დაჩაგვრა და თვითმკვლელობა თინეიჯერებში!!!

დაჩაგვრა და თვითმკვლელობა თინეიჯერებში!!!

მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მეშვიდე თინეიჯერი იჩაგრება სკოლაში-მათ უსწორდებიან ფიზიკურად და მორალურად, ხშირად გაუთვიცნობილებრივ თუმცა მოზარდების ფსიქიკისთვის რომელიც ჯერ კიდევ ყალიბდება ეს სერიოზული დარტყმაა. ბოლო წლებია ეს პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა მას შმედეგ რაც მსოფლიოში იფეთქა თვითმკვლელობებმა 14-20 წლის ასაკის ადამიანებში და გაიზარდა მოზარდებში სულიერი დააავდებების, ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულების რისკი. და მაინც რატომ ხდება ეს, რაა კონკრეტული მიზეზები? და რა შედეგით მთავრდება ყოველივე ეს?

მიზეზები და შედეგები.

არატრადციიული ორიენტაცია: ხშირად სწორედ ესაა მთავარი მიზეზი უცხოურ ქვეყნებში (საქართველოში კი მენტალიტეტი კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას). ამის შედეგად არატრადიციული ორიენტაციის მქონე თინეიჯერების მეხუთედი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ჯამში მოზარდების 30% რომლებსაც სუიციდი მსხვერპლობს სწორედ გეები და ლესბოსელები ხდებიან, აქედან 61% ითმენს სიტყვიერ შეურაწყოფებს, ხოლო 18% ფიზიკურ ძალადობას, დანარჩებებო თავს საფრთხეში გრძნობენ სკოლაში. ამის დასტურად შეიძლება რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ: 210 წლის 21 სექტემბერს თავი ჩამოიხრჩო 13 წლის სედ უოლშმა კალიფორნიიდან, 22სექტემბერს ხიდიდან გადახტა 18 წლის სტუდენტი ტაილერ კლემენტი ნიუ-ჯერსიდან, სექტემბერის დასაწყისში თავი ჩამოიხრჩო ანა ლუკასმა ინდიიდან.

გარეგნობა: სკოლაში ხშირად ჩაგრავენ არასტანდანტური გარეგნობის ადამიანებს, მაგ.: ჭარბწონიანებს, ელამებს, ადამიანებს ნებისმიერი ფიზიკური ნაკლით ან თუნდაც სტილით გამორჩეულებეს, სუბ.კულტურების მიმდევრებს და ა.შ. მათში თვითმლვლელობა თუმცა ხშირია მაინც არაა იმდენად გავრცელებული როგორც ორიენტაციის შემთხვევაშია, აქ სხვა პროფილის პრობლემები ვლინდება. ჭარბჭონიანების 20%-ს გადაჭარბებული დიეტის გამო ემართებად ანორექსია, ფიზიკური ნაკლის მქონდე ადამიანები ისერავენ ვენებს და იმ სხეულის ნაწილებს რომლებიც ხდება დაცინვის მიზეზი, ასევე ხშირია ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკების მოხმარება.

აკადემიური მიღწევები: ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივი პრივილეგიაა. აკადემიური მიღწევები, კარგი სწავლა, გატაცება მეცნიერებით ან ლიტერატურით, ყველაზე ხშირად კი ხელოვნებით გატაცება რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ხშირად ხდება მიზეზი დაცინვების, სახელების წამოძახების ფიზიკური გასწორებისაც კი. ასეთი ადამიანები იკეთებიან საკუთარ თავში, ვარდებიან ღრმა დეპრესიაში, ხდებიან აგრესიულები.ასევე გავრცელებულია ინერნეტით დაჩაგვრა რომელიც გამოუცდია თინეიჯერების 20.8%-ს.ამ თუ სვხა მიზეზებით თინეიჯერების დაჩაგვრას მოსდევს მათი მხირდან: სუიციდი, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული დამოკიდებულება, სხეულის დასახიჩრება, დეპრესია, ფსიკიკური აშლილობა, ნერვოზი, ჩაკეტილობა, გარე სამყაროსგან იზოლირება, მაზოხიზმი, ანორექსია, თავდაჯერებულობის სრული არქონა, დაბალი სოციალური აქტივობა, კომპლექსების ჩამოყალიბება.

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/01/08/დაჩაგვრა-და-თვითმკვლელობ/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”