პატივი ვცეთ ერთმანეთის მოსაზრებებს!!!

პატივი ვცეთ ერთმანეთის მოსაზრებებს!!!

როგორც ჩანს ასაკი თინეიჯერებს ზედმეტის უფლებას აძლევს. საკუთარ თავს ყველაზე წინ  ვაყენებთ (სხვა აღარ არსებობს), ჩვენი აზრები და იდეები ყოველთვის საუკეთესოა (სხვა სულ ცდება). საკუთარი “მე”-ს ასეთი “ამაღლება” ჩვენივე გონებაში იწვევს ცინიზმს სხვების მიმართ, არ გვაინტერესებს სხვისი ნათქვამი (ჩვენი ხომ გვაქვს), ძალიან ხშირად ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, რაც ზოგჯერ ფიზიკურ დაპირისპირებასაც იწვევს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავებელმა მოსწავლე დაფასთან გაიყვანა  გაკვეთილის მოსაყოლად. როდესაც ბავშვი ჰყვებოდა გაკვეთილს მისმა ერთ-ერთმა კლასელმა შეაწყვეტინა, და მასწავლებლს გაკვეთილის თემისგან სრულიად განსხვავებული რაღაცა ჰკითხა, ამის გამო მასწავლებლისგან მცირე საყვედური მიიღო. მოსწავლემ განაგრძო თხრობა, თუმცა ეხლა მეორე ამხანაგმა შეუშალა ხელი… მასწავლებელმა მოსწავლეს გაკვეთილის თემაზე დაკავშირებით კითხვა დაუსვა, მოსწავლემ არაწორად უპასუხა მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას, შემდეგ მისმა ერთ-ერთმა კლასელმა (სახელს არ დავაფიქსირებ) დაიწყო ცინიკოსობა, შენ არ იციო არაფერი, შტერი ბავშვი ხარო და კიდევ ათასი ლანძღვა.  დაფასთან მყოფმა მოსწავლემ გაკვეთილის მოყოლა შეწყვიტა, თავი დახარა და მერხისაკენ გაეშურა.  აქედან იმ დასკვნამდე მივედით, რომ ერთმანეთისადმი უფრო თავაზიანები ვიყოთ, მოსმენის კულტურა გვქონდეს არ შევაწყვეტინოთ ერთმანეთის ლაპარაკი, და რაც მთავარია, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის მოსაზრებებს!!!

_______________________________________

წყარო:http://teenaisha.wordpress.com/2011/11/18/პატივი-ვცეთ-ერთმანეთის-მ/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.