ძალადობა მოზარდებში

ძალადობა მოზარდებში

ძალადობა ფიზიკურია და სულიერი. სხეულზე ძალადობა კანონით ისჯება, თუმცა ძალადობა სულზე ბევრად მტკივნეულია. ვინ არის მოძალადე? ხშირად ის, ვისი ნიღაბიც ყველაზე მეტს იღიმის. თუმცა ძალადობა მხოლოდ ბოროტება არაა. ხანდახან ის ღრმად დაგროვილი ტკივილის გამოძახილია.

საზოგადოება რომ ყველაზე მკაცრია ამ ფაქტს ხშირად შევხვდებით. ხშირად ათას აზრში ყველაზე ალოგიკური მიიჩნევა ობიექტურად. მოზარდისაგან მოძალადეს მისი გარემო აყალიბებს. ადამიანები, პირობები, შესაძლებლობები, განუხორციელებელი მიზნები და ოცნებად დარჩენილი ოცნებები.ძალადობას ძალადობა ქმნის. უმიზეზოდ არ კლავენ და არ სძულთ. დამცინავი ტონიც კი წყენას იწვევს, წყენა ტკივილს. ტკივილი კი უნდა გაქრეს. ეს კი ძალის გამოყენებით მოხდება თუ ძლიერი ფსიქოლოგიით თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. შენ მოზარდი ხარ. მოზარდი, რომელიც უარყოფს ძალადობას. ის, ვისაც შეუძლია შეცვალოს სამყარო და იცხოვროს მშვიდად. არა მსხვერპლად და არა მოძალადედ.

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/03/27/ძალადობა-მოზარდებში/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.