ანალიზები და კვლევები შაქრიანი დიაბეტის დროს

ანალიზები და კვლევები შაქრიანი დიაბეტის დროს

 თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, ქვემოთ მითითებულია ის ანალიზები და კვლევები, რომლებიც რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ. მაშ ასე, წაიკითხეთ ყურადღებით:

ექიმთან ყოველი ვიზიტის დროს:

  1.  გაისინჯეთ არტერიული წნევა
  2. აიწონეთ, გაისინჯეთ წელის გარშემოწერილობა, სხეულის მასის ინდექსი
  3. დაითვალიერეთ  ტერფები (ყოველდღიურად თავად დაითვალიერეთ და ნებისმიერი ცვლილებისას, იქნება ეს შეწითლება, შესივება, კანის გამოშრობა თუ დახეთქვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს).

ყოველ ორ-სამ თვეში:

  1.  მოინახულეთ თქვენი მკურნალი ექიმი-დიაბეტოლოგი
  2. ჩააბარეთ გლიკოზირებული ჰემოგლობინის ანალიზი (ეს ანალიზი სასურველია გაკეთდეს 1,5–2 თვეში ერთხელ)
  3. მიაკითხეთ დიეტოლოგს, ჩაიტარეთ სხეულის კომპოზიციის ტესტი დასაჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანეთ კვების რეჟიმში.

6 თვეში ერთხელ:

  1. ვიზიტი სტომატოლოგთან
  2. ვიზიტი განმანათლებელთან
  3. გულ-სისხლძარღვთა სიტემის, ფილტვების, კანისა და საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრული გამოკვლევა.
  4. ტერფების გამოკვლევა – გარეგნული დათვაიერება, პულსაციის , მგრძნობელობის განსაზღვრა, ნეიროტესტი, ანგიოგრამა
  5. ლიპიდური პროფილის ანალიზი
  6. თირკმელების მდგომარეობის განსაზღვრა – მიკროალბუმინურია, კრეატინინი, შარდოვანა
  7. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს თიროიდლი პათოლოგიების სკრინინგი, ტიპი 2-ის დროს -თიროიდული სტატუსის განსაზღვრა დიაბეტის დიაგნოზის დასმისთანავე და შემდგეგ 5 წელიწადში.
  8. თვალის ფსკერის დაავადება გაფართოებული გუგების ფონზე
  9. ღვიძლის ფერმენტების ანალიზი
  10. გრიპის საწინააღმდეგო აცრა.

დიაბეტის რაიმე გართულების არსებობის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს (2–3 თვეში ერთხელ).

სხვა გამოკვლევები, მაგ. ავთვისებიანი პათოლოგიების სკრინინგი, რეგულარულად უნდა ხდებოდეს, ასაკისა და სქსის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ კავშირში არ არის დიაბეტის მართვასთან, აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანმთელობა შეინარჩუნოთ. თუ რამე დამატებით გაინტერესებთ, თქვენს მკურნალ ექიმს ჰკითხეთ, კიდევ რომელი ანალიზების გაკეთება იქნებოდა სასურველი.

რაც შეეხება გლუკოზის კონტროლს, რეგულარულად, ხშირად უნდა მოხდეს. გაცილებით ხელსაყრელია და ეფექტურია საკუთარი გლუკომეტრის შეძენა და თვითკონტროლის წარმოება.

სტატია მომზადა ელენე შელესტოვამ

home

_________________________________________

გადასვლა >>>> ,,ენდოკრინოლოგია“; ,,ენდოკრინოლოგია. უფასო დისტანციური კონსულტაციები”