რექტოცელე

რექტოცელერექტოცელე  – ქალებისათვის ფრიად საშიში კოლოპროქტოლოგიური დაავადება. განპირობებულია სწორი  ნაწლავის კედლის საშოს მხარეს გამობერვით.
სწორი ნაწლავის არასრული დაცლის მუდმივი შეგრძნების გამო, პაციენტს უწევს ტუალეტში ხშირად  გასვლა. თუ რექტოცელე  მცირე ზომისაა, შეიძლება არანაირი სიმპტომები არ გამოვლინდეს.
დიდი ზომის გამობერილობის დროს სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ხშირად რექტოცელეს ნიშანი სწორი ნაწლავის დაცლის ფუნქციის დარღვევაა.
ამ დროს, პაციენტს რჩება სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება, ზოგჯერ საჭირო ხდება სწორი ნაწლავის, ხელსაწყოს მეშვეობით დაცლა, რომლის საშუალებითაც საშოს უკანა კედელზე დაწოლით, განავალი სწორი ნაწლავიდან გამოიდევნება.
სწორი ნაწლავის არასრული დაცლის მუდმივი შეგრძნების გამო, პაციენტს უწევს ტუალეტში ხშირად გასვლა. ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივად დაყოვნებისა   და სწორი ნაწლავის დაცლის დარღვევისას, შესაძლოა სწორ ნაწლავში ანთება  განვითარდეს.


სიმპტომები, მიმდინარეობა

რექტოცელეს სიმპტომები თანდათანობით ვლინდება და ამ სიმპტომების გამოვლენის მიზეზები სხვადასხვაგვარია. დასაწყისში, აღინიშნება სწორი ნაწლავის დაცლის რეგულარობის   დარღვევა, არასრული დაცლის შეგრძნებით, ამ დროს ავადმყოფს უწევს ხშირად გაჭინთვა.
პაციენტი იძულებულია მიიღოს საფაღარათო საშუალებები და გამოყენოს გამწმენდი ოყნები.
დროთა განმავლობაში რექტოცელე ზომებში იზრდება და თუ  საშოს უკანა კედელზე ხელით  არ დავაწვებით,  განავლის უკან, სწორი ნაწლავში დასაბრუნებლად, –  სწორი ნაწლავის დაცლა პრობლემატური ხდება.

გართულებები

იძულებითი ხანგრძლივი ჭინთვები, ანალური არხის ლორწოვანის ტრავმირების მიზეზი ხდება, რასაც შემდგომი გართულებები მოჰყვება –  ქრონიკული ჰემოროი, ანალური ნახეთქი, სწორი ნაწლავის ფისტულები, ქრონიკული კრიპტიტი და ა.შ. რექტოცელეთი დაავადებულ ბევრ ქალს, შეიძლება ასევე ქონდეს, რექტოცელეს თანმხლები სხვა  დაავადებები.
რექტოცელეს თანმხლებ დაავადებებს მიეკუთვნება — ცისტოცელე, რომლის დროსაც შარდის ბუშტის კედელი გამობერილია საშოს კედელში, ან ენტეროცელე, რომლის დროსაც ხდება წვრილი ნაწლავის კედლის საშოს კედელში გამობერვა. რექტოცელეს სიმპტომები და პათოლოგია ასევე შეიძლება იყოს, საშვილოსნოს გამოვარდნის მიზეზი.


რექტოცელეს განვითარება

რექტოცელეს განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზები –  ორსულობა და მშობიარობაა,  რაც, ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში, საშოს დამჭერი კუნთებისა და იოგების გაწელვასა და მოდუნებასთანაა დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე, დაავადების გამოვლინების მიზეზები, დაკავშირებულია ქალის ორსულობისა და მშობიარობის რაოდენობაზე , რომლის ზრდასთან ერთად, იზრდება რექტოცელეს განვითარების რისკი.
მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ნამშობიარევ ქალს ექნება რექტოცელე. ყველაფერი დამოკიდებულია დამჭერი აპარატის —  კუნთების, ფასციების და იოგების ნორმალურ ფუნქციონირებასა და მდგომარეობაზე.
დამჭერი აპარატი, ზოგიერთ ქალს განსაკუთრებით გამძლე აქვს და მასზე ზემოქმედებით, ცვლილებებს ნაკლებად განიცდის, ამიტომ რექტოცელეს სიმპტომები ასეთ ქალებში საერთოდ არ გვხვდება.
რექტოცელეს განვითარების გაცილებით ნაკლები რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებიც  საკეისრო კვეთის გზით მშობიარობენ.
რექტოცელეს განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს რექტოვაგინალური კედლის ცვლილებები, ანუსის ამწევი კუნთების ტონუსის ცვლილებები, მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირების დარღვევები, გამოხატული ხანგრძლივი ყაბზობით, შორისის კუნთების და იოგების თანდაყოლილი პათოლოგია, ანალური სფინქტერის ფუნქციის ცვლილებები.
ქალის ზოგიერთი სასქესო ორგანოების დაავადებები, ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული — რექტოვაგინალური კედლის დისტროფია და მენჯის კუნთების ატროფია, გახანგრძლივებული და გამოხატული ხველა — ქრონიკული ბრონქიტის დროს, სიმსუქნე, ან სიმძიმეების რეგულარულად აწევა.


მკურნალობა

რექტოცელეს მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდით.
რექტოცელეს კონსერვატიული მკურნალობის ძირითადი მიზანია — სწორი ნაწლავის ფუნქციის და მოტორიკის აღდგენა და სიმპტომების აღმოფხვრა.
ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, კონსერვატიული მკურნალობა ტარდება როგორც ოპერაციის წინ, ასევე ოპერაციის შემდგომაც.
სწორი ნაწლავის მოტორიკის გაუმჯობესებას ხელს უწყობს დიეტა, დიდი რაოდენობით უჯრედისის  შემცველი პროდუქტების მიღებით, რაც ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას და ოსმოსური საფაღარათო საშუალებების მიღება, რომლებსაც აქვთ წყლის «შეწოვის» ეფექტი, შედეგად განავლოვანი მასები ხდება მეტად მოძრავი.
პროკინეტური პრეპარატები, ასტიმულირებენ სწორი ნაწლავის მოტორიკას, ეუბიოტიკები კი, ნაწლავური ფლორის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად გამოიყენება.
ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე, ტარდება კონსერვატიული მკურნალობა, სწორი ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზაციისათვის.
დაავადების საწყის სტადიაზე სამკურნალო ფიზკულტურაც ეფექტურია.
ვარჯიში მიმართულია მენჯის კუნთების გამაგრებაზე, ნაწლავების მუშაობის ნორმალიზაციასა და ყაბზობის თავიდან აცილებაზე.
რექტოცელეს მკურნალობისას ქირურგიული ჩარევა ტარდება დაავადების მეორე და მესამე დონეზე. მაგრამ, რექტოცელეს ოპერაციულ მკურნალობას ჩვენებებთან ერთად, უკუჩვენებებიც გააჩნია.
რექტოცელეს ქირურგიული მკურნალობა არ ტარდება, თუ ავადმყოფს აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, როდესაც არსებობს გართულებების განვითარების რისკი, ოპერაციის დროს და მის შემდგომ.
თუ არსებობს რექტოცელეს ოპერაციული მკურნალობის უკუჩვენება, გამოიყენება კონსერვატიული მეთოდიკა, სამკურნალო ტანვარჯიშის  და პესარის ტარების სახით, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ შინაგანი სასქესო ორგანოების ან საშვილოსნოს  გამოვარდნა.


რექტოცელეFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 რექტოცელე – ქალებისათვის ფრიად საშიში კოლოპროქტოლოგიური დაავადება, რომელიც განპირობებულია სწორი ნაწლავის კედლის საშოს მხარეს გამობერვით
🚽 სწორი ნაწლავის არასრული დაცლის მუდმივი შეგრძნების გამო, პაციენტს უწევს ტუალეტში ხშირად გასვლა

◼️ თუ რექტოცელე მცირე ზომისაა, შეიძლება არანაირი სიმპტომები არ გამოვლინდეს.
⬛️ დიდი ზომის გამობერილობის დროს სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული:
➡ სწორი ნაწლავის დაცლის რეგულარობის დარღვევა, არასრული დაცლის შეგრძნებით;
➡ პაციენტი იძულებულია მიიღოს საფაღარათო საშუალებები და გამოყენოს გამწმენდი ოყნები;
🖇 რექტოცელეს შეიძლება მოჰყვეს მთელი რიგი გართულებები, მათ შორის:
✔️ ქრონიკული ჰემოროი;
✔️ ანალური ნახეთქი;
✔️ სწორი ნაწლავის ფისტულები;
✔️ ქრონიკული კრიპტიტი
👉 შეიტყვეთ მეტი რექტოცელეს შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3QuLsG6
#რექტოცელე #რექტოცელესსიმპტომები #რექტოცელესნიშნები #რექტოცელესგანვითარება #რექტოცელესმკურნალობა #რაარისრექტოცელე #ცისტოცელე #ქრონიკულიჰემოროი #ბუასილი #ანალურინახეთქი #სწორინაწლავისფისტულები #ქრონიკულიკრიპტიტი #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #რექტოცელესქირურგიულიმკურნალობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია)