პროქტოლოგიური გამოკვლევა – სინჯი საღებავით

პროქტოლოგიური გამოკვლევა – სინჯი  საღებავით 

სინჯი საღებავით –  რა დროს მიმართავენ პროქტოლოგიური კვლევის ამ მეთოდს, ჩატარების მეთოდიკა,  თავისებურებები, პროცედურის მსვლელობა >>>>

სინჯი საღებავით –  გამოკვლევის მეთოდი, რომელიც სწორი ნაწლავის,  პარარექტალური ქსოვილის და გავა — კუდუსუნის მიდამოს, მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებების, გამოსაცნობად და დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის  გამოიყენება, ასევე  შეუფასებელ დახმარებას უწევს კოლოპროქტოლოგს ოპერაციული ჩარევების დროს.

სინჯი საღებავით ჩვეულებრივ პარაპროქტიტის, კუდუსუნის ეპითელიალური ფისტულის, მენჯის ტერატოიდული წარმონაქმნებისას და სხვა, ფისტულების წარმოქმნით გართულებული დაავადებების დროს გამოიყენება.

სინჯი საღებავით არამხოლოდ შეცვლილი ქსოვილების ზუსტი კონტრასტირების საშუალებას იძლევა, არამედ ანტისეპტიური მოქმედებაც გააჩნია.

საღებავით სინჯის ჩატარების მეთოდიკა, მარტივია, მაგრამ გააჩნია თავისებურებები.  წინასწარი ფრთხილი ზონდირების შემდეგ, საღებავი ნივთიერება, შეჰყავთ ფისტულაში შპრიცით, მისივე კანულის ან ბლაგვი ნევსის მეშვეობით. ამ დროს შპრიცი  მჭიდროდაა  მიბჯენილი ფისტულის ხვრელის გარშემო ქსოვილებზე.

ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის აღმოსაჩენად, ანუ შიგნითა ხვრელის მარკირებისათვის,  რამდენიმე ხერხი არსებობს. ანალური არხის ფარგლებში ფისტულის შიგნითა ხვრელის გამოსავლენად, ნაწლავის  სანათურში შეყავთ დოლბანდის ტამპონი, შემდეგ კი ატარებენ სინჯს. სინჯის შედეგების შეფასება ხდება ტამპონის ნაწლავიდან გამოღების შემდეგ, ამასთან,  ტამპონი ნაწლავიდან ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ შეიცვალოს მისი პირვანდელი მდებარეობა ანალური არხის კედლებთან მიმართებაში. ფისტულის არსებობასა და მისი შიგნითა ხვრელის მდებარეობაზე მსჯელობენ, დოლბანდზე საღებავის ლაქის მიხედვით .

ფისტულის არხის სწორი ნაწლავის ამპულარულ ნაწილთან კავშირზე ეჭვისას, სინჯი საღებავით  უმჯობესია ჩატარდეს  ენდოსკოპიასთან (რექტორომანოსკოპიასთან) ერთდროულად, ან მის  შემდეგ.

ერთჯერადი გამოკვლევით დადებითი შედეგის მიღწევა ხშირად ვერ ხერხდება. როგორც წესი,  ეს გვხვდება ქრონიკული პარაპროქტიტის დიაგნოსტიკის დროს.

ამიტომ, საეჭვო შემთხვევებში სინჯი საღებავით, საჭიროა რამდენჯერმე გამეორდეს.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.