უნდა მუშაობდეს თუ არა თინეიჯერი?

უნდა მუშაობდეს თუ არა თინეიჯერი?

მოგეხსენებათ თინეიჯერობის ასკასი ეს ისეთი პერიოდია, როდესაც ყველას გართობა, მეგობრებთან ერთად ყოფნა უნდა, თუმცა საკმაოდ აქტუალურია თინეიჯერების მუშობასთან დაკავშირებული საკითხი. სწორედ ამიტომ  ჩავატარე პატარა გამოკითხვა ჩვენს სკოლაში. გამოკითხულთა აზრით ერთის მხრივ კარგია, როდესაც თინეიჯერი მუშაობს, რადგან ის ეჩვევა შრომას, აქვს საკუთარი შემოსავალი და არ არის სხვაზე დამოკიდებული, თუმცა მეორე მხრივ გამოკითხულთა აზრით თუკი თინეიჯერი იმუშავებს, ის ვეღარ შეძლებს საფუძვლიანი განათლების მიღებას, რაც დაუშვებელია…

იყო მეორე მოსაზრებაც, რომ თუკი თინეიჯერს არ ააქვს სწავლისაკენ მიდრეკილება, დროის ფუჭ ხარჯვას სჯობს იმუშაოს… მე პირადად ვეთანხმები ამ აზრს, რადგანაც თუკი ბავშვს არ ააქვს სურვილი ისწავლოს, არ ააქვს პრეტენზია მიიღოს უმაღლესი განათლება, ამ შემთხვევაში დასაშვებია იმუშაოს და რაღაც სასარგებლო გააკეთო პირველ რიგში საკუთარი თავისათვის..

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/02/09/უნდა-მუშაობდეს-თუ-არა-თინ/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”