ქართველი თინეიჯერები

ქართველ თინეიჯერები (ძირითადად გოგონები) და მათი კუმირები

ძვირფასო მკითხველებო, გადავწყვიტე ცოტა სახალისო პოსტი დამეწერა, ამ პოსტში შევეხები ქართველ თინეიჯერებს (ძირითადად გოგოებს) და მათ კუმირებს, მოკლედ რომ ვთქვა ვისაუბრებ იმ ადამიანებზე და იმ ნივთებზე რომელთა სიყვარეულის გარეშე ქართველი თინეიჯერი გოგონა ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია!

twilight  ბინდი, ასე ეწოდება 2008 წელს გადაღებულ ფილს. ამ ფილმა მსოფლიოს ახალგაზრდობა გადარია, შოკში ჩააგდო. რათქმა უნდა ეს ფილმი ქართველმა თინეიჯერებმაც აიტაცეს. ანდა როგორ არ შიეძლება ისეთი ფილმი არ მოგწონოს სადაც გოგოს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ბიჭი მოსწონს, რომლებიც ერთმანეთზე სიმპატიურები არიან (რომელია მათ შორის უფრო სიმპატიური? ამ კითხვაზე დღესაც მიდის დავა და მეცნიერები ადასტურებენ რომ ამის გარკვევას საუკუნეები დაჭირდება). ერთ-ერთი ბიჭი ძალზედ ორიგინალურია, ხან მგელია ხან მექსიკელი. გოგო ამ ბიჭს ბოლომდე ვერ ენდობა, მართალია მოწონს მექსიკელები მაგრამ რო შეუყვარდეს და მერე მგლის ლეკვები ეყოლოს? . ამ საცოდავს მეორე ბიჭშიც არ გაუმართლა, ის ვამპირია ოღონდ ჩვეულებირივი კი არა როგორც აქამდე სხვადასხვა ფილმებით ვიცოდით, არამედ სრულიად ახალი 2008 წლის გამოშვება, მისი ფუნქციებია ტროლეიბუსივით სიარული ტყეში, და მზის შუქზე ბრწყინვა.

სამწუხაროდ გოგოს მზის შუქზე კანი უღიზიანდება და ამიტომ არ რისკავს, ხომ შეიძლება ბავშვები ალერგიულები დაიბადნონ ამის გამო მამასავით სიმპატიურები არ იყვნენ, თან ელექტროენერგია გაძვირდა, ბავშვებს კი სუ თამაში უნდათ და ხშირად დაჭირდებათ დატენვა. ამ მიზეზების გამო ჯერ-ჯერობით 3 სერიაა გადაღებული ამ საინტერესო ფილმისა, რეჯისორი ქატრინ ჰარდვიკი იმედოვნებს 23_ე სერიაში გოგო თავის არჩევანს გააკეთებს ხოლო 24_ე სერიაში დაიღუპება. ქართველ თინეიჯერ გოგოებს ძალიან მოწონთ ეს ფილმი, გახსნილი აქვთ ამ ფილმის ფანკლუბი, და ვებგვერდი, ისინი აპირებენ ამ ფილმის ყველა სერიის ყურებას რათქმა უნდა თუ მაგდენ ხანს შეძლებენ ცხოვრებას.

 justin bieber    ეს კიდე სულ ცხელ-ცხელი ვარსკვლავია, ქართველი თინეიჯერების რისხვა და ოცნება, მისტერ სიმპატიურობა, მისტერ ხმა, მისტერ სილამაზე და მისტერ საბავშვო ბაღი. იშვიათობაა საქართველოში გოგო რომელსაც მისი სურათი არ უდევს სოციალურ ქსელზე ამით იგი ყველას აგებინებს თუ როგორ ძლიერად უყვარს ჯასტინი, მაგრამ სურათის ატვირთვა იმას კი არ ნიშნავს რომ ყველას შეუძლია ამ სურათის ნახვა და ნებისმიერი კომენტარის დატოვება? ნურას უკაცრავად! სურათს გამაფრთხილებლად და საყვარლად აწერია: მარტო ჩემიიი, ჩემი ოცნებაა, ჩემი კაციი, ჩემი სიცოცხლე, მიყვარხარ, ან ამდაგვარი სიყარულის გამომხატველი ფრაზა.

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/01/09/ქართველ-თინეიჯერები-ძირ/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.

Share this...Share on Facebook
Facebook