვთ მშრალი კანი, შეგიძლიათ გამოიყენოთ უსუნო, წყალზე დამზადებული დამატენიანებლები
➤მოერიდეთ კანის ხანგძლივად დაოფლვას – ოფლმა შეიძლება გააღიზიანოს აკნე. დაოფლვისას სწრაფადვე მიირეთ შხაპი
➤რეგულარულად დაიბანეთ ისე , რომ თმა არ ჩამოგივარდეთ სახეზე. გამოიყენეთ სპეციალური ქუდები

კრემები, დამატენიანებლები და წამლები ხელმისაწვდომია აფთიაქებში.  მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის.  საშუალებების ფართო არჩევანია ამაზონზე (იხილეთ ქვემოთ)
თუ აკნე მძიმეა და ლაქები გვხვდება ზურგის, მკერდისა და კისრის მიდამოშიც, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობა ანტიბიოტიკებით ან უფრო ეფექტური კრემებით, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ რეცეპტით.

1.საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com;  2. გაფრთხილება  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.  4დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


აკნელალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👩 აკნე – თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია, რაც ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით.
📍 აკნეს ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა, რაც იწვევს კანის ცხიმის შემდგომ შეგუბებას სადინარებში და ხელს უწყობს იქ არსებული ჩირქმბადი მიკრობების აქტივაციას, ანთების განვითარებასა და პუსტულიზაციას. ‼️ აკნეს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
✔️ ჰორმონული დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია);
✔️შაქრიანი დიაბეტი;
✔️ ინფექციური დაავადებები;
✔️ ავიტამინოზი;
✔️კანის არასაკმარისი ჰიგიენა;
💢 სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ აკნეს 3 ხარისხს:
➡️ მსუბუქი – ღია ან დახურული კომედონები, ანთების გარეშე, როდესაც სახეზეა გამონაყრის დაახლოებით 10 ელემენტი;
➡️ საშუალო – როდესაც სახეზეა გამონაყრის 10 – დან 40 -მდე ელემენტი;
➡️ მძიმე – გამონაყრის 40 -ზე მეტი ელემენტი სახის კანზე, ამასთან ჩირქოვან-ანთებითი ფორმის;
💭 დაინტერესდი?
👉 იხილე მეტი აკნეს მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ – https://bit.ly/3z9iHcr
#აკნე #ფერისმჭამლები #მუწუკები #ფერისმჭამლებისმოცილებაექიმისგარეშე #აკნესმიზეზები #აკნესსიმპტომები #აკნესნიშნები #აკნესპრევენცია #აკნესმკურნალობა #აკნესმედიკამენტები #ფერიმჭამელებისმკურნალობა #პოსტულები #პაპულები #აკნესფორმები #ავიტამინოზი #ჰორმონალურიდარღვევები #დერმატოლოგია #ენდოკრინოლოგია #ცხიმოვანიჯირკვლებისპათოლოგია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10 

FB-Page
FB-group