საქონლის ხორცი – საუკეთესო საშუალება მომატებული ქოლესტერინის წინააღმდეგ

ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად მკვლევარები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ საქონლის ხორცს, წერს ჟურნალი American Journal of Clinical Nutrition.

პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურ რაციონში უცხიმო საქონლის ხორცის შეტანა იწვევს საერთო ქოლესტერინის, კერძოდ კი ”მავნე ქოლესტერინის” მაჩვენებლების დაქვეითებას. ეს ფაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია გულით დაავადებულთათვის.

დიეტის ზეგავლენა მეცნიერებმა შეამოწმეს მომატებული ქოლესტერინის მქონე მოხალისეთა ჯგუფზე. მკვლევარები ცვლიდნენ მოხმარებული საქონლის ხორცის მოცულობას და აკვირდებოდნენ ქოლესტერინის დონის ცვლილებას.

საბოლოო ჯამში, 113-153 გრამი ხორცის მოხმარების შემთხვევაში ”მავნე ქოლესტერინის” კონცენტრაცია დაეცა 10%-ით. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ყოველდღიურ რაციონში ხორცის შეტანას, მიუხედავად დღეისათვის გამეფებული წარმოდგენისა, რომ ხორცი მავნეა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..