პირველი წიგნები

პირველი წიგნები

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ საბავშვო წიგნები, სახატავები, პაზლები და სხვ. ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ჩვენს საიტზე ბავშების საკითხავის შესახებ რამდენიმე სტატიის წაკითხვა შეიძლება. ამჯერად გთავაზობთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც იმ პატარებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც კითხვა არ იციან, თუმცა მშობელს აქვს სურვილი ბავშვი ამ ასაკიდანვე შეაჩვიოს წიგნთან ურთიერთობას.
წიგნის მაღაზიებში 2-5 წლის ბავშვების განსავითარებელი ყველა სახის გამოცემის ნახვა შეიძლება.
მათი უმეტესობა მუყაოს ფურცლებითაა აკინძული, რათა თამაშში გართულმა, წიგნს შეუჩვეველმა ბავშვმა ის არ დააზიანოს, ან თავად ბავშვმა არ მიიღოს დაზიანება თხელი ფურცლის ბასრი ნაპირებისგან. ყველა ხარისხიან გამოცემას ახლავს დადასტურება, რომ ფურცლები ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული და გამოყენებულია მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არასაზიანო საღებავი. მათი გამოწერა ასევე შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“. შესაბამის განყოფილებაზე გასასვლელად იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

სტიკერებიანი წიგნები

არის გამოცემები, რომლებსაც ე.წ. მრავალჯერადი სტიკერები მოჰყვება. ანუ კონტურებით დახატული გამოსახულებას ვავსებთ არა ფერადი ფანქრებით, არამედ მზა შაბლონებით (როგორც წესი, მაგნიტური). ზოგი მსგავსი გამოცემა არჩევანის საშუალებას იძლევა. ვთქვათ, გოგონას კონტურს შეგვიძლია სხვადასხვა ფერისა და ფორმის კაბა ან ვარცხნილობა მოვარგოთ და ასე შემდეგ. ასეთი წიგნების გამოყენება ბავშვისთვის მახსოვრობის გასავარჯიშებლადაც შეგვიძლია. დაე, დაიმახსოვროს, რა ფერის კაბა ეცვა დახატულ გოგონას, შემდეგ კაბა \”გახადეთ\” და ბავშვს სთხოვეთ, იგივე ტანსაცმელი მოარგოს.

ილუსტრირებული ლექსიკონი

1-დან 3 წლამდე ბავშვი სიტყვების გარკვეულ მარაგს აგროვებს, დროთა განმავლობაში კი საგნების კლასიფიცირებას ახერხებს. სწავლობს, რომ ცხენი ცხოველია, ჯამი კი ჭურჭელი. სწორედ ამ დროს უნდა დაიხმაროთ პირველი ლექსიკონი, სადაც სიტყვები ილუსტრაციებთან ერთადაა მოცემული. მაგალითად, ხატია სხვადასხვა სახის ბოსტნეული და მიწერილი აქვთ მთელი სიტყვა ან პირველი ასო. დაახლოებით იგივე დატვირთვა აქვს თემატურ ილუსტრირებულ ლექსიკონებსაც, მაგალითად, სოფელზე, მეკობრეებზე, აფრიკაზე, ოკეანის სიღრმეებზე და ასე შემდეგ.

კუბიკები

ყველა ბავშვისთვის ნაცნობი და საყვარელი გასართობი. ეცადეთ, ისეთი ნაკრები შეარჩიოთ, რომელსაც გვერდებზე ცხოველები, ანბანი ან სხვა ნახატები ახატია. შესთავაზეთ ბავშვს კუბიკები ფერების მიხედვით ან თემატურად დაალაგოს. მაგალითად, ცხოველები, ფრინველები და ასე შემდეგ.

გასაფერადებელი

ხატვა ყველა ბავშვს უყვარს. ხატავენ თავისებურად, ფერებისა და ფორმების განსაკუთრებული აღქმით. ასეთ დროს ძალიან გარგია გასაფერადებლები. ეცადეთ, ისეთი გასაფერადებელი შეარჩიოთ, რომელსაც მსხვილკონტურიანი ნახატი ექნება, ხოლო ეს ნახატი თქვენი ბავშვისთვის ნაცნობი პერსონაჟი, ცხოველი ან სხვა რამ იქნება. ცხადია, ნახატზე გამოსახული ფიგურა ან პერსონაჟი პოზიტიურ განწყობას უნდა ტოვებდეს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გასაფერადებელი მასალა ბუნებრივ საფუძველზე უნდა იყოს დამზადებული. ასეთი ფანქრები ან მარკერები წიგნის მაღაზიების საბავშვო განყოფილებაში იყიდება.

პაზლები

პაზლები ბავშვებს არა მხოლოდ ართობს, არამედ დიდი ხნის განმავლობაში აკავებს კიდეც, რაც თქვენც მოგცემთ განტვირთვის საშუალებას. არსებობს ხის პაზლები: სიბრტყეზე ამოჭრილია ფიგურები, რომლებსაც ბავშვმა შესაბამისი ფორმის დეტალი უნდა მოარგოს. ამ პაზლის შევსების შემდეგ პატარა სიუჟეტს ვიღებთ. ცხადია, საუკეთესო ვარიანტია კლასიკური პაზლები. მათ სპეციალურად სქელი მუყაოსგან ამზადებენ და ნაწილების რაოდენობაც ნაკლებია (მაქსიმუმ 10-12). ეცადეთ, ბავშვისთვის კარგად ნაცნობი გამოსახულების მქონე პაზლი აარჩიოთ, რათა მისი აწყობა არ გაუჭირდეს და საქმე შუა გზაზე არ მიატოვოს.

პაზლები ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის ინტერნეტმაღაზიებში >>

აღებულია: http://skolebi.com/