პურის ერთეულები

პურის ერთეულები

მოცემული ჩამონათვალის გამოყენებით საკვების მიღება შესაძლოა დაგეგმოთ დღის ნორმით გათვალისწინებული პურის ერთეულების მიხედვით >>>>

პურის ერთეულები 

  1. დღის განმავლობაში, ნახშირწყლები სასურველია მივიღოთ სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად: ცომეული, ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები. ამგვარად კვება იქნება უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
  2. უპირატესობა უნდა მიენიჭოს არარაფინირებულ, უჯრედისით მდიდარ ნახშირწყლებს (რაფინირებული ნახშირწყლები – ე.წ. „თეთრი“ ნახშირწყლები, როგორიცაა შაქარი, თეთრი ფქვილი და მისი ნაწარმი, თეთრი ბრინჯი, ნაკლებად სასარგებლოა. ისინი თითქმის მთლიანად და სწრაფად იწოვება და შესაბამისად, სისხლში შაქრის დონე მაღლა იმატებს. იგივე ხდება არარაფინირებული ნახშირწყლების შემთხვევაშიც, თუმცა ისე მკვეთრად არა, როგორც რაფინირებულის მიღებისას).
  3. პურის ერთეული არის პირობითი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საკვების იმ რაოდენობას, რომელშიც შედის 12,5 გ. ნახშირწყლები. ანუ 1 პ.ე. = 12,5 გ ნახშირწყალს.
  4. უნდა აირჩიოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან 3 სახელწოდება თქვენი გემოვნების და სურვილის მიხედვით
  5. პური და პურის პროდუქტები, ფაფები 1პ.ე. = 60კკალ, ცომეული 1პ.ე. = 70კკალ
  6. ნახშირწყლებით მდიდარი ბოსტნეულის შემთხვევაში 1პ.ე. = 75კკალ
  7. კარტოფილი და კარტოფილის ნაწარმი – დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით, 1პ.ე. = 50-დან 110კკალ
  8. ახალი ხილი და ჩირი: 1პ.ე. = 60 კკალ, რძე და რძის პროდუქტები (ცხიმიანობის მიხედვით) –1პ.ე. = 90-დან 170კკალ

.

სახელწოდება მილილიტრი/გრამი რაოდენობა კკალორია

რძის პროდუქტები

რძე (ცხიმიანობა 3.6%) 250 მლ 165
რძე (ცხიმიანობა 0.5%) 250 მლ 160
მაწონი (ცხიმიანობა 0-1.8%) 250 მლ 160
იორგურტი (ცხიმიანობა 3.6%) 250 მლ 165
იორგურტი (ცხიმიანობა 0-1%) 250 მლ 160
კეფირი (ცხიმიანობა 0- 1.8%) 250 მლ 160

თხილეული

არაქისი 60 გრ 375
თხილი 90 გრ 590
ნუში 90 გრ 385
ნიგოზი 90 გრ 6 ლებანი 160
წაბლი 40 გრ 3ცალი 55

ხილი

ვაშლი 100 გრ 1 ცალი 60
ბანანი (ქერქით) 80 გრ ნახევარი 50
მსხალი 100 გრ 1 ცალი 60
მაყვალი 140 გრ 60
მარწყვი 160 გრ 60
გრეიფრუტი (ქერქით) 150 გრ ნახევარი 50
ანანასი (გაფცქვნილი) 90 გრ 1 ნაჭერი 50
ჟოლო 130 გრ 55
ნესვი (ქერქით) 320 გრ 50
ალუბალი(კურკით) 90 გრ 20 ცალი 60
კივი 130 გრ 1.5 დიდი 55
ლიჩი 90 გრ  7 ცალი 55
მანდარინი (ქერქით) 150 გრ 1 დიდი 55
მანგო 80 გრ მეოთხედი 55
გარგარი (კურკით) 120 გრ 2 დიდი 55
გარგარის ჩირი (კურკით) 120 გრ 4-5 ცალი 50
ატამი (კურკით) 170 გრ 1 ცალი 50
მოცხარი 120 გრ 55
ფორთოხალი (ქერქით) 130 გრ 1 ცალი 50
ნექტარინი (ვაშლატამა) 120 გრ 1 ცალი 55
ქლიავი 80 გრ 3-4 ცალი 50
საზამთრო (ქერქით) 290 გრ 1 ნაჭერი 50

ბოსტნეული

სტაფილო 75 გრ 2 დიდი 60
ჭარხალი 140 გრ 60
ლობიო (მშრალი) 25 გრ 2 სუფრის კოვზი 65
ლობიო (მოხარშული) 50 გრ 4 სუფრის კოვზი 65
ბარდა (მშრალი) 25 გრ 2 სუფრის კოვზი 70
ბარდა (მოხარშული) 250 გრ 4 სუფრის კოვზი 65
მწვანე ბარდა 120 გრ 7-8 სუფრის კოვზი 80
ოსპი (მშრალი) 25 გრ 6-7 სუფრის კოვზი 65
ოსპი (მოხარშული)  25 გრ 2 სუფრის კოვზი 55
სოიო (მშრალი) 40 გრ 2-3 სუფრის კოვზი 55
სიმინდის მარცვლები  25 გრ 65
მწვანე ლობიო 120 გრ 7-8 სუფრის კოვზი 80

 

გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგი ბოსტნეული პრაქტიკულად არ შეიცავს ნახშირწყლებს, დასაშვებია, რომ ისინი დღეში რამდენჯერმე, 200–გრამიანი ულუფებით მივიღოთ პურის ერთეულების დათვლის გარეშე. ეს პროდუქტებია: ავოკადო, ვარდკაჭკაჭა, კიტრი, გოგრა, ბოლოკი, ნებისმიერი მწვანილი, ისპანახი, მწვანე სალათი, ბროკოლი, თეთრი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, კომბოსტოს მწნილი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მწვანე ლობიო – მარცვლების გარეშე, ბადრიჯანი, ყაბაყი, ყველანაირი სახის სოკო.

 

სახელწოდება მილილიტრი/გრამი რაოდენობა კკალორია

წვენები

სტაფილოს 200 მლ 1 ჭიქა 60
ტომატის 300 მლ 1.5 ჭიქა 60
ხილის ხილის წვენში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ამიტომ ერთი მეოთხედი ჭიქა წვენი უნდა გააზავოთ გადადუღებული წყლით. გაუზავებელი წვენის დალევა შესაძლებელია მხოლოდ ჰიპოგლიკემიის („შაქრის დავარდნის“) შემთხვევის დროს, როდესაც სისხლში შაქრის დონე დაიწევს 70 მლგ/დლ ზე

პური და ცომეული

დიეტური პური 25-30 გრ 1 ნაჭერი
შავი პური 30-40 გრ 1 ნაჭერი
რუხი პური 30- 40 გრ 1 ნაჭერი
თეთრი პური 25- 30 გრ 1 ნაჭერი
ორცხობილა (უშაქრო) კრეკერი 15 გრ 2-3 ცალი
ფანოვანი ცომი 35 გრ
საფუარიანი ცომი 35 გრ
გაღვივებული ხორბლის პური 40 გრ 1 ნაჭერი
„ხლებცები“ ორცხობილა პურის 15 გრ 2-3 ცალი
სიმინდის ფქვილი 15 გრ 1 სუფრის კოვზი
მჭადი 30 გრ 1 პატარა

ბურღულეული და ფაფები

წიწიბურა 15 გრ 2 სუფრის კოვზი 50
სხვადასხვა ბურღულეული 15 გრ 1.5 სუფრის კოვზი 55
შვრია (ჰერკულესი) 20 გრ 2 სუფრის კოვზი 75
ჭვავის ფქვილი 20 გრ 2 სუფრის კოვზი 50
ხორბლის ფქვილი 15 გრ 1 სუფრის კოვზი 50
ხორბალი 20 გრ 2 სუფრის კოვზი 65
ბრინჯი (მშრალი) 15 გრ 1 სუფრის კოვზი 50
ბრინჯი (მოხარშული) 50 გრ 2 სუფრის კოვზი 55
სიმინდის ფქვილი 15 გრ 2 სუფრის კოვზი 50
მაკარონი (მოხარშული) 50 გრ 4 სუფრის კოვზი 55
ვერმიშელი უმი 50 გრ 2 სუფრის კოვზი 55
მაკარონი ბრინჯის უმი 50 გრ 3 სუფრის კოვზი 55
სპაგეტი (მოხარშული) 50 გრ 4 სუფრის კოვზი 55

კარტოფილი

მოხარშული (კანით ან კანის გარეშე, შემწვარი ცეცხლზე) 75-80 1 ცალი საშუალო 55
კარტოფილი ფრი 35-40 12 ცალი 90
კარტოფილის პიურე 90 2-3 სუფრის კოვზი 80
ახალი კარტოფილი (მოხარშული) 140 80

მზა საკვები გათვლილი პურის ერთეულების მიხედვით – 1 პე

ბლინი 1.5 ცალი 100 გრ
პელმენი 4 ცალი
ხინკალი  2 ცალი
ხორციანი ღვეზელი 1 ცალი
ხაჭაპური 1 ნაჭერი
კოტლეტი  2 ცალი
ვინეგრეტი (ოლივიე) 1 ჭიქა 200 გრ
წითელი ლობიო, ნიგვზიანი ლობიო 1 ჭიქა 200 გრ
მწვანე ლობიო პომიდვრით 1.5 ჭიქა 300 გრ
ხორცის სოუსი 1 ჭიქა 200 გრამი
ბოსტნეულის სალათი (მაიონეზის გარეშე) 1 თეფში
აჯაფსანდალი კარტოფილით 1 პატარა თეფში
გუფთა (საშუალო) 2 ცალი
ტოლმა ვაზის ფოთოლში (პატარა ზომის) 5 ცალი

 ხილიდან უნდა მოერიდოთ: ყურძენს, კარალიოკს, ხურმას, ლეღვს. ჩირი შესაძლებელია რომ მიირთვათ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, მაგალითად, მხოლოდ 6-7 ცალი პატარა გარგარის ჩირი. ერთ ჯერზე არ არის რეკომენდირებული 20-30 გრამზე მეტი ჩირის მიღება.

კერძები, როგორიცაა ბადრიჯნის ხიზილალა, ბადრიჯნის კერძები კარტოფილის გარეშე, ხორცეული, თევზი, წვნიანი კარტოფილის, ბრინჯის ან მაკარონის გარეშე და სოკო არ შეიცავენ პურის ერთეულებს. 

სტატია მოამზადა ელენე შელესტოვამ

http://welfarefoundation.org.ge/

_________________________________________

გადასვლა >>>> ,,ენდოკრინოლოგია“; ,,ენდოკრინოლოგია. უფასო დისტანციური კონსულტაციები”

.

 

Share this...Share on Facebook
Facebook