როგორ შევარჩიოთ საბავშვო კბილის ჯაგრისი

კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორად შერჩეული საბავშვო კბილის პასტა და ჯაგრისი. მშობლების გარკვეული ნაწილი არც ფიქრობს, რომ ბავშვებს საკუთარი ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ და მათ კბილებს თავიანთი კბილის პასტით და ჯაგრისით უხეხავენ. დღეისათვის საბავშვო ჰიგიენური საშუალებების უზარმაზარი არჩევანია წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე, მაგრამ ყველას არ შეუძლია მისი სწორად შერჩევა. ასევე, მათი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“. შესაბამის განყოფილებაზე გასასვლელად იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტი.

საბავშვო კბილის ჯაგრისი 

<<,,ამაზონის” ბავშვის კბილის ჯაგრისის განყოფილება>>

<<,,ამაზონის” ბავშვის კბილის პასტების განყოფილება>>

კბილის ჯაგრისი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან: სახელური, სამუშაო ზედაპირი და ყელი. სახელური უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვს შეეძლოს მისი მოხერხებულად დაჭერა. ამიტომ სასურველია ბავშვიც ჩართოთ მის არჩევაში. სამუშაო ზედაპირი უნდა წვდებოდეს საშალოდ 2 კბილს. აგრეთვე მოსახერხებელია ელექტრული ჯაგრისიც.

<<,,ამაზონის” ბავშვის ელექტრული კბილის ჯაგრისის განყოფილება>>

კბილის ჯაგრისები  იყოფა ჯაგრულების სიხისტის მიხედვით: ძალიან რბილები, რბილები, საშუალო სიხისტის, მაგრები და ძალიან მაგრები. გვინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს ჯაგრისები ძალიან რბილიდან საშუალომდე.

<<,,ამაზონის” ბავშვის კბილის ჯაგრისის სადგამების განყოფილება>>

ყველაზე პატარებისათვის არსებობს სპეციალური, თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრულები – პირველი კბილებისა და ენის გასაწმენდად.

<<,,ამაზონის” ბავშვის თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრისების განყოფილება>>

უმჯობესია შევიძინოთ ჩოთქი ხელოვნური ჯაგრულებით, ეს რჩევა არა მხოლოდ საბავშვო არამედ დიდების ჯაგრისებსაც ეხება. ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს მკვეთრი ფერების, ლამაზი ჯაგრისი, რათა კბილების ხეხვა სასიამოვნო თამაშად იქცეს. არ დაგვავიწყდეს, რომ კბილის ჯაგრისები გამუდმებით უნდა ვცვალოთ, რადგან მათზე რჩება საჭმლის ნარჩენები და მიკროორგანიზმები კბილის ნადებიდან. კბილის ჯაგრისი სასურველია გამოიცვალოს ყოველ 2-3 თვეში. ნუ გააკეთებთ შეღავათებს საკუთარ და მით უმეტეს თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე. საჭიროების დროს და სტომატოლოგის რჩევით, სასურველია კბილის საწმენდი ძაფების გამოყენება.

<<,,ამაზონის” ბავშვის კბილის საწმენდი ძაფების განყოფილება>>

გადავიდეთ ჰიგიენური პროცედურის, არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომლის გარეშეც ყველა ჩატარებული პროცედურის ეფექტი მცირდება.

აღებულია: http://orthodont.ge/tpaste.htm

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”